კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დიეტა – ბოტოქსის ნაცვლად

ცხადია, ყველას აინტერესებს, შეიძლება თუ არა, რამე ჩაენაცვლოს კრემებს, პილინგს, ძვირად ღირებულ პროცედურებს, რომლებიც ამცირებს ნაოჭებს და აახალგაზრდავებს კანს. ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი აქვთ მსოფლიო მეგავარსკვლავებს – ისინი აცხადებენ, რომ ცხოვრების ჯანმრთელი წესი, სწორ კვებასთან ერთად, სასწაულებს ახდენს.
დღეს გაგაცნობთ ჰოლივუდის ვარსკვლავების აზრს და შემოგთავაზებთ საინტერესო ინფორმაციას ამ თემასთან დაკავშირებით.
გვინეტ პელტროუ (43 წლის): „მე ვიკეთებდი ბოტოქსს და აღარ მინდა, ეს კიდევ გავიმეორო. უპირატესობას ვანიჭებ სპორტსა და დიეტას, რომლის ძირითადი შემადგენელი ნაწილებია წვენები, სმუზი და მწვანე ჩაი. ზოგიერთები ასეთ დიეტას ექსტრემალურად მიიჩნევენ, მაგრამ მე ის ძალიან მიხდება“.
ლივ ტაილერი (48 წლის): „უპირატესობას ვანებებ ინდურ სანელებლებიან სამზარეულოს და ვსვამ ბევრ მწვანე ჩაის. ჩემი მენიუდან ამოღებული მაქვს ტორტები, ტკბილეული და ალკოჰოლი. პურს კი საკუთარი ხელით ვაცხობ დაცეხვილი მარცვლეულის, ნიგვზისა და მაყვლისგან“.
ჯულია რობერტსი (48 წლის): „ასი წელია, არ მიჭამია პური, მაკარონი, ბანანი და კარტოფილი. მთლიანად ამოღებული მაქვს რაციონიდან ნებისმიერი ტკბილი სასმელი და ალკოჰოლი. ჩემი მენიუს ძირითადი შემადგენელი ნაწილია ორთქლზე მომზადებული თევზი, ბოსტნეული და მწვანილი. ძალიან მიყვარს პომიდორი“.
ქეით ბლანშეტი (46 წლის): „მე არ მიყვარს სიტყვა „დიეტა“, ამიტომ ვჭამ ყველაფერს, ოღონდ ზომიერად. მაგალითად, საუზმეზე მივირთმევ აირღუმელში გამომცხვარ ბროკოლს; სადილზე – ქათმის მოხარშულ მკერდის ფილეს ბრინჯით. ძალიან მიყვარს მოხარშული ჭარხლისა და თეთრი ლობიოს სალათა“.
კოსმეტიკური პროცედურები და კანის მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, თუ გსურთ, რომ გქონდეთ სასიამოვნო ფერი სახეზე და შეინარჩუნოთ ახალგაზრდული იერი, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოიწესრიგოთ კვება. ბოტოქსი დროებით გაასწორებს თქვენს ნაოჭებს, მაგრამ ვერ შენიღბავს სახის ცუდ ფერს.
კანისთვის მავნე პროდუქტებია: მარილი, შაქარი, ტკბილეული, ცომეული, ძმარი, წიწაკა, ცხარე სანელებლები, მაგარი ჩაი და ყავა, გადახარშული ბულიონები, შემწვარ-მოხრაკული, ალკოჰოლი. ალბათ, იტყვით, ამ ყველაფრის გარეშე როგორ უნდა ვიარსებოო და მართალიც იქნებით. ამიტომ, მიირთვით, ოღონდ მცირე რაოდენობით. თუ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების ულუფებს მაქსიმალურად შეამცირებთ, ამით დაიცავთ თავს ქუთუთოების შეშუპების, პიგმენტური ლაქებისა და გამონაყარისგან და, ამასთან ერთად, რამდენიმე კილოგრამსაც მოიშორებთ.
ახალგაზრდობის ვიტამინები
ჩვენს მენიუში აუცილებლად უნდა იყოს ვიტამინებისა და სასარგებლო ნივთიერებების საჭირო რაოდენობა, რომლებიც პასუხს აგებენ კანის გაახალგაზრდავებაზე.
კაროტინი სილამაზის ვიტამინია. ნარინჯისფერი ხილი და ბოსტნეული შეიცავს დიდი რაოდენობით ბეტა-კაროტინს. მისი დეფიციტის შემთხვევაში კანი ხდება მშრალი და ხორკლიანი, თმა და ფრჩხილები კი – მტვრევადი. ამიტომ აუცილებლად შეიტანეთ თქვენს რაციონში გამომცხვარი გოგრა, სტაფილოს კატლეტები, ქაცვის კომპოტი. ბეტა-კაროტინს ასევე შეიცავს ქათმისა და საქონლის ღვიძლი.
ლიკოპინი არის ანტიოქსიდანტი, რომელიც დიდი რაოდენობითაა პომიდორში. ის აჩქარებს კანში მელანინის გამომუშავებას, უზრუნველყოფს სახის კანის თანაბარ ფერს. პომიდვრის თერმული დამუშავების შემდეგ მასში ლიკოპინის რაოდენობა იზრდება, ამიტომ ეს ბოსტნეული სასარგებლოა ნებისმიერი სახით.
ვიტამინი E აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. ეს ვიტამინი შედის თხილის, კაკლისა და მზესუმზირის ყველა სახეობაში. მიირთვით დღეში 5-10 ცალი ნუში ან ჩაუმატეთ ფაფაში 1 ჩაის კოვზი მზესუმზირა.
ვიტამინი PP ხელს უშლის კანის გამოშრობასა და გაუხეშებას, პიგმენტაციის დარღვევას. ვიტამინ PP-ს მარაგის შესავსებად ხშირად მიირთვით ცეხვილი პური, წიწიბურა, ლობიო, მუხუდო, ხორცი, კვერცხი.

ნაოჭების საწინააღმდეგო დიეტა
კანის სილამაზე და ახალგაზრდობა პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული კუჭ-ნაწლავის გამართულ მუშაობაზე. ამიტომ, რძემჟავა პროდუქტები (უცხიმო და დაბალცხიმიანი) აუცილებლად ყოველდღე უნდა მიიღოთ (300 მილილიტრამდე).
ცხიმები, განსაკუთრებით-მცენარეული, კანს მეტად ელასტიკურს ხდიან. მონაცვლეობით გამოიყენეთ ზეითუნის, სელის, მზესუმზირის ზეთი, მაგრამ რაციონიდან მთლიანად ნუ ამოიღებთ ნაღების კარაქს – შეგიძლიათ, ის დღეში 5-10 გრამი მიირთვათ.
კოლაგენი არის ცილა, რომელიც პასუხს აგებს კანის სიმკვრივესა და ნაოჭების გაქრობაზე. 25 წლის შესრულების შემდეგ ადამიანის ორგანიზმი თითქმის წყვეტს დამოუკიდებლად მის გამომუშავებას. ბალანსირებული კვება დაგეხმარებათ, უფრო დიდხანს შეინარჩუნოთ ორგანიზმში არსებული კოლაგენის მარაგი.
ნაოჭების საწინააღმდეგო დიეტის საუკეთესო პროდუქტებია ორაგული და ინდაურის ფილე, მათ ცილებში დიდი რაოდენობით არსებული ამინომჟავები და B ჯგუფის ვიტამინები ხელს უწყობს კანის ტონუსის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნებას. უკეთეს შედეგს მიიღებთ, თუ ამ ორ პროდუქტს მოამზადებთ ორთქლზე ან გამოაცხობთ სხვადასხვა ბოსტნეულთან ერთად.

скачать dle 11.3