კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ნევროპათოლოგი შოთა მალაშხია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის ორგზის თავმჯდომარე და რამდენი მიწის ნაკვეთი, ბინა და საცხოვრებელი სახლი აქვს მის მეუღლეს

საქართველოს აგერ უკვე მესამედ პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით შოთა მალაშხია 1962 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში მიიღო. კვალიფიკაციით ექიმია, მისი სპეციალობა კი სამკურნალო საქმეა. ბ-ნი მალაშხიას შრომითი ბიოგრაფია 1979 წელს დაწყებულა 26 კომისრის რაიონის ბინათმმართველობაში, სადაც მუშად 1980 წლამდე იმუშავა; 1980-1981 წლებში 132-ე ტექნიკურ სასწავლებელში სწავლობდა; 1981-1982 წლებში კი თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსის სამმართველოს ელშემკეთებელი იყო. 1983 წელს სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა, რომელიც 1989-ში დაამთავრა. დამთავრებისთანავე რესპუბლიკურ ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა ექიმ-ინტერნად (1990 წლამდე); 1991-1998 წლებში კი მეორე პოლიკლინიკის ლაბორანტად მუშაობდა; ხოლო 1999-2003 წლებში – იმავე პოლიკლინიკის ექიმ-ნევროპათოლოგად. 2004 წელს საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიაც ჩაიბარა. პარლამენტის წევრი 2008-შიც გახდა (ახლახან ხსენებული კომისიის თავმჯდომარეც) და ახლაც გახლავთ 2012 წლის მოწვევის დეპუტატი.
შესაბამისად, ბ-ნმა მალაშხიამ თავისი პირველი დეკლარაცია 2005 წელს შეავსო, როგორც პარლამენტის წევრმა და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე, ფატი ანთაძე, სამი შვილი  – ლუკა, მარიამი და მათე და სიდედრი, ქ-ნი ნელი შენგელაია. უძრავ-მოძრავ ქონებას მხოლოდ ნევროპათოლოგი დეპუტატი ფლობდა: კერძო საცხოვრებელ სახლს თბილისში, ფილიას ქუჩაზე, 100 000 ლარად ღირებულს და 10 000-ლარიან ავტომანქანა „ფოლკსვაგენ პასატს“.  დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდი ფულიც მხოლოდ მას ჰქონდა – 7 000 აშშ დოლარი. იმხანად სიდედრს, ქ-ნ ნელის მილიონლარიანი ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული სახლის მშენებლობაზე.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2004 წლის განმავლობაში შოთა მალაშხიამ, როგორც პარლამენტის წევრმა, 17 070 ლარი აიღო; ხოლო მისმა მეუღლემ, როგორც თსუ-ის ირანული ფილოლოგიის კათედრის დოცენტმა – 840 ლარი.
ბოლო დეკლარაცია ბ-ნმა მალაშხიამ 2015-ში შეავსო, როგორც, ასევე, პარლამენტის წევრმა და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე და სამი შვილი. რაც შეეხება უძრავ ქონებას: შოთა მალაშხიას საკუთრებაა ზემომითითებული საცხოვრებელი სახლი თბილისში, ფილიას ქუჩაზე (190 კვ. მ. ფართობის); ასევე: მიწის ნაკვეთი იმავე მისამართზე (615  კვ.მ.); ბინა თბილისში, ქობულეთის ქუჩაზე (243 კვ.მ.); საცხოვრებელი ბინა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გონიოში (76 კვ.მ.); მიწის ნაკვეთი წალენჯიხის რაიონის სოფელ ნაკიფუში (12 509 კვ. მ.); კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი სოფელ ნაკიფუში (136 552 კვ.მ.) და მესამე ნაკვეთიც – 50 151კვ. მ. ფართობის. ფატმან ანთაძე-მალაშხიას კი ეკუთვნის 600 კვ. მ. მიწის ნაკვეთი თეთრი წყაროს რაიონის სოფელ ამლევში და კიდევ ერთი ნაკვეთი ოზურგეთის რაიონის სოფელ ურეკში (133 კვ.მ.). ბ-ნ მალაშხიას კი ჰყავს 2005 წლის „ფოლკსვაგენ პასატი“.
დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდი ფული მხოლოდ დეპუტატს ჰქონდა – 50 000 აშშ დოლარი.  2014 წილს განმავლობაში ბ-ნი მალაშხიას სადეპუტატო ხელფასმა 60 285 ლარი შეადგინა, მისი მეუღლის საპროფესორო შემოსავალმა კი – 18 000 ლარი.
რაც შეეხება დანარჩენ წლებს: 2005 წლის განმავლობაში ბ-ნმა მალაშხიამ, როგორც პარლამენტის წევრმა, 20 491 ლარი აიღო, მისმა მეუღლემ – 1 800; 2006 წელს – 26 400 ლარი, მისმა მეუღლემ – 4 750 ლარი; 2007 წელს – 29 069 ლარი, მისმა მეუღლემ – 2 500; 2008 წელს შოთა მალაშხიას შემოსავალი 46 329 ლარი იყო, მისი მეუღლის – 3 000 ლარი. 2009 წელს – 50 046 ლარი, მისი მეუღლის – 7 200 ლარი; 2010 წელს – 53 092 ლარი, მისი მეუღლის – კვლავ 7 200 ლარი; 2011 წელს – 53 006 ლარი, მისი მეუღლის – 7 200 ლარი; 2012 წელს – 56 745 ლარი, მისი მეუღლის – 9 600 ლარი; 2013 წელს – 60 285 ლარი, მისი მეუღლის – 12 000 ლარი.

скачать dle 11.3