კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ბაგრატიშვილი
პაატა ბაგრატიშვილი 1734 წლის სექტემბერს მოიხსენიება კიკულა ბაჯვაძის მიერ თავისი ბატონის, გიორგი ბაგრატიშვილის სახელზე გაცემული თავნასყიდობის წიგნში.
ზურაბა ბაგრატიშვილი, აზნაური, 1721 წლის აღწერით, ყაფლანიშვილების მემამულე იყო და ყმებიც ჰყავდა ქციაში. 1701-1711 წლებში ცხოვრობდა სოფელ დრიანეთში.
აღწერის მასალებში აზნაური გიორგი ბაგრატიშვილი მოიხსენიება სოფელ კოდაში 1823 წელს.
ბაგრატიშვილები იყვნენ აზნაურები.
საქართველოში 41 ბაგრატიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 24, გურჯაანში – 7, თელავში – 5. არიან სხვაგანაც.
ფანიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – ფანია.
1710 წელს, აზატობის წიგნში, რომელიც ვიღაცას რევაზა ჟოჟოლაძისთვის მიუცია, მოიხსენიება პეტრე ფანიაშვილი.
1721 წელს ღორისთავში მოიხსენიება სეხნია ფანიაშვილი.
საქართველოში 112 ფანიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 55, გორში – 39, მცხეთაში – 6. არიან სხვაგანაც.
კოღუაშვილი
გვარის ფუძეა მეტსახელი კოღუა.
ბერუა კოღუაშვილი მოიხსენიება ენაგეთის ახალშენში, 1713 წელს, კათალიკოს დომენტის მიერ ამილბარ და სხვა მაღალაძეებისადმი გაცემულ გაყრილობის წიგნში.
საქართველოში 759 კოღუაშვილი ცხოვრობს. ქუთაისში – 343, წყალტუბოში – 271, თბილისში – 76. არიან სხვაგანაც.
მდივნიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – მდივანა.
1690 წელს, სოფელ კუმისში, დავითს სოლოღაშვილის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება გოლუა დივანიშვილი.
მანამდე ამ გვარის წარმომაგდენლები დივანიშვილებად იყვნენ ჩაწერილები, 1721 წლიდან კი გვარი დივანაშვილი მდივნიშვილად გავრცელდა და დღეს ამ ფორმით გვხვდება.
საქართველოში 550 მდივნიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 215, გარდაბანში – 56, ხარაგაულში – 47. არიან სხვაგანაც.
კოსტანაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კონსტანტინე. კონსტანტინეს კნინობითმა ფორმამ, კოსტამ მოგვცა გვარი კოსტანაშვილი.
საქართველოში 35 კოსტანაშვილი ცხოვრობს: ახალციხეში – 31, ადიგენში – 2, გურჯაანში – 2.
მთიულიშვილი-ნადიბაიძე-გაბადაური
გვარი მთიულიშვილი მომდინარეობს სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვა მთიულისგან.
მთიულიშვილები 1873 წელს ბანცურთკარში ცხოვრობდნენ. აქაური მთიულიშვილების ადრინდელი გვარი ნადიბაიძე ყოფილა, ნადიბაიძეები კი მთიულეთში ფშავიდან იყვნენ მოსულები და მათი წარმომავლობა გაბადაურებისგან მომდინარეობს.
გვარის წარმომადგენლები მეჩვიდმეტე საუკუნეში ჩანან გადასახლებულნი ქართლში, ლიახვის ხეობის სოფელ ტირძნისში.
1647 წლის საბუთით, ნინია მთიულიშვილი არის ტირძნისის მოურავი, რომელსაც ყოველ ენკენისთვეს გიორგი არაგვის ერისთავისთვის სააღაპედ უნდა გადაეხადა: ერთი ცხვარი, პური და ღვინო, ხუთი ჩარექი სანთელი და ეწირვებინა ჟამი.
„მთიულისშვილი გიორგი, კიდმანში მცხოვრები, წილად ხვდა ქაიხოსრო ციციშვილს“ (1664-1673 წლები).
„მთიულიშვილ დათუნას ჰყავს სახლიკაცი ქიტა. როსტომ მეფემ ის უწყალობა იორამ თარხან-მოურავისშვილს, რომელსაც დათუნამ ერთგულების პირობა მისცა“ (1643 წელი).
საქართველოში 743 მთიულიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 170, გორში – 117, დუშეთში – 108. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს
იაკობ ახუაშვილის
მასალების მიხედვით

скачать dle 11.3