კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გენადის აჩრდილი

ანუ ანა ჩრდილქვეშ

ისე მოხდა, რომ გენადი ონიშენკოს აჩრდილი კვლავაც დადის რუსეთის ფედერაციის სანიტარულ სამსახურში (ფუი ეშმაკს!). სახელდობრ, მოქმედმა მთავარმა სანიტარულმა ექიმმა, ვინმე ანა პოპოვამ, რეკომენდაცია გაუწია რუსეთის მოსახლეობას, რომ ქვეყნის შიგნით დაისვენონ.
კერძოდ (მომყავს ციტატა): „უმჯობესია, რუსეთის მოქალაქეებმა ახალი წელი სამშობლოში გაატარონ და არ დატვირთონ ორგანიზმი კლიმატის მკვეთრი ცვლილებით. რა თქმა უნდა, ყველას ვურჩევ, დაისვენონ რუსეთში.“
ეს მოწოდება მან შიგატურიზმის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გააკეთა, რომელსაც რფ-ის კულტურის მინისტრი და ვიცე-პრემიერი ოლგა გოლოდეცი თავქალობს.
შესაბამისად, ამ უკანასკნელმა დასძინა, რომ უცხოეთში დასვენების საუკეთესო ალტერნატივაა დასვენება ყირიმში, ოღონდ, ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც ნახევარკუნძულზე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება.
ყოველი შემთხვევისთვის, მოვიხმობ ციტატას (რფ-ის კულტურის მინისტრისას): „ობიექტურად, მსოფლიოში ერთადერთი ადგილი, სადაც სტაბილური სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ვითარებაა და არ არსებობს განსაკუთრებით საშიში დაავადებებით დასნებოვნების რისკი, არის რუსეთი. იმუნიზაციის არსებული დონე სრულად იცავს მოსახლეობას საშიში ინფექციების გავრცელებისგან.“
ჩვენ არ ვიცით, დაუგდებენ თუ არა რფ-ის მოქალაქეები ყურს თავიანთი ჩინოვნიკების შეგონებებს, მაგრამ იქ, ჩრდილოეთში, საქმე მთლად კარგად ვერაა. –

скачать dle 11.3