კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი წყალობით აპირებს მიშა შეშაბერიძე სამოთხეში სიმღერ-სიმღერით მოხვედრას და როგორ აღმოჩნდა ის ლუჩანო პავაროტის ვილაში

ტენორი მიშა შეშაბერიძე უკვე წლებია, იტალიაში ცხოვრობს – იქ, სადაც ოპერა დაიბადა და საკმაოდ წარმატებულ შემოქმედადაც ითვლება. ის ახლა საქართველოშია და რეპეტიციებს გადის, რომ სულ მალე, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გახნის დღეს, აბესალომის პარტია შეასრულოს. ცნობისთვის, ქართველი ტენორი ლუჩანო პავაროტის ერთადერთი სტიპენდიანტი გახლავთ.

მიშა შეშაბერიძე: დაბადებიდანვე სიმღერა არ დამიწყია, თუმცა, კლასიკური მუსიკის მიმართ, ყოველთვის ვიჩენდი ინტერესს და მომწონდა მისი მოსმენა. დღეს კი, უკვე მისი მღერა მანიჭებს უდიდეს სიამოვნებას. სხვათა შორის,  მყავს და, რომელიც საერთოდ ვერ მღერის. ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი. ყველა სპორტის სახეობაზე დავდიოდი – კალათბურთზე, ფეხბურთზე, ცურვაზე, ჭიდაობაზე, შტანგის აწევაზე... მაგრამ ძალიან არასპორტული ვიყავი და ყველა სპორტიდან გამომაგდეს (იცინის). ახლა ვამბობ, კიდევ კარგი სპორტს არ გავყევი და სიმღერა დავიწყე, თორემ ვიქნებოდი ახლა „დაბრაკული“, დაწუნებული და ცხოვრებაში დაკარგული ადამიანი-მეთქი. გიტარის მასწავლებელმა კი იცით, რატომ გამომაგდო? მითხრა, ფრჩხილები გაიზარდე მარცხენა ხელზე, რომ კარგად ჩამოჰკრა სიმსო. მე კიდევ ვუპასუხე, რატომ უნდა გავიზარდო, გოგო ვარ-მეთქი? (იცინის) ფილოლოგიური ფაკულტეტის მესამე კურსზე ვიყავი, კონსერვატორიაში ჩაბარება რომ გადავწყვიტე. თუმცა, ნოტების ცნობა არ ვიცოდი და მომიწია, ერთი წელი ექსპერიმენტულ სკოლაში მევლო. სხვათა შორის, დღეს თუ წარმატებული ვარ, ეს ჩემი მშობლების დამსახურებაა, რადგან სწორედ მათ ჰქონდათ ჩემი ყველაზე დიდი იმედი. ზოგადად, არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი. მირჩევნია, საქმე ვაკეთო და ხალხმა შეაფასოს ჩემი შემოქმედება. წლების წინ, იტალიაში რომ ჩავედი სასწავლებლად, ენაც კი არ ვიცოდი. მოვინდომე და სამ თვეში შევისწავლე იტალიური. იღბლიანი ვარ, რომ იმ ქვეყანაში მოვხვდი, სადაც ოპერა დაიბადა და ჩემი წილი წარმატება ვიგემე.
– როგორც ვიცი, დიდი მაესტროს, ლუჩანო პავაროტის ფონდის ერთადერთი ქართველი სტიპენდიანტი ხარ, ასეა?
– დიახ, ასეა. შექმნილია ფონდი, რომელსაც პავაროტის ცოლი, ნიკოლეტა მარტოვანი ხელმძღვანელობს და აფინანსებს პერსპექტიულ დამწყებ მომღერლებს. ასი მომღერალი ვცდიდით ბედს. რვა საუკეთესო აარჩიეს და ამ რვას შორის აღმოვჩნდი მეც. მისი ფავორიტი გავხდი და ქალბატონმა ნიკოლეტამ იმ ვილაშიც კი დამპატიჟა, სადაც ლუჩანო პავაროტი ცხოვრობდა და გარდაიცვალა. მარტო ხმა და ნიჭი უცხოეთში არაფერს გიშველის, იქ ბევრი სირთულე და ბარიერიცაა. თუ არ იშრომე, არავინ დაგაფასებს. დიდი ნაბიჯები კი გადავდგი, მაგრამ უფრო მეტის მიღწევა მინდა. ამისთვის კი ყველაფერს გავაკეთებ, რაშიც ქართული ტემპერამენტი, ენერგეტიკა და ნიჭი მეხმარება. როცა სიმღერას ვიწყებ, სხვა განზომილებაში ვხვდები. ამ დროს სხვა სამყაროში ვარ. სცენა ჩემთვის ბერმუდის სამკუთხედივითაა, სადღაც უსასრულობაში ვხვდები.
– მსოფლიოს წამყვან, სხვადასხვა დიდ საოპერო სცენაზე გამოდიხარ ხშირად.  ფაქტობრივად, სულ ფრენა გიწევს. ეს რთული არ არის?
– ვხუმრობ ხოლმე, ჩემოდანი სულ გამზადებული მაქვს-მეთქი (იცინის). ახლა დგას ჩემთვის ის პერიოდი, რომ მეტ წარმატებას მივაღწიო, ბევრმა ადამიანმა გამიცნოს და სამომავლოდ, უფრო მეტად მაღიარონ. წელს ტრიესტეს ვერდის თეატრის სეზონის გახსნაზე ვიმღერე კლაუდიოს პარტია ვაგნერის  „აკრძალულ სიყვარულში“, შემდეგ ვერდის ოპერა – „ნაბუკოში“ იზმაილის პარტია. ამის მერე, მომიწია ხორვატიაში წასვლა და  იქ ვიმღერე „კარმენში“ დონ ჟოზეს პარტია. ამას მოჰყვა „ბატერფლაიში“ გამოსვლა და ზაფხულში კი, კვლავ ხორვატრიაში ვიმღერე ვერდის ოპერა „აიდაში“. უცხოური პრესა აქტიურად აშუქებდა ჩემს გამოსვლებს. თუმცა, მე ამაზე ლაპარაკი არ მიყვარს. მირჩევნია, სხვამ შემაფასოს. სხვათა შორის, ბოსნიის დედაქალაქში ჩავატარე სოლო კონცერტი. ამის შემდეგ მიმიწვიეს ბელგრადისა და სლოვენიის ფილარმონიაში სოლო კონცერტების ჩასატარებლად. ეს, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩემს კარიერაში და პროფესიულ საქმიანობაში. ახლა მიწევს ბულგარეთში წასვლა, სადაც სოფიის ნაციონალურ თეატრში, „დონ კარლოს“ ვიმღერებ. შემდეგ მონაწილეობას მივიღებ ჩემი მეგობრის, ორლინ ანასტასოვის პროექტში „ორლინ ანასტასოვი და მეგობრები“, რომელიც სოფიის კულტურის სახლში გაიმართება. ამის მერე შვეიცარიაში მაქვს კონცერტი, რის შემდეგაც, ისევ უნდა დავბრუნდე საქართველოში. სხვათა შორის, პირველად ვიმღერებ ჩემს ქვეყანაში. შემდეგ, ისევ ხორვატიაში მიწევს ჩაფრენა, სადაც იტალიელი მარკო ბოემის დირიჟორობით, „კარმენში,“ დონ ჟოზეს პარტიას ვიმღერებ, ხორვატიელ ივონ ივანოვიჩის დირიჟორობით კი ჰოლანდიაში დადგმულ პუჩინის „მადამ ბატერფლაიში“  გამოვალ. ასევე, ხორვატიაში, სპლიტის ნაციონალურ თეატრში, ერნანის პარტიას ვასრულებ ვერდის ოპერა „ერნანში“. რეჟისორია ჯან კარლო დელ მონაკო. ეს ჩემი უახლოესი გეგმებია და ვინც საოპერო ხელოვნებაში ერკვევა, მიხვდება, როგორი საპასუხისმგებლო გამოსვლები მელის წინ. ასე რომ, რეპეტიციებსა და სცენაზე დგომას რომ თავი დავანებოთ, ფაქტობრივად, სულ ჰაერში ვარ. ამ წლის გარდა, ის წელიც გაწერილია. საკმაოდ დატვითული გრაფიკი მაქვს. თან, იტალიაში, სცენაზე ერთი სიტყვაც რომ შეგეშალოს, არ გაპატიებენ – იტყვიან, მღერის როგორც უცხოელიო. ამიტომ, იტალიაში უნდა იმღერო იტალიურად. ხომ ამბობენ, სადაც წახვალ იქაური ქუდი უნდა დაიხუროო? მე, ბევრი ქუდის მორგება არ მიწევს, რადგან, საბედნიეროდ, იტალიური სტილი ყველგან ჭრის (იცინის).
– ასე გაწერილი რეჟიმი რთული არ არის? პირადი ცხოვრებაც ხომ უნდა ააწყო?
– რასკვირველია, რთულია, მაგრამ მე ჯერ წარმატებულ კარიერაზე ვფიქრობ და შემდეგ, პირადი ცხოვრებისთვისაც მოვიცლი. თუ მოინდომე, ყველაფერი გამოვა, თან, ჯერ 32 წლის ვარ. რომანტიკული შეხვედრებისთვის არ მცალია-მეთქი, ვერ გეტყვით, მაგრამ, ალბათ, ჯერ არ გამოჩენილა ჩემს ცხოვრებაში ის ერთადერთი. იცით, ჩემს შემთხვევაში, ქალსა და ოპერას შორის რა კავშირია? ორივე სიამოვნებას მანიჭებს! (იცინის) მიუხედავად დატვირთული რეჟიმისა, მაინც ვიცლი, მეგობრებთან გავერთო და ყოველდღე ოცი კილომეტრი ფეხით ვიარო. დღეს, ის სტერეოტიპი, ოპერის მომღერალი აუცილებლად მძიმე წონის უნდა იყოს, კარგად რომ იმღეროსო, დაინგრა. ანუ, ლუჩიანო პავაროტისა და მონსერატ კაბალიეს აღნაგობის დრო წავიდა. პირიქით, რაც უფრ კარგ ფორმაში ხარ, მით მეტად გაქცევენ რეჟისორები ყურადღებას და გაკავებენ როლზე. რასაკვირველია, დალევასაც ვახერხებ და ქეიფსაც, თუმცა, ეს სპექტაკლის შემდეგ ხდება და არამც და არამც, მანამდე. იცით, ვის სჭირდება სცენაზე გასვლის წინ სასმელის „ჩარტყმა“? ვინც საკუთარ თავში დარწმუნებული არ არის და არ იცის, რას აკეთებს. არ დამავიწყდება, ერთხელ დავლიე და მეორე დილით უნდა გავფრენილიყავი რეპეტიციაზე მილანიდან ხორვატიაში. ჩამეძინა და რეისზე დამაგვიანდა (იცინის).
– გამიგია, რომ ოპერის მომღერლები განსაკუთრებით უვლიან თავს...
– ზოგადად, ოპერის მომღერალი მამაკაცისთვის, კარგი ფიზიკური მომზადება აუცილებელია და იმავდროულად, ჯანსაღი კვება, ძილი და ასე შემდეგ. თუმცა, ვერ გეტყვით, რომ ჩემთვის რაიმე აკრძალვა არსებობს. ნაყინსაც გემრიელად მივირთმევ, სპირტიან სასმელებსაც ვსვამ მეგობრების წრეში და არც კაშნეებში შეფუთული დავდვარ – რასაკვირველია, თუ არ ყინავს. მიმაჩნია, რომ რასაც ცხოვრებაში აკეთებ, იმისგან სიამოვნება უნდა მიიღო და არა დაიტანჯო. პროფესია კი არ უნდა გტანჯავდეს, პირიქით, სიამოვნებას განიჭებდეს. ქართული გენი კი იმაში მეხმარება, რომ, სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან ჩემი ინდივიდუალიზმით გამოვირჩევი. საქმეში არ ვიშურებ ენერგიას და ვცდილობ, ყველაფერში მაქსიმალურად დავიხარჯო. ალბათ, ამიტომაც მიმართლებს. საქართველოში რომ ჩამოვედი, ჩემი მეგობრის შვილი მოვნათლე და სულ მალე, კიდევ ერთი  უნდა მოვნათლო. ანუ, სულ 5 ნათლული მყავს და მეგობრებს ვეხვეწები, კიდევ გააჩინეთ და მომანათლინეთ-მეთქი. თუ კიდევ ორს მოვნათლავ, სამოთხეში ადგილი გარანტირებული მაქვს და სულ სიმღერ-სიმღერით შევალ.

скачать dle 11.3