კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით დავიცვათ თავი გათვალვისგან და როგორ გავხდეთ მეტად წარმატებული

იღბლის გასაძლიერებლად და წარმატებების ადვილად მოსაზიდად კონკრეტულ თვეში დაბადებულმა ადამიანმა ის ასტროლოგიური ქვები უნდა ატაროს, რომელიც მისთვისაა გათვლილი.  ეს წარმატებას მოგიტანთ როგორც კარიერაში, ისე პირადი ცხოვრების მოწყობაში და მატერიალური თვალსაზრისითაც.
ვერძი – წარმატებების მომტანი და თილისმური ძალის მქონე ასტროლოგიური ქვებია: ლალი, ალმასი, ტოპაზი და ცირკონი. ლალის ქვა დაგიცავთ არასწორი ნაბიჯებისგან; ალმასი მოიზიდავს თქვენსკენ წარმატებებს; ტოპაზი აგარიდებთ ავ თვალს; ცირკონი დაგეხმარებათ სასიყვარულო-რომანტიკული და ოჯახური ურთიერთობების დარეგულირებაში.
კურო – თილისმური ძალა აქვს და წარმატებების მომტანია: ზურმუხტი, საფირონი, ამაზონიტი და აქატი. ზურმუხტი დაგეხმარებათ, გამოსავალი იპოვოთ  რთული სიტუაციებიდან; საფირონი თქვენი გონებრივი შესაძლებლობების მობილიზებას მოახდენს; ამაზონიტი ოჯახური ურთიერთობების დარეგულირებას შეუწყობს ხელს, აქატი კი შეცდომებისგან დაგიცავთ.
ტყუპები – თილისმის ძალა აქვს და დაგიცავთ შემდეგი ასტროლოგიური ქვები: ბერილი, როდონიტი, სარდიონი, ციტრონი. ბერილის ქვა დაგეხმარებათ ახალი კავშირების დამყარებაში; როდონიტი – საჭირო ინფორმაციის მოპოვებაში; სარდიონი დაგიცავთ სასიყვარულო ურთიერთობებში არასწორი ნაბიჯის გადადგმისგან; ციტრონი იზრუნებს თქვენი გუნება-განწყობის გაუმჯობესებასა და ძალების მობილიზებაზე.
კირჩხიბი – წარმატებების მომტანი და თილისმური ძალის მქონე ასტროლოგიური ქვებია: ზურმუხტი, მარგალიტი, მთვარის ქვა და ავანტიურინი. ზურმუხტი დაგეხმარებათ სასიყვარულო-რომანტიკული ურთიერთობების მოგვარებაში; მარგალიტი ხელს მოგიმართავათ სასურველი მეორე ნახევრის პოვნაში; მთვარის ქვა საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში დაგეხმარებათ, ავანტიურინი კი თქვენს ბედში სასიკეთო ცვლილებებს შემოიტანს.
ლომი – წარმატებების მომტანი და თილისმური ძალის მქონე ასტროლოგიური ქვებია: ალმასი, ქარვა, ლალი და ჟადეიტი. ალმასი მოგამარაგებთ სასიცოცხლო ძალებით; ქარვა დაგიცავთ შეცდომებისგან და დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში; ლალი აგარიდებთ ჭორებსა და ინტრიგებს; ჟადეიტი დაგეხმარებათ სასურველი ადამიანების მოზიდვაში.
ქალწული – წარმატების მომტანია შემდეგი ასტროლოგიური ქვები: აქატი, ნეფრიტი და კატის თვალი. აქატი დაგეხმარებათ შინაგანი ძალის გაძლიერებაში და მოგანიჭებთ მეტ პოზიტივს სასიყვარულო და რომანტიკულ ურთიერთობებში; ნეფრიტის ქვა დაგიცავთ ავი თვალისგან; კატის თვალი დაგეხმარებათ, რომ შეცდომები არ დაუშვათ მატერიალური თვალსაზრისით.
სასწორი – დამცველი და თილისმური ძალის მქონე ქვებია: მალაქიტი, ტოპაზი და ნეფრიტი. მალაქიტი დაგიცავთ შეცდომებისგან; ტოპაზი აგავსებთ ენერგიით და დაგიცავთ არასწორი ნაბიჯის გადადგმისგან; ნეფრიტი დაგეხმარებათ, იპოვოთ სასურველი მეორე ნახევარი და გააძლიერებს თქვენს იღბლიანობას.
მორიელი – აქვს თილისმის ძალა და წარმატებების მომტანია: ძოწის, ალექსანდრიტის, ლაბრადორისა და ტოპაზის ასტროლოგიური ქვები. ძოწი თქვენში გააძლიერებს გრძნობებს; ალექსანდრიტი დაგეხმარებათ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენაში; ლაბრადორი ხელს შეუწყობს ოჯახურ კეთილდღეობას; ტოპაზი დაგიცავთ ნეგატიური ემოციებისა და ავი თვალის ზემოქმედებისგან.
მშვილდოსანი – წარმატებების მომტანი და თილისმის ძალის მქონე ასტროლოგიური ქვებია: ამეთვისტო, ქრიზოლითი, ბერილი. ამეთვისტო დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში; ქრიზოლითი მოიზიდავს იღბალს და დაგეხმარებათ სასიცოცხლო ენერგიის აღდგენაში. ბერილი დაგეხმარებათ კარიერის მოწყობასა და პირადი ცხოვრების დასტაბილურებაში.
თხის რქა – თილისმის ძალა აქვს და წარმატებების მომტანია შემდეგი ასტროლოგიური ქვები: მალაქიტი, ობსიდიანი. მალაქიტი დაგიცავთ შეცდომებისა და არასწორი ნაბიჯებისგან, ხელს მოგიმართავთ ფინანსებში; ობსიდიანი დაგიცავთ სტრესული სიტუაციებისგან და დაგარწმუნებთ საკუთარ შესაძლებლობებში.
მერწყული – წარმატებების მომტანია და თილისმური ძალა აქვს შემდეგ ასტროლოგიურ ქვებს: აკვამარინს, ამეთვისტოს, სარდიონსა და ცირკონს. აკვამარინი დაგეხმარებათ სასიყვარულო პრობლემების მოგვარებაში; ამეთვისტო – ფინანსების სწორ მართვაში; სარდიონი დაგიცავთ შეცდომებისგან, ხელს მოგიმართავთ პროფესიულ საქმიანობასა და ფინანსების მოზიდვაში; ცირკონი გაამძაფრებს იღბლიანობას.
თევზები – წარმატების მომტანი და თილისმური ძალის მქონე ასტროლოგიური ქვებია: აკვამარინი, ზურმუხტი, ოპალი და მარგალიტი. აკვამარინი დაგეხმარებათ ადამიანების უკეთ ამოცნობაში; ზურმუხტი აგარიდებთ ავ თვალს; ოპალი დაგიცავთ არასწორი ნაბიჯებისგან; მარგალიტი დაგეხმარებათ პირადი ცხოვრების მოწყობაში.

скачать dle 11.3