კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეძებდა უკრაინული „X ფაქტორის” მთელი გადამღები ჯგუფი ბანაკში „სფარქლის” წევრებს და რატომ შეარქვეს მათ „ფულიანი მამიკოს გოგონები”

სამი გოგონასგან შემდგარი ჯგუფი Sparkle დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ „X ფაქტორში” წარდგა მაყურებლის წინაშე. ნიჭიერმა და მომხიბლავმა გოგონებმა – ნინი გველესიანმა, ანი ჩხეიძემ და სალომე მერებაშვილმა შეძლეს მაყურებლის მოხიბვლა. ცოტა ხნის წინ კი, გოგონები უკრაინულ „X ფაქტორში” მონაწილეობდნენ. საქართველოში დაბრუნებულებმა ალბომზე მუშაობა დაიწყეს.

 ნინი გველესიანი: უკრაინულ „X ფაქტორში” მონაწილეობის შესახებ იდეა ჩვენი პედაგოგისგან, ნანა ჟღერიასგან წამოვიდა, რომელთანაც საკმაოდ დიდი ხნია, ვემზადებით. მან გვირჩია და ჩვენც დავთანხმდით, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ქალბატონ ნანას და ასევე, ჩვენს მეორე პედაგოგს, ალეკო მწარიაშვილს, რომლებიც უკრაინაში ყოფნის დროსაც გვეხმრებოდნენ სიმღერების მომზადებაში.
სალომე მერებაშვილი: ჯგუფისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს განათებას, სცენას, აპარატურას, შოუს, რის ფუფუნებაც არ არის საქართველოში. ერთადერთი ბედნიერება და ამის საშუალება კონკურსებშია, ამიტომაც ვმონაწილეობთ.
ანი ჩხეიძე: სანამ ჯგუფს ჩამოვაყალიბებდით, მანამდე მეგობრები ვიყავით. უკრაინაში 2 თვე ვიცხოვრეთ ერთ ოთახში და ამან უფრო მეტად დაგვაახლოვა. იმდენად ბევრი სანერვიულო და საშრომი გვქონდა, რომ ერთმანეთს ძალიან ვუფრთხილდებოდით. ვზრუნავდით, ვაწყნარებდით, სტიმულს ვაძლევდით.
ნინი: ახლა უკვე ვეღარ ვძლებთ ერთმანეთის გარეშე.
სალომე: უკვე ერთმანეთის ფიქრები უსიტყვოდ გვესმის.
ანი: თანაცხოვრება ბევრ რამეში გეხმარება. სცენაზე რომ ვიდექით და ერთმანეთს შევხედავდით, უკვე ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა.
სალომე: რატომღაც გვეგონა რომ იგივე სიტუაცია დაგვხვდებოდა, რაც ქართულ „X ფაქტორში” იყო. ბევრი სიურპრიზი და სირთულე დაგვხვდა. ბანაკის ტურში რომ წაგვიყვანეს, ვიფიქრეთ: დავისვენებთ, მოვწესრიგდებითო. მოკლედ, დავიძინეთ და  ამ დროს მთელი გადამღები ჯგუფი გვეძებდა. ისეთ რეჟიმში ვიყავით, მაქსიმუმ 2 საათი თუ დავიძინებდით. უფრო სწორად, რიგ-რიგობით გვეძინა: თითოეულს ნახევარ-ნახევარი საათი. ძალიან რთული ტური იყო, გაგვიჭირდა, მაგრამ გადავლახეთ და ლაივებზე გადავედით, ეს იყო ყველაზე დიდი სიამოვნება.
ანი: ყველაზე დიდი სირთულე მაინც საჭმელი იყო.
ნინი: ისე გვენატრებოდა ქართული კერძები.
ანი: სიმღერის მოსამზადებლად 2 დღე გვქონდა. რომ ჩავედით, ყველაზე დიდი სირთულე იყო ის, რომ დაგვახვედრეს სიმღერების სია – 2 დღეში 60 სიმღერის დემოვერსია უნდა გაგვეკეთებინა. 48 საათი გავათენეთ, საბოლოოდ, ჩავწერეთ და შემდეგ იქიდან აარჩიეს ის, რაც ლაივზე უნდა გვემღერა.
სალომე: ბოლოს უკვე რეაქცია აღარ გვქონდა, ისე მივეჩვიეთ. თან, კონტროლიც დიდი იყო, ნაბიჯს ვერ გადადგამდი დამოუკიდებლად.
ნინი: აქ რომ ჩამოვედით, იმხელა თავისუფლება ვიგრძენი. რა კარგი ყოფილა ჩემს გემოზე ყოფნა.
ანი: სადაც ვცხოვრობდით, ეზოში გასვლის უფლებაც არ გვქონდა და არც  არავის ნახვის. მამაჩემი ჩამოვიდა და ერთი საათით დამანახეს შორიდან.
ნინი: ეს ყველაფერი ჩვენი უსაფრთხოების მიზნით იყო. გვეუბნებოდნენ: ფანებმა ერთი ფოტო რომ გადაიღონ თქვენთან, ამის გამო შეიძლება, ყველაფერზე წავიდნენო.
– თქვენს თითოეულ გამოსვლას ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა.
ანი: პირველად რომ გამოვედით, მთელი დარბაზი, ჟიურის ოთხივე წევრი ფეხზე იდგა. ყოველი გამოსვლის შემდეგ უკრაინელები მოდიოდნენ, გვეუბნებოდნენ: რა მაგრები ხართ, გოგონებო, ანგელოზები ხართ, რა კარგად გამოხვედითო. ავტოგრაფებს ვარიგებდით. უკრაინელები შრომას აფასებენ, დიდი მადლობა ამისთვის. ბავშვები, ახალგაზრდები, მოხუცები ყველა კატეგორია გვგულშემატკივრობდა.
ნინი: პირველ ქასთინგზეც ამხელა რეაქციას არ ველოდებოდით, შოკში ვიყავით. კომენტარებიც სულ დადებითი იყო, ქართველებისგან განსხვავებით. ქართულ „X ფაქტორში” რომ ვიყავით, „ფულიანი მამიკოს გოგონები” შეგვარქვეს, ოღონდ რატომ, არ ვიცი.
სალომე: წელს ჯგუფების კატეგორია განსაკუთრებულად გამორჩეული იყო. ამას ყველა აღიარებდა. თან, მხოლოდ ჩვენ ვიყავით გოგონები, დანარჩენი ბიჭებისგან შემდგარი ჯგუფები იყო.
ანი: მენტორს, „ბუმბოკსის” სოლისტს, ანდრეის ყველაზე მეტად ჩვენ ვუყვარდით. სულ ზრუნავდა ჩვენზე. ფრანგულ რესტორანში დაგვპატიჟა. ვისაუბრეთ, სამომავლო გეგმებიც განვიხილეთ. ერთ-ერთმა ჯგუფმა სიმღერაც კი დაგვიწერა და გვაჩუქა.
ნინი: ყოველდღიურადაც ძალიან ზრუნავდნენ ჩვენზე: ხან ნამცხვრები მოჰქონდათ, ხან „რაფაელოები”, შამპანურები.
სალომე: ოდნავ მოღუშული რომ მქონოდა სახე, მაშინვე: რა მოგიტანოთ, რა გინდა?
– ეს ყველაფერი არ სცილდებოდა მეგობრულ ურთიერთობას?
– არა, არა. ყველანი დიდები არიან, ცოლები ჰყავთ.
– სცენაზე აბსოლუტურად განსხვავებულები ხართ. თავიდანვე სექსუალური გოგონების იმიჯი მოირგეთ.
ნინი: ჩვენ არ გადაგვიწყვეტია, ასე გამოვიდა. იმიჯზე 2 კვირა მაინც მუშაობდნენ, თმის ფერიც კი შეგვიცვალეს.
სალომე: არ მინდოდა ლურჯი ფერის თმა. მეშინოდა, თან, ჩემს თმაზე ვგიჟდეობდი. ვიტირე, მაგრამ ბოლოს მაინც შემაცვლევინეს აზრი. როდესაც სცენაზე დგახარ, ყველაფერი უნდა გააკეთო იმიჯისთვის, რომელიც სამივეს მოგვწონს.
– რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში?
– ანი რომ ჩავიდა უკრაინაში, პირველი, რაც გააკეთა, ყველას უთხრა: მე დაკავებული ვარ, შეყვარებული მყავსო.
ანი: თავი დავიზღვიე: ეს ჩემი ბოიფრენდია, მოი პარენ  – ყველამ იცოდა რომ შეყვარებული მყავდა. 2 წელია, ერთად ვართ და თუ ორივე თბილისში ვართ, ასეთი ტრადიცია გვაქვს: ყოველდღე ერთმანეთი 5 წუთით მაინც უნდა ვნახოთ. უცბად აღმოჩნდა, რომ 2 თვე ვერ ვნახეთ ერთმანეთი. ამაზე გამწარებული, გოგონებზე ვიყრიდი ჯავრს.
ნინი: ჩვენთან ცოტა რთულად არის სიტუაცია. მე და სალის ელფანი და გრამიტონი გვყავს, რომელიც ბავშვობაში გვიყვარდა.
ანი: მე და სალომე ვიყავით ნინის მაჭანკლები: ნახე რა კარგი ბიჭია, მიდი, მიუჯექი. მაგრამ ეს მაღალია, ეს დაბალია, ამას ცუდი თითები აქვს – ყველას იწუნებდა.
ნინი: იმდენად ვიყავი საქმეზე გადართული, რომ საერთოდ არ ვფიქრობდი ბიჭებზე. შევსებული ბიჭები მომწონს, სპორტული აღნაგობის. სასურველია იყოს დამოუკიდებელი, თავის საქმის პროფესიონალი.
სალომე: მე მომწონს შავგვრემანი, მაღალი, კუნთმაგარი, ძლიერი მამაკაცი, რომ გაგრძნობინებს – ქალი ხარ. ერთი პროფესიის არ უნდა ვიყოთ, შეიძლება, დავხოცოთ ერთმანეთი.

скачать dle 11.3