კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გზა ასწავლა თამარ ივერმა ბუბა კიკაბიძეს უმძიმესი სენისგან განსაკურნებლად და როდის ჩახედა მსოფლიო დონის ვარსკვლავმა თვალებში სიკვდილს

მსოფლიო დონის ქართველი მომღერალი თამარ ივერი ცოტა ხნის წინ სამშობლოში ჩამოვიდა. მისი მიზანი ძალიან კეთილშობილური იყო. მომღერალმა განიზრახა, 13 ივნისის ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დახმარებოდა. ამის განხორციელება კი მეგობრებისა და კეთილი ადამიანების დახმარებით შეძლო. თამარის ფონდის, „დაცული საზოგადოების“ მიერ ორგანიზებულმა საქველმოქმედო კონცერტმა, არაჩვეულებრივად ჩაიარა. იყო ბევრი ემოცია, ცრემლი, მოულოდნელობა და სიხარული.

  თამარ ივერი: პირველი, რამაც ამ საღამოს მოწყობისკენ მიბიძგა, იყო ის, რომ 13 ივნისს, ოჯახთან ერთად, მეც საქართველოში ვიყავი და მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად, მოვლენების ეპიცენტრში მოვხვდი. ყველანი ერთად კუს ტბიდან მოვდიოდით, „სედანში“, ანუ დაბალ მანქანაში ვიჯექით. თავიდან ჩვეულებრივი წვიმა გვეგონა, მერე მივხვდით, რომ მდგომარეობა უარესდებოდა და სახიფათო ხდებოდა. დიღომში  მივდიოდით, მელიქიშვილის გამზირზე საცობში მოვყევით და კოსტავაზე რომ დავეშვით, მივხვდით, რომ სტიქია აღარ ხუმრობდა. ლაგუნასთან წყალი უკვე ბორბლებს ფარავდა. იქიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ჩავედით და დავინახეთ გაჩერებული მანქანები, რომლებიც ადგილიდან ვეღარ იძროდნენ, მოტორი ჰქონდათ ჩამქრალი. საცობი იყო, მაგრამ რაღაც მომენტში, საპირისპირო მხარე გათავისუფლდა, ჩემმა მეუღლემ წესრიგი დაარღვია და იქით გადავიდა. წყალი გაარღვია და როგორღაც მოვახერხეთ, რომ თავი დაგვეღწია იქაურობისთვის. ათი წუთის შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. ფაქტობრივად, სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში და თან, ბავშვებთან ერთად. მთელი ღამე არ გვეძინა. იმ დღეებში ჩემი კოლეგები მეხმიანებოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ თუ რამის გაკეთებას დავაპირებდი დაზარალებული ხალხის დასახმარებლად, აუცილებლად გვერდში დამიდგებოდნენ. მეც ძალიან მინდოდა რაიმეს გაკეთება, რადგან ჩვენც სასწაულად გადავრჩით. საბოლოოდ, საქველმოქმედო საღამოს მოწყობა გადავწყვიტეთ. მომღერლები გვერდში დამიდგნენ და 19 ნოემბერი ყოველგვარი კონტრაქტისა და ანაზღაურების გარეშე დავგეგმეთ. ამაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო, ყველა უსასყიდლოდ ჩამოვიდა. შევძელით და თბილისელებს დიდი ზეიმი ვაჩუქეთ. დახმარებას ყველა საჭიროებს, თუმცა ჩავთვალეთ, რომ ყველაზე მეტად ეს იმ ოჯახებს სჭირდებოდათ, რომლებმაც სტიქიის დროს მარჩენალი დაკარგეს და მცირეწლოვანი შვილები ბედისამარა დარჩათ. მშობლის გარეშე დარჩენილ ბავშვებზე ზრუნვა ყველაზე რთულია. 0901700500 – ესაა ჩვენი ანგარიშის ნომერი და თქვენი ჟურნალის საშუალებითაც ვთხოვ, ნებისმიერ ადამიანს, რომ გვერდში დაგვიდგეს, რაც გვიან არასდროსაა. იმ საღამოს გარკვეული თანხა შევაგროვეთ. იმდენად ამაღელვებელი კადრები გვქონდა, გარდაცვლილთა ოჯახების შესახებ, რომ დარბაზიდან სასწაული შემოთავაზება მივიღეთ სამშენებლო კომპანია „X2-ის“ მფლობელებისგან. მათ გვითხრეს, რომ ყიფშიძეზე მშენებარე ბინაში, ხუთ დაზარალებულ ოჯახს საცხოვრებელ ფართს გადასცემდნენ. საღამომ არაჩვეულებრივად ჩაიარა და თითოეული მომღერალი ძალიან ბედნიერი წავიდა, რადგან მათმა ჩამოსვლამ ასეთი შედეგი გამოიღო.
– ამ საღამოს კიდევ ერთი გულისამაჩუყუბელი ისტორია გაჟღერდა. მომღერლებს შორის ერთ-ერთი – ალისა კოლოსოვა, რომელიც ნახევრად ქართველი ყოფილა, თქვენი წყალობით, პირველად ჩამოვიდა საქართველოში და მამას შეხვდა.
– როდესაც ალისა პარიზში გავიცანი, მითხრა, მეც ქართველი ვარო. ნახევრად რომ იყო, ეს არ მითხრა და გამიკვირდა, რადგან, გარეგნულად, ტიპური რუსი გოგოა. შემდგომ თავის გულისამაჩუყებელი ისტორია მიამბო. ორი წლის ასაკში მისი მშობლები დაშორებულან. მამა ქართველი, გვარად ყიფშიძე ყოფილა. ეს გოგო ბავშვობიდან ეძებდა მამას და სჯეროდა, რომ აუცილებლად იპოვიდა. ეს მართლა სასწაულია, რადგან ბევრი ვიცი, ვისი მშობლებიც ორი კი არა, არამედ 15 წლის ასაკში გაეყარნენ, მაგრამ მას შემდეგ მამასთან კონტაქტიც კი არ ჰქონიათ. ალისა კი მთელი შეგნებული ცხოვრება ეძებდა. სურათი და მისი მონაცემები გადმომიგზავნა, მაპოვნინეო, მაგრამ ვერაფრით შვეძელი დავხმარებოდი. სტიქიის დროს შემეხმიანა და მაშინ ვკითხე, მამასთან დაკავშირებით რა გაარკვიე-მეთქი. მომახარა, იცი, რომ მამა ვიპოვეო?! თურმე სოციალურ ქსელში თუკი ვინმე ყიფშიძე იყო, ყველას უკავშირდებოდა და თავის ამბავს უყვებოდა. ეს წლები გრძელდებოდა და ბოლოს ერთ კაცს უთქვამს, ეგ ადამიანი ახლა ჭიათურაში ცხოვრობსო. მასაც სოციალური ქსელით დაკავშირებია და აღმოჩნდა, რომ ის იყო, ვისაც ეძებდა. ამ ადამიანს ახლა ცოლიც ჰყავს და შვილებიც, თუმცა ალისას გაურკვევია, რომ მის პოვნას მამაც ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. როცა მისი მშობლები დაშორდნენ, ალისა და დედამისი სადაც ცხოვრობდნენ, იმ ქალაქიდან მალე გადასულან. მამა ომში ყოფილა, ათასი რამ გადახდომია, მაგრამ უკან დაბრუნებულს ოჯახი ვეღარ უპოვია. ასე დაკარგეს ერთმანეთთან კონტაქტი. როცა ალისას ვუთხარი, თბილისში საქველმოქმედო საღამოს შესახებ, ძალიან გაუხარდა: თამარ, შენ შანსს მაძლევ, ცხოვრებაში პირველად, მამაჩემს შევხვდეო. მართლაც, საოცარი შეხვედრა იყო. შემდგომ მამამისი კონცერტსაც დაესწრო და მისი ისტორია იქაც მოვყევით. სხვათა შორის, ალისას ძალიან გაუჭირდა ამის შემდეგ სცენაზე დადგომა და სიმღერა, რადგან სულ კანკალებდა. სპეციალურად ამ დღისთვის ქართული კაბა ეცვა, ქართულ არიას მღეროდა და ეს ყველაფერი მამას მიუძღვნა. ძალიან გულისამაჩუყებელი მომენტი იყო, დარბაზი ტიროდა და გვეუბნებოდნენ, რომ ალისა კოლოსოვად კი არა ყიფშიძედ გამოგვეცხადებინა (იცინის).
– თქვენ რა გეგმები გაქვთ კიდევ, საქართველოსთან დაკავშირებით?
– ზუსტი თარიღი ჯერ დადგენილი არაა, მაგრამ ამბობენ, რომ იანვარში უნდა მოხდეს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის საოპერო თეატრის გრანდიოზული გახსნა „აბესალომ და ეთერით“. მე მთავარი როლი – ეთერის პარტია უნდა შევასრულო და მზადება უკვე დავიწყე. ამას ძალიან სერიოზულად ვეკიდები, რადგან თეატრის გახსნა ოქროს ასოებით იწერება მის ისტორიაში და მთავარი როლის ღირსეულად შესრულება ძალიან ბევრს ნიშნავს.
– მსოფლიო დონის ვარსკვლავი ხართ, ბრწყინვალე კარიერასთან ერთად, არაჩვეულებრივი ოჯახი გაქვთ, რაც თქვენს სფეროში იშვიათობაა, როგორ ახერხებთ ამას?
– ნამდვილად. ოჯახი გვიან შევქმენი. როგორც იქნა, შემხვდა ის ადამიანი, ვინც ჩემი საქმე გაითავისა. თაყვანისმცემლები ყოველთვის მყავდნენ, მაგრამ რესტორნის და სადილის იქით, არ მიდიოდა ურთიერთობა. ისინი გრძნობდნენ, რომ ჩემი მძიმე რიტმის გაძლება რთულია. რაული ამ მხრივ, სამაგალითო მამაკაცი აღმოჩნდა. ის ყოველთვის და ყველაფერში გვერდში მიდგას. ახლა ბავშვები იტალიაში, დედამთილთან მყავს დატოვებული, რადგან, რაც ჩამოვედი, იმდენი საქმე მქონდა, პრაქტიკულად, სახლში ვერ შემოვდიოდი. მიმაჩნია, რომ ბავშვები ან ჩემთან უნდა იყვნენ, ან ბებიასთან, რომ ყურადღება არ მოაკლდეთ. რატომღაც არ მინდა, პატარები დილით ძიძის ამარა დავტოვო და ღამე დავბრუნდე სახლში. ამიტომ ჩავთვალე, რომ კარგი იქნებოდა, თუ ამ დროს ისინი ბებიასთან გაატარებდნენ. ჩემი მეუღლე კი აქაა. როდესაც მე გამოსვლები მაქვს, რაული თავის საქმეს აკეთებს. ძალიან უყვარს მიწა, სოფელი და ყველაფერი ნატურალური. ამიტომ, მეურნეობითაა დაკავებული, რაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ამჟამადაც ქალაქგარეთაა, თავის მამულში. მე ხან გამოსვლებზე ვარ, ხან თბილისში და ხან მასთან. ჩვენ შორის იმხელა ნდობაა, რომ როცა ცალ-ცალკე ვართ, ზუსტად ვიცით, რომ მხოლოდ საქმით ვართ დაკავებულები. ეჭვიანები რომ ვიყოთ და ნდობა არ იყოს ჩვენ შორის, სამი კვირა და ერთი თვე ვერ შევძლებდით ერთმანეთის დატოვებას.
– შეგიძლიათ, თქვენი ურთიერთობის საუკეთესო მომენტები გაიხსენოთ?
– მე და რაულმა ერთმანეთი საერთო მეგობრის საშუალებით გავიცანით. თავიდანვე კარგად განვეწყვე მის მიმართ, რადგან ზრდილობიანი და ალალი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. თან, სიმპათიური და ძლიერი იყო – ზუსტად ისეთი, როგორი მამაკაციც მე მომწონს, ცოტა რბილი და ვაჟკაცური. მასში ეს მომენტები თავიდანვე დავიჭირე. დავინახე, რომ ძალიან სიამოვნებდა ქალის სამსახური, ბუნებრივია, კარგი გაგებით. რესტორანში თუ შევიდოდით, კონდიციონერს გამოართვევინებდა, რომ ყელი არ გამციებოდა; თუ ციოდა, მაშინვე რაღაცას მომახურებდა; მძიმე თუ მეჭირა, მაშინვე გამომართმევდა. ქართველ მამაკაცებში უფრო მაჩოს ინსტინქტი ჭარბობს. ფიქრობენ, რომ ცოლი იქით უნდა ემსახუროს და როცა რაულში ეს მომენტები დავიჭირე, ძალიან მესიამოვნა. სწორედ ამის შემდეგ მივეცი თავს მასთან ურთიერთობის გაგრძელების უფლება, თორემ ისე, საოპერო მუსიკა მაინდამაინც არ ესმოდა (იცინის). ის თაყვანისმცემლები, რომლებიც მთელი საღამო, დაუსრულებლად ჯუზეპე ვერდიზე მესაუბრებოდნენ და საკუთარი ცოდნის ფრქვევით მფიტავდნენ, ჩემთვის ნაკლებ საინტერესო აღმოჩნდა და უპირატესობა რაულს მივანიჭე. ვფიქრობ,  არ შევმცდარვარ (იცინის). ორი წლის შემდეგ, გადავწყვიტეთ, ჯვარი დაგვეწერა. როცა ვიგრძენით, რომ ჩვენი ურთიერთობა  ძალიან მყარი იყო და ბავშვებიც გაგვიჩნდა, ხელიც მოვაწერეთ.
– ხშირ შემთხვევაში, ქორწინების შემდეგ, რომანტიკული ურთიერთობა იკლებს. თქვენ მოახერხეთ მისი შენარჩუნება?
– რაული ისეთი პიროვნებაა, რომ სულ რაღაცას გიწყობს, ხშირად კურიოზულსაც. ერთხელ, მახსოვს, „გუდვილში“ შევედი და დავურეკე, რა ვიყიდო-მეთქი. მოვიფიქრებ და დაგირეკავო. დამირეკა და მკარნახობს, რა უნდა ავიღო. ბოლოს მითხრა – ქათამი აიღეო. დავიხარე ასაღებად და: არა, არა, ეგ ქათამი პატარაა, გვერდით რომ დევს ის ჯობია (იცინის). გაოცებული შევტრიალდი და ვხედავ, ჩემ უკან დგას. თურმე ჩუმად მოსულა, უკან დამყვებოდა და ნახევარი საათი „მაღადავებდა“ (იცინის). არც რომანტიკული საჩუქრები ეშლება. ბუენოს-აირესში რომ მქონდა კონცერტი, იქაც კი ულამაზესი ყვავილების თაიგული შემომიტანეს მეუღლისგან, არადა, ამ დროს ის საქართველოში იყო. სადმე რომ ჩავივლით და რამეზე ვიტყვი, ლამაზია-მეთქი, სამი-ოთხი დღის შემდეგ, შეიძლება, გავიღვიძო და ეს ნივთი საწოლთან მედოს. დაბადების დღეზე საწოლთან ყვავილებიც დამხვედრია ხოლმე. განსაკუთრებულად მახსენდება ჩვენი გაცნობის დღე. ეს ვერონაში, რომეოსა და ჯულიეტას ქალაქში მოხდა. ის დღე რომ მოდის, სულ მეკითხება: აბა, თუ გახსოვს, ხვალ რა დღეა? ყოველთვის ვცდილობთ, იმ დღეს ერთად ვიყოთ. შვილების დაბადებისა და ჩვენი ქორწინების დღეა კიდევ, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი. ქორწილის დღე ულამაზესი და დაუვიწყარი იყო, თუმცა სასაცილოც (იცინის). სასტუმრო „ამბასადორში“ გვქონდა საპრეზიდენტო ნომერი აღებული, რადგან გვინდოდა, ყველაფერი ძალიან ლამაზი ყოფილიყო. ბევრი სტუმარი გვყავდა და შესაბამისად, ბევრი მანქანა გვჭირდებოდა. რაულს ვუთხარი, დილით ვარცხნილობას გავიკეთებ, სასტუმროში მოვალ, ჩემს მანქანას დავტოვებ და მერე ერთ-ერთი ნათესავი გადაჯდება, რომ სტუმრები ატაროს-მეთქი. მოკლედ, სალონიდან სასტუმრომდე მანქანა მე უნდა მიმეყვანა. ძვირფასი საქორწილო კაბა უკანა სავარძელზე გადავფინე, სალონში ვარცხნილობა გამიკეთეს და თმაში ულამაზესი დიადემა ჩამარჭეს. ასე გამოწყობილი დავჯექი საჭესთან (იცინის). სიჩქარეში, ეტყობა, წესები დავარღვიე და უკნიდან მძღოლი მისიგნალებს „ოპელ ასტრათი“, „აბგონი” როგორ გამიკეთეო. ის-ის იყო მოვიდა, უნდა მეჩხუბოს და მე რომ გავხედე ოდრი ჰეფბერნივით გამოწყობილმა თავზე დიადემით, კაცმა იფიქრა. მოჩვენებები დამეწყოო და: ფუი, ეშმაკსო (იცინის). მერე მითხრა: ვა, პრინცესა, გაიარე, გაიარეო. ქორწილში უამრავი სტუმარი გვყავდა. შოუ-ბიზნესიდანაც და მოჭიდავეებიც, რადგან რაული მოჭიდავეა. თუმცა, ტრავმების გამო ახალგაზრდას მოუხდა თავის დანებება, რაც მისთვის დღემდე ძალიან დიდი ტკივილია. არადა, ძალიან კარგი კარიერა ჰქონდა ევროპაში. ტოსკანის, ვენისა და ავსტრიის ჩემპიონია.
– ულამაზესი შვილების შესახებაც მოგვიყევით.
– ტყუპები ახლა წლისა და ექვსი თვის არიან. ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. ბიჭი – უგო-ავთანდილი ქერა და ცისფერთვალებაა, რაულის მამისკენ წავიდა. გოგონა ნინა-ლიზა უფრო ჩემკენაა. სახეზეც მე მგავს და ხასიათშიც ვხედავ საერთოს. მეც მასავით „კაპრიზნი“ ვიყავი ბავშვობაში. უგოს სულ ეჩხუბება და ურტყამს. ის კიდევ ჯენტლმენია და უთმობს. რამეს რომ აიღებს შესაჭმელად, ნინა-ლიზა მივა და გამოსტაცებს, ესეც მორჩილად აძლევს. ერთხელ ბავშვებში იყო და უცხო გოგონამ რაღაც წაართვა. ისეთი ამბავი დააწია, თმით დაითრია და სანამ წართმეული უკან არ დაიბრუნა, არ მოეშვა. მაშინ მივხვდით, რომ დასთანაა ჯენტლმენი, თორემ ისე, ბეწვს არ შეარჩენს არავის (იცინის). ახლა „ბანის“ სიმღერა აქვს აჩემებული, დადის და „ჰოიდა, ჰოიდას“ იძახის. ჯერ მეტს ვერ ამბობს. ნინა-ლიზა ჯერ არ ლაპარაკობს, მაგრამ ოჯახში შეფად გვყავს, თითის აწევით გვანიშნებს, რა უნდა (იცინის). ორივემ იცის, დედა როგორ მღერის. რომ ჰკითხავ, დაიწყებენ: ააააა (იცინის). სხვათა შორის, ორივეს აქვს ხმა.
– სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი ხართ და რამდენიმე ხნის წინ, როცა ბუბა კიკაბიძის დაავადების შესახებ გახდა ცნობილი, თქვენ წერილი გამოაქვეყნეთ, რომელშიც უმძიმესი დაავადებისგან განკურნების გზებზე მიუთითებდით. რას გულისხმობდით?
– ჯანმრთელობა ადამიანისთვის პირველია და როცა ის ხელს არ გიწყობს, მერე აღარაფერი გაინტერესებს. როცა გავიგე, რომ ბუბას ასეთი პრობლემა ჰქონდა და ყოველ სამ დღეში დიალიზს იკეთებდა, საშინლად მომხვდა გულზე. ვთქვი, რომ იტალია ძალიან კათოლიკური ქვეყანაა და თუ არ ვცდები, ერთადერთია, სადაც გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე ადამიანს ყოველგვარი საბუთების, თანხებისა და დაზღვევების გარეშე უკეთებენ ოპერაციას. ჩემი დედამთილი იქ ცხოვრობს და მე ბევრი ქართველი ვიცი, რომლებსაც, უხეშად რომ ვთქვათ, საჭმლის ფული არ აქვთ, მაგრამ მრავალათასიანი ოპერაციები აქვთ გაკეთებული. ამბობდნენ, ყოველ ორ დღეში დიალიზს ვიკეთებდით და რაც თირკმელი გამოვიცვალეთ, მეორედ დავიბადეთო. თუმცა, როცა საქმე თირკმლის გადანერგვას ეხება, ელემენტარულად, რიგში ჩადგომაა საჭირო. ეს ორ-სამ დღეში არ ხდება. 5-6 თვე ან ერთი წელიწადია საჭირო. მაგრამ, ეს პერიოდი სულ იქ ყოფნაც არ მოგეთხოვება, უბრალოდ, აღრიცხვაზე უნდა იყო – ისინიც დარწმუნდნენ, რომ შენ ეს მართლა გჭირდება და რიგში ჩადგე. დარწმუნებული ვარ, ბატონ ბუბას ამაში საელჩო ძალიან დაეხმარება და კარგი იქნება, თუ ამ გზას მიმართავს.

скачать dle 11.3