კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

არ მინდა ასეთი მამა
მამაჩემი სახლში ძალიან უხეში კაცია ცოლთანაც, შვილებთანაც და თავის მშობლებთანაც. იმას ვერ ვიტყვი, რომ ან საჭმელს გვაკლებს, ან ჩასაცმელს და ან მკურნალობას, მაგრამ ისეთი უტაქტო, მოურიდებელი და ყიამყრალია (ამ სიტყვას დედამისი უწოდებს ხოლმე, ჩემი საწყალი ბებია, რომელიც სავარძელზეა მიჯაჭვული და თვითონ ვერ გადაადგილდება, რაზეც მამაჩემს ნერვები ეშლება და სულ ღრიალებს), მისი გაკეთებულიც აღარავის უნდა. ამის გამო ბებიამ ერთხელ შიმშილობაც კი გამოაცხადა – მაგის მოტანილს ლუკმასაც არ ჩავიდებ პირშიო. გარედან კი ისე ჩანს, რომ საწყალ კაცს უსაქმურების მთელი ოჯახი ჩამოეკიდა კისერზე და სისხლს სწოვს. სინამდვილეში კი ასე სულაც არაა: ბაბუას სამხედრო პენსია აქვს, ბებო ინგლისურში ამზადებს მოსწავლეებს, დედაც მუშაობს და შედარებით ნორმალურ ხელფასს აძლევენ. ასე რომ, მე და ჩემი ძმა (ორივე სკოლაში დავდივართ) მარტო მამაჩემის სარჩენები არ ვართ, დანარჩენები – მით უმეტეს, რადგან ყველას თავისი შემოსავალი აქვს.
მამაჩემი გარეთ, სხვების თანდასწრებით, სულ სხვა ტიპია – ლაღი, გახსნილი, თავისუფალი, მხიარული, დარდიმანდი. თუ ვინმე უყურებს, ჩვენ გვაქებს, ცოლს თან ჰყვება და მშობლებს ისე ეფერება, მათი შემხედვარე ქალები, გეფიცებით, შურით სკდებიან – რატომ ჩვენი ქმრებიც ასეთები არ არიანო. სწორედ ამ ორმაგი თამაშის წყალობით დაიმკვიდრა მამაჩემმა მაგარი კაცის სახელი. საწყალი დედაჩემი, იმ დღიდან, რაც წამოვიზარდე და აზრზე მოვედი, სულ მეცოდება. თან, სულ მიკვირს, რატომ იტანს ასეთ კაცს, რატომ არ შორდება. მას ხომ ნერვიულობის, ჯაფისა და მოთმენის მეტი არაფერი უნახავს ქმრის ხელში! თან, მოხუცი დედამთილ-მამამთილიც მოსავლელი და მისახედი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ არც მათგან ყოფილა როდისმე განებივრებული რძალი: ბაბუა ბუზღუნა და ცოტა უხასიათო კაცი იყო ყოველთვის, ბებია კი – ძალიან პრეტენზიული და გადაპრანჭული ქალი, რომელსაც თავიდანვე არ მოსწონებია დედაჩემი. ბოლომდე აყვედრიდა თავის უხეშ და უტაქტო შვილსაც და „სვეცკ“ ოჯახსაც. თუმცა, დედა გაცილებით უფრო მაღალი დონის ოჯახიდან იყო. უბრალოდ, მამის მხარეს მეტი ქონება ჰქონდა და ყოველთვის ამით ტრიპაჩობდა ბებიაჩემი.
ხშირად მეცოდება ბებია, როცა მამაჩემი უხეშად ექცევა, მაგრამ, ხანდახან იმასაც კი ვამბობ გულში, ახია მასზე, ასეთი თავნება და ამპარტავანი რომ გაზარდა-მეთქი. ვთქვათ, ბებია და ბაბუა ამას იმკიან, რაც დათესეს, მაგრამ, დედა და ჩვენ რა შუაში ვართ? დედას მთელი ახალგაზრდობა ჩაუმწარა მამამ, ჩვენ – ბავშვობა და, რაც მთავარია, გამოსავალს ვერ ვხედავ, ეს მდგომარეობა რომ გამოვასწორო. დედა მაინც არ აპირებს მამასთან გაყრას – ეტყობა, მაინც უყვარს (თუმცა, ვერ ვიგებ, რატომ) ან, უბრალოდ, ბედს შეეგუა და ასეთ უაზრო მორჩილებაში აპირებს მთელი ცხოვრების გატარებას. იმ დღეს ვცდილობდი, გამეხსენებინა და ვერ გავიხსენე, ბოლოს როდის გაიცინა დედამ – ეს არის ცხოვრება?! მაინცდამაინც ხმამაღლა უნდა მათქმევინოს, რომ არ მინდა ასეთ მამასთან ცხოვრება?!
მარი, 17 წლის.

скачать dle 11.3