კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა მილიონერების ჩაცმის ექსპერტი ყოფილი ფეხბურთელი ანდრო ელიზბარაშვილი და რაში დაასახელეს ის ნომერ პირველ მამაკაცად მანჰეტენზე

ჩაცმის სტილი ადამიანის გემოვნებაზე მეტყველებს და ხშირად, სწორედ ამის წყალობით აღწევს წარმატებებს ის როგორც პირად ცხოვრებაში, ისე კარიერაში. მოდაზე ბევრს კამათობენ, მაგრამ ანდრო ელიზბარაშვილი, სწორედ ისაა, ვისთანაც ამ თემაზე კამათი არ ღირს – შეგიძლიათ თვალდახუჭული ენდოთ. ის ამერიკაში ცხოვრობს და პერსონალური მყიდველი-კონსულტანტია. ცნობისთვის, ეს პროფესია კლიენტისთვის ტანსაცმლის შერჩევასა და შეძენას გულისხმობს. სერვისი კი, ძირითადად, შეძლებულ ხალხზეა გათვლილი. ანუ, იმათთვის, ვისაც დრო არ აქვს და ამჯობინებს, კომპეტენტურ პირს მიანდოს შესაბამისი სამოსის, ფეხსაცმლისა თუ აქსესუარის შერჩევა. ანდრო ნიუ-იორკში არაერთ მილიონერ, ცნობილ პიროვნებასთან თანამშრომლობს და სულ ახლახან, მასთან კონტრაქტი „გუჩი“ ბრენდმა გააფორმა, ის მისი ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.
ანდრო ელიზბარაშვილი: უკრაინაში, ქალაქ დონეცკში დავიბადე, ხოლო  გავიზარდე საქართველოში, კერძოდ, თბილისში. ბავშვობიდან ფეხბურთს ვთამაშობდი და საკმაოდ კარგ მომავალს მიწინასწარმეტყველებდნენ. 16 წლამდე თბილისში ვთამაშობდი, შემდეგ შემომთავაზეს კონტრაქტი უკრაინის მეორე ლიგის გუნდიდან და იქ გავემგზავრე. დღეს ეს გუნდი უმაღლეს ლიგაში თამაშობს. ამის შემდეგ გადავედი გერმანიაში, ქალაქ კიოლნში და იქ ვთამაშობდი. ბოლო პერიოდში, ზაარბრუკენის გუნდში ვთამაშობდი, ბოლოს კი – დუისბურგის დუბლებში. გარკვეული ტრავმებისა და მენეჯერთან დაპირისპირების გამო, გადავწყვიტე, შემეცვალა ჩემი  ცხოვრება და წამოვედი ამერიკაში. 4 წელია, რაც ნიუ-იორკში ვცხოვრობ. თავიდან, ჩემი მეგობრის მოსანახულებლად ჩამოვედი ორი კვირით. არაჩვეულებრივი ახალი წელი გავატარე და გერმანიაში რომ დავბრუნდი, გადავწყვიტე, საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავსულიყავი. ასე რომ, ამერიკაში ცხოვრება თავიდან დავიწყე და დღეს ერთ-ერთი წარმატებული ადამიანი ვარ.
– ნიუ-იორკში წარმატებული მყიდველი-კონსულტანტი ხარ და როგორც ვიცი, არაერთი ცნობილი, გავლენიანი თუ მილიონერი თვალდახუჭული გენდობა. როგორ მოხვდი ფეხბურთიდან დიდ მოდაში?
– ყოველთვის მიყვარდა მოდურად ჩაცმა და მაინტერესებდა „ფეშენ“ სფეროში მიმდინარე სიახლეები. თავიდან მეგობრებს დავყვებოდი საყიდლებზე. ვურჩევდი, რა შეეძინათ, რა მოუხდებოდა მათ. შემდეგ ჩემი მეგობრების გამორჩეული ჩაცმულობა მათმა მეგობრებმა შეამჩნიეს. იკითხეს, ვინ შეურჩიათ იმიჯი. შემდეგ ეს ადამიანები მე დამიკავშირდნენ და ასე ჩამოყალიბდა ჩემი პირველი კლიენტურა – გავხდი „პერსონალ შოპერი“. 24 წლის ვიყავი, როცა ჩამოვედი ამერიკაში და ამ უცხო გარემოში, ისე ავუწყვე ფეხი ქვეყნის რიტმს, დღეს უკვე ბევრი მენდობა. მარტო მამაკაცების კი არა, ქალების ჩაცმის სტილშიც კარგად ვერკვევი. ბევრი ფული არ ნიშნავს, კარგ გემოვნებას. ზუსტად ოცი წუთის საუბრის შემდეგ ვხვდები, კონკრეტული ადამიანის ფსიქოლოგიას – რა მოუხდება, რა სტილი, ფერი, რომ მისი ინდივიდუალურობაც გამოიკვეთოს და საქმიდან გამომდინარე, გემოვნებიანად იყოს შემოსილი. მე ვეხმარები მათ საკუთარი სტილის სწორად შერჩევაში. არ აქვს მნიშვნელობა გაეროში მუშაობს, პედაგოგია, ფეხბურთელი, მეცნიერი თუ ბიზნესმენი. დღეს, ფეშენ-ბრენდმა „გუჩიმ“ გააფორმა ჩემთან კონტრაქტი და ახლა მისი ოფიციალური წარმომადგენელი ვარ. „გუჩის“ გენერალური მენეჯერი დაინტერესდა ჩემით და მოხდა ჩემი ტრანსფერი ამ ბრენდში. ჩემს საქმეში ფულს მიხდიან და მენდობიან, როგორც სპეციალისტსა და პროფესიონალს.
– ჩატარდა გამოკითხვა ბრენდული მაღაზიების მომხმარებელთა შორის და ხუთი ათას მონაწილეთაგან, საუკეთესო ჩაცმულ პერსონად დასახელდი.
–  დიახ, ასეა. მსოფლიოს ეპიცენტრში – მანჰეტენზე, თაიმს სკვერზე, მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე დიდი მაღაზია და მასში 5 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. კონკურსი სწორედ ამ მაღაზიის ადმინისტრაციამ ჩაატარა. მოგეხსენებათ, ყველა მაღაზიას თავისი დიზაინერი ჰყავს და საკმაოდ სერიოზული კონკურენტები მყავდნენ. ჩემდა საბედნიეროდ, მათ შორის ყველაზე მეტი ქულა მე დავაგროვე და საუკეთესო ჩამცმელ პერსონად მაღიარეს. სხვათა შორის, ქუჩაში რომ დავდივარ, ბევრი მაკვირდება და მაჩერებს კიდეც. არა მარტო ქალები, არამედ, ტრადიციული თუ არატრადიციული მამაკაცებიც მაყოლებენ თვალს და მაჩერებენ – მეკითხებიან, ეს სად იყიდეო. მეც ჩემს სავიზიტო ბარათს ვაძლევ და ასე, ბევრი კლიენტი შევიძინე.
– ანდრო, პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– მყავს ცოლი, მარინა და რვა თვის პატარა სტეფანე. ცოლიც ასე, ამერიკულად გავიცანი (იცინის). ავტობუსით ვმგზავრობდი. მაშინ, ახალი ჩამოსული ვიყავი და ქუჩები არ ვიცოდი კარგად, მას ვკითხე და ამისხსნა. მერე, ახლობელმა დამირეკა და რუსულად ვესაუბრე. მარინამ რომ მომისმინა, მომიბრუნდა და მკითხა, რუსულად საუბრობო? ვუთხარი კი-მეთქი და აღმოჩნდა, რომ წარმოშობით რუსი იყო.
– ცოლის ჩაცმულობაშიც შეიტანე მოდური კორექციები?
– კი, როგორ არა. ძალიან ენდომა ჩემს გემოვნებას. თუ სადმე მივდივართ, ტანსაცმელს მე ვურჩევ. სხვათა შორის, აქტიურად ვადევნებ  თვალს ქართულ ტელეარხებს და არ მომწონს მამაკაცი წამყვანების ჩაცმულობა. ქართველი ქალი წამყვანები კი, მამაკაცებისგან განსხვავებით, უფრო დახვეწილები არიან და გამოირჩვიან მოდურად და ტელეეკრანისთვის შესაბამისი ჩაცმის სტილით. მოდა ისეთი სფეროა, რომელიც უდიდესი სისწრაფით, ყოველდღიურად ვითარდება. ფეხი თუ ვერ აუწყვე, დაიკარგები. ადამიანს, ფერების სწორად შეხამება, კლასიკურისა და ყოველდღიური სტილის ერთმანეთთან შერწყმა უნდა შეეძლოს. ყველა ერთმანეთისგან განსხვავდება და ეს ინდივიდუალურობა ხაზგასმული უნდა იყოს ჩაცმის სტილშიც. მაგალითად, მე ყოველთვის ვცდილობ, ჩემს კლიენტს არა მარტო ტრენდულად ჩავაცვა, არამედ შევურჩიოთ ის, რაც მის ხასიათსა და პიროვნულობას გაუსვამს ხაზს.
– და, ძირითადად, რომელი სფეროს წარმომადგენლები არიან შენი კლიენტები?
– ჩემი კლიენტები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან. არ მინდა მათი ვინაობის დასახელება – არაკორექტული იქნება ჩემი მხრიდან. ისინი მე მენდობიან და აქედან გამომდინარე, მხოლოდ მათ პროფესიებზე მიგანიშნებთ, ესენი არიან: დიპლომატები, ბანკირები, ბიზნესმენები, მოდის წარმომადგენლები და, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ხალხი. საკმარისია, გავესაუბრო ადამიანს და გონებაში უკვე ჩამოყალიბებული მაქვს მისთვის იმიჯი – რა მოუხდება, რა არის მისთვის საჭირო, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას სამოსთან დაკავშირებული პრობლემები და ხშირ შემთხვევაში, დაივიწყოს საკუთარი კომპლექსები.
– თუმცა, ადამიანების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მის სტილს მასზე უკეთ ვერავინ შეარჩევს. მათ რას ურჩევთ?
– გემოვნება და კონსულტანტთან ურთიერთობა სხვადასხვა რამეა. ადამიანს შეიძლება, ჰქონდეს გემოვნება და ნორმალურად ეცვას, მაგრამ აქ ვგულისხმობთ უმაღლეს დონეს, როდესაც სამოსის თითოეული ელემენტი ზუსტად ერწყმის ერთმანეთს – დაწყებული თმის ვარცხნილობით, ფეხსაცმლის ზონრით დამთავრებული. ასევე, უამრავი დეტალია, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დიდი ფული არ სჭირდება საოცნებო იმიჯის შექმნას და ზუსტად ეს არის ჩემი მუშაობის სტილი. ჩემი კლიენტების ბიუჯეტი ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე ის გამოიყურება. იცით, რა არის ჩემი კრედო? გამოიყურებოდე მილიონ დოლარზე უფრო მეტად! მინდა, ჩემი გამოცდილება საკუთარ ქვეყანას მოვახმარო და ეს ჩემი უახლოესი გეგმაა. სურვილი მაქვს, ქართველ ხალხს მოდა და სტილი სრულიად სხვა კუთხით დავანახვო. ჩაცმულობას დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა ასპექტში – კარგი ხასიათიდან, თავდაჯერებისა და სასურველი შედეგის მიღებამდე. ეს მცირე დეტალებია, რასაც უდიდესი ძალა აქვს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

скачать dle 11.3