კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღვთის განგებითა და წმიდანების ლოცვით განკურნებული ადამიანები

სერაფიმ საროველს (1760-1833), ცნობილ რუს წმიდანსა და შორსმჭვრეტელს, ხშირად ესტუმრებოდა ხოლმე მიხეილ მანტუროვი, რომელიც წლების განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა და წმიდანმა იგი თავისი ლოცვებითა და სიტყვებით განკურნა. როცა უკვე ამის შემდეგ მანტუროვი ავთვისებიანი ციებ-ცხელებით დაავადდა, წმიდანმა ავადმყოფის დას – ელენეს უხმო თავისთან. ის მორჩილ ქსენიასთან ერთად ეახლა წმიდა მამას და სწორედ მისი გადმოცემით გახდა ცნობილი, თუ რისთვის უხმო წმიდანმა ელენეს.
„ჩემო სიხარულო, – უთხრა ელენეს მამა სერაფიმემ, – შენ ყოველთვის მიჯერებდი. შეგიძლია, დღესაც დაემორჩილო ერთ ჩემს თხოვნას?“ – „მე ყოველთვის თქვენი დამჯერე ვიყავი, მამაო და ახლაც დაგემორჩილებით თქვენ“  – უპასუხა მან. „აი, ხომ ხედავ, – დაიწყო მოძღვარმა, – დაუდგა მიხეილს სიკვდილის დრო. ის ავადმყოფობდა და უნდა მოკვდეს, ის კი მონასტერს სჭირდება. აი, ასეთი მორჩილების შესრულება უნდა იდო თავს – მოკვდე მიხეილის მაგივრად“. „– მაკურთხეთ, მამაო“, – უპასუხა ელენემ.
სახლში დაბრუნებული ელენე ჩაწვა საწოლში და განაცხადა, რომ ლოგინიდან აღარ ადგებოდა. მან მიიღო წმიდა ზიარება და რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე მამა სერაფიმემ მას კუბო გამოუგზავნა. მანტუროვმა კი ამის შემდეგ კიდევ ოცი წელი იცოცხლა.
მართლმადიდებელ მოღვაწეთა და წმიდანთა პრაქტიკაში, როგორც ჩანს, ეს ეპიზოდი ერთადერთი არ არის. კიევ-პეჩორის მემატიანე მოგვითხრობს: „სათნო თავადმა, რომელსაც დიდი ხნის წინ ჰქონდა მიღებული მონაზვნის ხარისხი და ცნობილი იყო თავის ღვთივსათნო მოღვაწეობით, ერთხელ, როგორღაც, მკურნალ პეტრე ასურელს უთხრა: „სამ თვეში მე ამქვეყნიერებას განვეშორები“. მან ერთ-ერთ გამოქვაბულში გაითხარა საფლავი და ასურელს შეეკითხა: „ჩვენ შორის რომელი ისურვებდა ყველაზე მეტად ამ სამარეს?“ და ასურელმა უთხრა: „დაე, იყოს, ვისაც უნდა, მაგრამ შენ იცოცხლე კიდევ, მე კი შიგ ჩამაწვინე“.
მაშინ ნეტარმა მამამ უთხრა მას: „დაე, იყოს ისე, როგორც შენ გსურს...“ – „მე შენს მაგივრად მოვკვდები, – დაეთანხმა ასურელი, – და შენ ჩემთვის ილოცე“. „გაბედულად, შვილო და მზად იყავი, სამი დღის შემდეგ შენ აღესრულები“.
და აი, მიიღო-რა წმიდა ზიარება, პეტრე ასურელი დაწვა თავის სარეცელზე, შეისწორა სამოსი, გაშალა ფეხები და სული უფალს მიაბარა. სათნო თავადმა კი ამის შემდეგ ოცდაათი წელი იცოცხლა ისე, რომ მონასტრიდან ფეხი არ გამოუდგამს.
თუ პირველ შემთხვევაში მამა სერაფიმე გვიხსნის, თუ რატომ ჯობია, რომ კონკრეტული ადამიანი არ მოკვდეს და გააგრძელოს სიცოცხლე, მსგავსი „ჩანაცვლების“ სხვა შემთხვევებში ამის აზრი და მნიშვნელობა ჩვენთვის დაფარულია. უფრო ზუსტად, დაფარული კი არა, უბრალოდ, მომხდარი იმდენად აღემატება ადამიანის მიხვედრის ყოველგვარ უნარს, რომ მას შეიძლება მხოლოდ „საიდუმლო“ ვუწოდოთ.
კიდევ ერთი ეპიზოდი. სიზუსტისთვის, იმის აღსაწერად, თუ როგორ ხდებოდა ყველაფერი, წყაროს ტექსტი მოგვყავს სიტყვასიტყვით: „ოპტის უდაბნოში ცხოვრობდა მაშინ 75 წლის ბერი დოსითეოსი, რომელიც პლოშჩანსკის უდაბნოში იყო აღკვეცილი ბერად. მეუდაბნოე ცხოვრებას 40 წლის განმავლობაში სმოლენსკის გუბერნიის როსლავლის მაზრის ტყეებში ატარებდა, მიაღწია ნეტარ თვინიერებას და გულწრფელ უბრალოებას. სმოლენსკის ტყეებიდან 1827 წელს სკიტში (სკიტი – განმარტოებული, ბერთა მყუდრო სავანე. სკიტის წესდება საერთო სამონასტრო წესდებისგან განსაკუთრებული სიმკაცრით განსხვავდება) გადავიდა. გარდაცვალების წინ, ცოტა ხნით ადრე, ღირსსახსოვარ შემთხვევას ჰქონდა ადგილი: ოდოევსკის მემამულის – ალექსანდრ ვოეიკოვის მეუღლე, ციებ-ცხელებით გათანგული, სიკვდილის პირას მყოფი ლოგინს იყო მიჯაჭვული. მისი სარეცელის გარშემო თავმოყრილთ იმედი ჰქონდათ გადაწურული მის გამოჯანმრთელებაზე. ავადმყოფი წუთიერად გაირინდა და იქ მყოფთ მოეჩვენათ, რომ ის ვიღაცას ესაუბრებოდა. ამის შემდეგ იგი საწოლიდან თავისით, ვინმეს დაუხმარებლად წამოდგა და შეეკითხა იქ მდგომთ: „სად არის ბერი? მან ახლა მითხრა: „რას წევხარ? წამოდექი, ოპტის უდაბნოში ჩამოდი და პარაკლისი გადაიხადე, მე კი შენს ადგილას დავწვები – ასე ბრძანა უფალმა!” ავადმყოფს უპასუხეს, რომ ოთახებში მათ გარდა არავინ იყო. იმ დროიდან მოყოლებული, რამდენიმე დღის შემდეგ ავადმყოფი გამოჯანმრთელდა და მეუღლესთან ერთად ოპტის უდაბნოში გაემგზავრა. როდესაც ისინი იქ ჩავიდნენ, უფლის განგებით სკიტის ბილიკზე ბერ დოსითეოსს შეხვდნენ – იმ დროს მხოლოდ ის იმყოფებოდა სკიტში, ხოლო ყველა დანარჩენი მორჩილებას აღასრულებდა. ბერის დანახვისთანვე, ყოფილმა ავადმყოფმა, რომელსაც ადრე არასდროს ენახა დოსითეოსი და არც არაფერი სმენოდა მის შესახებ, გაიხსენა, რომ სწორედ იგი იხილა თავის ჩვენებაში ისეთივე სახით და ისეთივე სამოსით. დოსითეოსმა ცოლ-ქმარს სკიტის შიდა ნაგებობები დაათვალიერებინა და გულთბილად ესაუბრა სულისათვის სასარგებლო გულის უბრალოებაზე. ამის შემდეგ, სულ მალე, დეკემბერში, ბერი შეუძლოდ გახდა, 12 დღე იავადმყოფა და წყნარად მიაბარა სული უფალს.

скачать dle 11.3