„ზოგი უბერავს ასე“
გამგელებული ბატკნები
მაშინ, როდესაც ჩვენ, სამყაროს ცივილიზებულ ნაწილთან უნისონში, ვვიშვიშებთ, პრ. პუტინი რფ-ს იზოლაციისკენ მიაქანებს და სოციალური ქსელების შეზღუდვა აქვს ჩაფიქრებულიო, იმას გარდა, რომ ჩრდილოეთ კორეაში ინტერნეტს საერთოდაც არ მოიხმარენ, რათა ჩრდილოკორეელები უფრო იოლად დაარწმუნონ, რომ მათი ასტრონავტები მზეზეც კი ისხდნენ, ამ ჩვენი სულზე უტკბესი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი და მილიარდერი დონალდ ტრამპი ინტერნეტის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა.
ბ-ნი ტრამპის აზრით, ტერორისტული სახელმწიფოს პროპაგანდის შეჩერება მხოლოდ ინტერნეტის აკრძალვითაა შესაძლებელი. ის ამ საქმეში კომპეტენტური ადამიანების ჩართვას მოითხოვს, რომ გამოინახოს ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვის ეფექტიანი საშუალებები.
თუმცა მოტივი – ტერორისტებმა ვერ მოახერხონ „უცოდველი ბატკნების“ შეცდენა და გამგელება – კეთილშობილურია,
ჩვენ არ ვიცით, აჰყვება თუ არა ამერიკული პოლიტელიტა ან ამომრჩეველი ბ-ნ ტრამპს, თუმცა მისი ნააზრევი მოწმობს, რომ „გენიალური იდეები“ – არა მხოლოდ ავტორიტარ-დიქტატორებს, თვით დემოკრატიულ აკვანში გაზრდილ-დაპურებულებსაც მოსდით ბედკრულ თავებში. –