კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი ცოლის გაბოზება განიცადა ლევან სუხიტაშვილმა და ჰყავს თუ არა მას მოსკოვში ოლიგარქი მამა

მსახიობი ლევან სუხიტაშვილი ბოლო პერიოდში შვიდსერიანი ფილმის, „ქერჩის“ გადაღებებზე იყო დაკავებული, რომელიც, როგორც თავად ამბობს, ძალიან კარგი და საინტერესო გამოდის. თუმცა, რა თქმა უნდა, პარალელურად ისევ „ჩემი ცოლის დაქალების“ ჩაქუჩაა.
ლევან სუხიტაშვილი: ამჟამად „ქერჩის“ გადაღებებზე ვარ დაკავებული. ბევრი რაღაცის თქმა არ შემიძლია, თუმცა, ერთს ვიტყვი, რომ 7 სერია იქნება. ქერჩის ისტორია ყველამ ნაწილობრივ მაინც იცის, რამდენი ქართველი დაიხოცა. რეალური ისტორიებია ამოკრეფილი და ამაზეა აწყობილი. ძალიან მაგარი გამოდის, არა მხოლოდ საქართველოს დონეზე, არამედ, ზოგადად. იმ დროს ხომ იყვნენ ადამიანები,  რომლებსაც დიდი „სროკი“ ჰქონდათ მისჯილი, ისინი  გამოუშვეს ციხიდან და უიარაღოდ შეყარეს ფრონტის ხაზზე – სიკვდილზე გაუშვეს. ერთ-ერთი მათგანი ვარ მე – ნასროკალი ტიპი. 42-იანი წლების ლევანა ვარ.
–  მაგ პერიოდში რომ გეცხოვრა, როგორი ტიპი იქნებოდი?
– აჯანყებული ტიპი ვიქნებოდი, რაღაცას ვერ შევეგუებოდი, გავაპროტესტებდი. დაუმორჩილებელი, მით უმეტეს, იმ პერიოდის წნეხების ფონზე, რაღაცას აუცილებლად ვერ შევეგუებოდი და, ალბათ, „შტრაფნიკი“ ვიქნებოდი. ყველა ეპოქა საინტერესოა, მაგრამ, რაც არ უნდა საინტერესო ხდებოდეს, როდესაც ომია, ყველაფერს ფასი ეკარგება. ომი კი არანაირად არ არის საინტერესო; საინტერესო კი არა, კოშმარია. თან, გადახვეწილი ხარ, იბრძვი და, იცი, რომ ოჯახი გელოდება. ომი ყველა ეპოქაში საშინელებაა. ჩვენ ისინი ვართ, ვინც ცოცხლად შევჩერებივართ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ომში იბრძოდნენ, ვინც ცოცხლები დაბრუნდნენ და გადმოგვცეს ეს ისტორიები. ვიცოდით, რა საშინელებაც იყო.
– ამ პერიოდშიც ბევრი რამ არის გასაპროტესტებელი, თუმცა პროტესტით დიდად არ გამოირჩევი.
– ჰო, მაგრამ, მაშინ თუ მეამბოხე იყავი, ესე იგი, რაღაცას ებრძოდი – იმას, რაც არ მოგწონდა. ახლა რომ გაიბრძოლო, მაშინვე რომელიმე პოლიტიკოსის ან ვიღაცისტობას შეგტენიან, არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მმართველობაა. არ მოგწონს რაღაც, გამოთქვამ და – მაშინვე საპირისპირო დაჯგუფების „მხარისტობას” შეგტენიან, კარგს იტყვი და – პირიქით, თავისიანად ჩაგთვლიან. რადგან მე პოლიტიკა არასდროს მაინტერესებდა, ყოველთვის ნეგატიურად ვუყურებდი ყველა მმართველობას. რატომღაც, არ მიმაჩნია საჭიროდ, რაღაც გავაპროტესტო. როცა რაღაც გავაპროტესტე – იმათისტია, ამათისტიაო და ასე შემდეგ. არადა, გულით ვაპროტესტებ ხოლმე, მართლა რაღაც არ მომწონს, რაღაც არ კეთდება სწორად.
– რომ შეგეძლოს, რომელ ეპოქაში იმოგზაურებდი?
– ნებისმიერი საინტერესოა, მთავარია, ომი არ იყოს. ქვის ხანიდან მოყოლებული, ყველაფერი საინტერესოა: რა როჟები იყვნენ; თან, უნდა იცოდნენ, რომ მომავლიდან ვარ. ამ ზმანით ჩავიდოდი, გავეცნობოდი, ინტერვიუებს ავიღებდი, რაღაცეებს მეც მივუმატებდი. მაინტერესებს, რითი ტიპობდნენ, ნაშები რითი ნაშობდნენ, რას იბერავდნენ, – მოკლედ, როგორ ცხოვრობდნენ, რას აკეთებდნენ...
– „ზედაზნის“ რეკლამაში თქვენმა წყვილმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
– დამირეკეს, დავიწყეთ გადაღება და ასეთი გამოვიდა. იდეურად თავიდანვე მომეწონა. ყოველი თამაშის შინაარსს მივყვებოდით, სერიული უნდა ყოფილიყო. პატარა მინი-სერიალივით იყო, არ მეგონა, ამხელა გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა. მე ისედაც გულშემატკივარი ვარ და ჩემი მეგობარი ზოგჯერ ალალად კითხულობდა რაღაც უტვინობებს. გადაღებებისას გავიცანი, ძალიან კარგი ადამიანია და, ვფიქრობ, ჩვენი ტანდემიც შედგა. იმდენი აქტივობა იყო, ხალხი ელოდებოდა, ახალი რეკლამა როდის დაიდებოდა. ყველაზე მეტად ვხალისობდი, რომ კითხულობს: კოკოშკოვი რა გვარიაო. კიდევ იყო ბევრი რაღაც. ჩემთვის საინტერესო თემა იყო – სპორტს ეხებოდა, რის გარეშეც ცხოვრება არ შემიძლია, ჩართული ვარ. თან, შემეცნებითი იყო, ბევრს უყვარს რაგბი, მაგრამ წესები არ იციან და, შესაბამისად, მათთვისაც საინტერესო იყო ამ მხრივ.
– „ჩემი ცოლის დაქალებში“ ჩაქუჩას აშკარად დაეძაბა ოჯახში სიტუაცია.
– ჩაქუჩას ცოლი გაუბოზეს და მაგრად მიტყდება. სცენარი რომ გადმომიგზავნეს, წავიკითხე და, რაღაც პონტში, განვიცადე. როგორია, ჩაქუჩა რომ ხარ და ცოლი გიბოზდება?! ყველაფერი სპეციალურად არის, გარტყმულია – ასეთ ტიპებს ცოლები ჰყავთ და, ამ დროს, უბოზდებათ.
– სადაც შენ მიდიხარ, მერე იქ შენი ძმა ჩნდება ან – პირიქით.
– ძალიან მიხარია, რომ ჩვენი გზები ხშირად იკვეთება, მით უმეტეს – „ჩემი ცოლის დაქალებში“. მე დამირეკეს – გიორგის ნომერი გვჭირდება ამ როლისთვისო და ძალიან გამიხარდა, მგონი, გიორგიზე მეტად, რადგან სხვა ამპლუაში დაინახავს ხალხი; თან, კობა ჯანიუზაშვილი – ძალიან საინტერესო, სასაცილო გმირია. კობაზე როგორ არ უნდა ვიკაიფო, თან, ასეთი ბუმბერაზი მომღერალი რომ არის, ტუფლებში 1 000 ლარს რომ აძლევს, თან წვეტიანში. ივენთებზე რომ ვართ ერთად: „ეე, კობა” – საღადაო თემა გაჩნდა.
– ცოტა ხნის წინ შენი და „ვოისის“ რინგზე ძალიან კარგად გამოვიდა და შემდეგ ტურშიც გადავიდა, მაგრამ მეორე დღესვე წერდნენ  სოციალურ ქსელში: სუხიტაშვილებს ოლიგარქი მამა ჰყავთ, რომ არა მაგისი ძმები, არ გადაიყვანდნენო და ასე შემდეგ.
– ჩემი და ფუტკარივით სულ შრომობს და სწავლობს. სამი უნივერსიტეტი გამოიცვალა და სამივეში 100-პროცენტიანი გრანტი მიიღო – რა თქმა უნდა, იქაც „ჩავაწყვეთ.” სულ მიკვირდა, როგორ ასწრებდა. სიმღერა სულ მასშია, უყვარდა, მაგრამ, ასე ძალიან თუ განვითარდებოდა, არ მეგონა. „ჯეოსტარის“ შემდეგ ნინო არც კონცერტზე მყავს ნანახი და არც არსად. ტელევიზორში რომ ვნახე, ლამის ცრემლები წამომივიდა, თავი შევიკავე, ისე მაგრად იმღერა. ზოგადად, ეს დუეტი არის სავიზიტო ბარათი, რომელიც შეგიძლია, ნებისმიერ სტუდიაში მიიტანო და დადო. თან, ძალიან რთული სიმღერა იყო და ერთი შეცდომაც არ დაუშვიათ. მადლობა გიორგის, რომელიც ძალიან კარგი მომღერალია. „ჩაწყობაზე” და მამაჩემის ოლიგარქობაზე მაგრად მეცინება. კაცი მოსკოვშია გადახვეწილი და რესტორან-რესტორან მღერის, აქ კი ჭორაობენ, რომ რესტორნების ბიზნესი აქვს. დილით გავიღვიძე და წერია: „სუხიტაშვილებმა „ჩააწყვეს”... არადა, დილით გამოვედი გარეთ და მაღაზიაში სიგარეტი ვისესხე. მეცინებოდა, – რა უნდა უთხრა ამ ხალხს. მე როცა „ამტანები“ მოვიგე, ნუ, პირველად გამოვჩნდი და ჯანდაბას... მერე, გიორგი რომ გამოჩნდა და მოიგო, „ჩააწყვესო” და ასე შემდეგ. მერე ნინო გავიდა „ჯეოსტარში“ და ყველას ეგონა, მოიგებდა. არადა, გაიპარა, ჩუმად გავიდა. ყველა ტურზე ველოდებოდით, რომ გამოაგდებდნენ. ერთი-ორჯერ ყური მოვკარი ვიღაც ქალების საუბარს: რა უბედურებაა, ერთმა ძმამ „ამტანი“ მოიგო, მეორე ძმამ – „ჯეოსტარი“, ახლა ამასაც მოაგებინებენო. ნინო რინგს თუ გადალახავდა, ნამდვილად არ მეგონა, არ ვიცოდი, რა კონდიციებში იყო. ასე ძალიან თუ განვითარდებოდა, ვერ წარმომედგინა. მართლა ვიამაყე და მართლა დარბოდნენ „მურაშკები“ – ჩემი დაა!
– როგორც 4 შვილის მამა, როგორ გრძნობ თავს? თან, მეოთხე ჯერ ძალიან პატარა გყავს.
– ისე მივეჩვიე, უკვე ვეღარ წარმომიდგენია, სახლში პატარა თუ არ იქნება. მაკას გაგონება აღარ უნდა – რაც ვიცნობ, სულ ორსულად არის. მაკას თუ არ უნდა და მე მომინდება პატარა, სადმე რამეს ვნახავ – იმედია, გამიგებს ცოლი.

скачать dle 11.3