კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ითვლება თუ არა ტატუს გაკეთება ცოდვად?
პასუხი: ქრისტიანული ეკლესია მოსვირინგებას უარყოფითად უყურებს. ადამიანის სხეული ღვთიური ქმნილება და სულის ტაძარია და არა სურათების ალბომი. სვირინგი ველურ წარმართებში იყო გავრცელებული და წარმართულ წეს-ჩვეულებებს უკავშირდებოდა.
კითხვა: როგორ უნდა მიიღოს ქრისტიანმა ის ფაქტი, რომ ყოველ ღამით ესიზმრება გარდაცვლილი ახლობლები?
პასუხი: ქრისტიანმა ეს შეიძლება მიიღოს როგორც შეხსენება  და მეტი გულმოდგინებით ილოცოს გარდაცვლილთა სულებისთვის.
კითხვა: ნებადართულია თუ არა საერო პირთათვის სახლის პირობებში საკმევლის კმევა? მითხრეს, რომ საკმევლის კმევა მხოლოდ მაშინ არის შედეგიანი, როდესაც მას მღვდელმსახური ახორციელებს.
პასუხი: საკმევლის კმევა კარგია იქ, სადაც არის ეშმაკის მოქმედების კვალი. ამდენად, საჭიროების შემთხვევაში, ეს საეროთათვისაც დასაშვებია. მაგალითად, საკმევლის კმევა კარგია სულიერი ავადმყოფობის დროს.
კითხვა:  ახლობელმა, რომელიც უკეთურად არის ჩემდამი განწყობილი, მაჩუქა ხატი. არ მსურს მისი საჩუქრის დატოვება, მაგრამ, ხატისადმი მოწიწების გამო უკან ვერ ვუბრუნებ. როგორ მოვიქცე?
პასუხი: ხატი დაიტოვეთ და ღმერთს შეავედრეთ ეს ადამიანი. უსურვეთ მას ყოველივე სიკეთე და სთხოვეთ უფალს, გაუნათოს გონება, რათა შეიცვალოს თქვენდამი დამოკიდებულება.

скачать dle 11.3