კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სხვის ხარჯზე

„შინ – მამაცი, გარეთ – მხდალი“

 მაშინ, როდესაც ჩვენი საზოგადოება ლამის ორად იყო გაყოფილი – ზოგი თურქეთს თანაუგრძნობდა, ზოგიც, ჰოი, საკვირველებავ და – რუსეთს; მეტიც, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც, თუ თურქეთს არ თანაუგრძნობდი, მოღალატის იარლიყსაც მოგაკერებდნენ (თითქოს, ისტორიული მეხსიერების გათვალისწინებით, ორივეს თავშიც ქვა არ უხლია, ოღონდ კი ჩვენ არ შეგვეხოს მათი კონფლიქტი), ამ ჩვენმა ოკუპანტმა და მეზობელმა რფ-მ ჩრდილოეთ კავკასიასა და „იუჟნაია ოსეტიაში“ დისლოცირებული თავისი სამხედრო ნაწილები შეიარაღების მოდერნიზებული სახეობებით შეივსო.
სახელდობრ, ეს მოდერნიზებული შეიარაღებაა: ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსი „ისკანდერ-ემი“, მოდერნიზებული ტანკები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, უპილოტო საფრენი აპარატები, რადიოელექტრონული საბრძოლო კომპლექსები და თვით – ავტომობილები და ავტობუსებიც.
ამას გარდა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ცოცხალი სამხედრო ძალის ოდენობაც გაზარდეს და გასული კვირის მიწურულს ჩვენს საჰაერო სივრცეშიც შემოისეირნა რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ისინი, რომლებიც უპირობოდ და ხმამაღლა მოითხოვდნენ თურქეთის მხარდაჭერას, წესითა და რიგით, ახლა ზემოთვე ნახსენებ „ისკანდერებს“ უნდა იყვნენ გადაფარებულები, თუმცა დუმილს ამჯობინებენ (იმიტომ რომ სული ტკბილია და მხოლოდ სხვის ომში მამაცობენ?!).
 თუმცა ისიც ცხადია, რომ „ისკანდერები“ თუ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები ოკუპანტს ჩვენს დასალაშქრად არ უნდათ (ჩვენ უზალპო სისტემებიც გვეყოფა), მაგრამ იმის ცოდნა კი ნამდვილად არ გვაწყენდა, აშკარა კონფრონტაციის მომხრეებიდან რამდენია მზად წინა ხაზზე საბრძოლველად?! –

скачать dle 11.3