კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სპექტაკლი დაუდგა „კაგებემ“ „ცეერუს“ თბილისში

გაქცევა
1971 წლის 23 თებერვალს „კაგებეს“ ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა – უშიშროების ციხიდან ამერიკელი ჯაშუში არნოლდ ჯონსონი, იგივე „მეწაღე“ გაიქცა. საბჭოთა კონტრდაზვერვამ ის ერთი კვირით ადრე თბილისში, ლენინის მოედანზე, მეტროსთან, იმ დროს დააპატიმრა, როდესაც საბჭოთა მოქალაქეს, გაგიკ პეტროსიანს, 2 500 მანეთი და ჯაშუშური ინსტრუქციები გადასცა. პეტროსიანი თბილისის ქარხანა X-ში მუშაობდა მუშად და „მეწაღემ“ ის ქალაქ კისლოვოდსკში გადაიბირა „ცეერუზე“ სამუშაოდ. ქარხანა X ამერიკული დაზვერვის ცნობით, თბილისის შემოსასვლელში, ამჟამინდელი დიდი დიღმის დასახლების ტერიტორიაზე მდებარეობდა მიწის ქვეშ, მიწის ზემოთ კი, შენიღბვის მიზნით, რამდენიმე ბარაკი იდგა და საიდუმლო ჩასასვლელიც იქ იყო. „ცეერუს“ საიდუმლო-სამხედრო სამუშაოები აინტერესებდა, რომელიც ქარხანა X-ში მიმდინარეობდა და პეტროსიანისგან სწორედ ამის გარკვევას მოითხოვდნენ. თავად „მეწაღე“ კი „ცეერუს“ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სპეცაგენტად ითვლებოდა. ის შეერთებული შტატების საელჩოს საფარქვეშ მუშაობდა, საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე ხან აშკარად, უფრო ხშირად კი ფარულად გადაადგილდებოდა და ჯაშუშურ საქმიანობას ახორციელებდა. „მეწაღე“ იმდენად ძლიერად ფლობდა ადამიანების დარწმუნების ხელოვნებას, რომ მან „კაგებეს“ გამომძიებელი კაპიტანი კოვალიოვი დაარწმუნა თავისი ვერსიის სისწორეში და მისი მეშვეობით გაიქცა: „მეწაღემ“ ადრე გადამალული ინფორმაციაც თან წაიღო, რომელშიც დაწვრილებით იყო აღწერილი თბილისის ქარხანა X-ში მიმდინარე საიდუმლო სამუშაოები, რაც ასე ძალიან აინტერესებდათ ამერიკელებს. „მეწაღემ“ მონუსხული კოვალიოვიც თან წაიყვანა და „ლენგლიში“ თავის შეფებს წარუდგინა. საბჭოთა მთავრობამ კი გაქცეული ოფიცრის უკან დაბრუნება მოსთხოვა ამერიკელებს, რაზეც უარი მიიღო.
საიდუმლო იარაღი
პეტროსიანის გარდა, „მეწაღეს“ კიდევ ორი ადამიანი – პავლე სუვოროვი და გენო კოტრიკაძე ჰყავდა გადაბირებული, რომლებიც საიდუმლო ქარხანა X-ში მუშაობდნენ. მათ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიუტანეს „მეწაღეს“ საიდუმლო ქარხნის მუშაობის სქემა, მიწისქვეშა საამქროების განლაგების ნახაზები და სწორედ ეს ინფორმაცია წაიღო ჯაშუშმა „ცეერუში“. ინფორმაციის გაშიფვრის შემდეგ ამერიკელები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ საბჭოეთს ეგრეთ წოდებული სივრცული იარაღი გააჩნდა, რომელიც დიდ საშიშროებას წარმოადგენდა „ნატოსთვის“, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სისტემას კი თავდაყირა აყენებდა.
ქარხანა X-დან წამოღებული დოკუმენტაციის მიხედვით, სივრცულ იარაღს ეგრეთ წოდებული მონოგამიური ბგერების საშუალებით ნებისმიერ სისტემაში შეჭრა და მისი დაშლა შეეძლო. მაგალითად, ნიუ-იორკის ყურიდან ამოქმედებულ მონოგამიურ ბგერას ქალაქის ცენტრში საშინელი ნგრევის გამოწვევა, ანუ, ბგერებს ოთხი კვადრატული კილომეტრის რადიუსში ყველაზე მონოლითური რკინა-ბეტონის კედლების რღვევა შეეძლო. აღწერილობის მიხედვით, ეს იარაღი საშუალო ზომის რადიომიმღების ტოლი იყო და მისი ტრანსპორტირების გაკონტროლება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. „ცეერუს“ ანალიტიკოსებმა შოკში ჩაყარეს ამერიკელი მაღალჩინოსნები. ერთი მხრივ, მათ მონოგამური იარაღის საწინააღმდეგო იარაღის შექმნაზე დაიწყეს მუშაობა, მეორე მხრივ კი სპეციალური დივერსიული ჯგუფის მომზადებას შეუდგნენ, რომელსაც თბილისის ქარხანა X უნდა აეფეთქებინა. აფეთქების მიზანი უფრო მძლავრი მონოგამიური იარაღის შექმნისთვის ხელის შეშლა იყო. ამასობაში კი ამერიკელები დროის მოგებას ცდილობდნენ, რათა საკუთარი საწინააღმდეგო სისტემა შეექმნათ... 1971 წლის 11 მარტს ამერიკელებმა სპეციალურად შეარჩიეს თორმეტი დივერსანტი და მათ საფუძვლიან მომზადებას შეუდგნენ. პარალელურად, მთავრობამ „პენტაგონს“ მილიარდი დოლარი გამოუყო მონოგამიური იარაღის საწინააღმდეგო სისტემის შესაქმნელად.
ოპერაცია „პუსტიშკა“
თბილისში გაგზავნილი თორმეტკაციანი ტერორისტული ჯგუფი 1971 წლის 2 აგვისტოს საიდუმლოდ შეკრიბეს თბილისში, დიღმის მასივში მდებარე კონსპირაციულ ბინაში, საღამოს 10 საათზე. ტერაქტი მეორე დღეს, ღამის 3 საათზე დაინიშნა და ყველა დივერსანტი უკვე ღამის პირველ საათზე შეიკრიბა დიდ დიღომში, რათა საიდუმლო ქარხანა X-ში შეეღწიათ და იქაურობა მიწასთან გაესწორებინათ. მაგრამ, საბჭოთა უშიშროების სპეცრაზმმა „ალფამ“ თვალის დახამხამებაში აიყვანა თორმეტივე და განაიარაღა. ისინი ჯერ შევჩენკოს ქუჩაზე მიიყვანეს დაკითხვაზე „კაგებეში“, შემდეგ კი მოსკოვში გადააფრინეს და ლუბიანკაზე გაამწესეს.
თბილისში დაპატიმრებულმა დივერსანტებმა დანაშაული აღიარეს და ხელი „ცეერუსკენ“ გაიშვირეს. საბჭოთა მთავრობამ კი მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ არანაირი მონოგამიური იარაღი არ არსებობდა, თბილისში კი არანაირი საიდუმლო ქარხანა X არ მდებარეობდა. თან, საბჭოეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მტრულ დამოკიდებულებაში დასდო ბრალი. თავის მხრივ, ამერიკამაც უარყო რაიმე კავშირი დივერსანტებთან და საბჭოთა მთავრობის განცხადებას პროვოკაცია უწოდა. „ცეერუში“ კი ფიქრობდნენ, რომ საბჭოელები ტყუოდნენ, როდესაც მონოგამიური იარაღის არარსებობაზე ლაპარაკობდნენ და ამიტომ, ანტიმონოგამიური სისტემის დასაფინანსებლად კიდევ ერთი მილიარდი დოლარი გამოყვეს.
საბოლოო ჯამში, ამერიკელების ანტიმონოგამიურმა პროექტმა ორი წელი იარსება და ორი მილიარდი დოლარი წყალში გადაიყარა. მონოგამიური იარაღი კი სინამდვილეში ბლეფი იყო და საბჭოთა დაზვერვამ ეს იმიტომ მოიგონა, რომ ამერიკის ყურადღება არარსებულ იარაღზე გადაეტანა. ამ დროის განმავლობაში კი საბჭოთა მეცნიერებმა უახლესი სარაკეტო ტექნოლოგიები შექმნეს და საგრძნობლად გაუსწრეს ამერიკელებს შეიარაღების სფეროში.
„მეწაღის“ გაქცევა და გადაბირებული საბჭოთა მოქალაქეები იმ დიდი სპექტაკლის ნაწილი იყო, რომელიც „კაგებემ“ „ცეერუს“ დაუდგა და ოპერაცია „პუსტიშკას“ (ცარიელი) ფარგლებში განხორციელდა, რომელიც კონტრდაზვერვის ქართველმა პოლკოვნიკმა სვიმონ ჯაფარიძემ მოიფიქრა.

скачать dle 11.3