კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

20 წლის ბიჭმა გოგოს გამო თავი მოიკლა

ცოტა ხნის წინ ხაშურში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა – 20 წლის ავთო დურგლიშვილმა თავი მოიკლა. თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზად ის ულტიმატუმი სახელდება, რომელიც ბიჭს შეყვარებულმა წაუყენა. მეზობლების თქმით, ავთოს ძალიან უყვარდა ერთი გოგო და უნდოდა, ცოლად მოეყვანა. გოგოს კი უთქვამს, სანამ თბილისში ბინას არ იყიდი, მანამდე ცოლად არ გამოგყვებიო. სწორედ ამ შინაარსის მიმოწერა უნდა ყოფილიყო შეყვარებულებს შორის ტრაგედიის დღეს, ღამით კი ბიჭს თავი მოუკლავს. ავთო თავის მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად ხაშურში ცხოვრობდა. მისი მშობლები დაშორებულები იყვნენ, მამას სხვა ოჯახი ჰქონდა, დედა კი ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთში მუშაობდა და შვილის გარდაცვალების შესახებ უკვე საქართველოში დაბრუნებულმა გაიგო.
ეთერი (მეზობელი): ავთო ჩემი შვილის ტოლია. ისე გაიზარდა, როგორც ყველა ბავშვი. ბებიასგან ყველაფრით გათამამებული ბიჭი იყო, ამიტომ გაოცებული ვარ ამ ამბით. დილით ბებიამისის შემზარავმა ტირილმა გამაღვიძა: ბაბო მოგიკვდესო, – მოთქვამდა საწყალი ქალი. ეს დიდი ტრაგედიაა და ყველანი შეძრულები ვართ, თუმცა, ვერ ვხვდები, ისეთი ადამიანი, როგორიც ავთო იყო, თავს რატომ უნდა იკლავდეს. თავს ევლებოდნენ და თითქმის არაფერი აკლდა. მე, საერთოდ, ბედისწერის მწამს და, მგონია, რომ ეშმაკი შეუჩნდა და ამ აზრამდე მიიყვანა. ამას ისიც დაემატა, რომ ძლიერი ნებისყოფა არ ჰქონდა და ცოტა ფსიქოლოგიური პრობლემებიც აწუხებდა. თუმცა, უფრო სწორი იქნებოდა, გვეთქვა, რომ ბიჭი ჩამოყალიბების პროცესში, ჯერ დასაღვინებელი იყო. ბევრ რამეს ედებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, თავის ადგილი ვერსად იპოვა.
– ბებია რას იხსენებს იმ საღამოს შესახებ, როდესაც ავთომ თავი მოიკლა?
– სახლში მოვიდა და გვეფერებოდაო. როგორც ამბობენ, ავთოს ერთი გოგო უყვარდა ძალიან. შეყვარებულებიც ყოფილან, თუმცა, ასეთი დამოკიდებულება, ჩემი აზრით, სიყვარული არაა. ეს გოგო ეუბნებოდა – ცოლად არ გამოგყვები, თუ თბილისში ბინას არ იყიდიო. მეგრელი გოგო ყოფილა, ლტოლვილი და თვითონ თბილისში ცხოვრობდა. როგორც ვიცი, კომპიუტერის საშუალებით გაუცნიათ ერთმანეთი. ავთო ხშირად ჩადიოდა მის სანახავად და საჩუქრები მიჰქონდა. ბიჭმა თავი რომ მოიკლა, მის ტელეფონზე ამ გოგოსგან მეორე დღეს შეტყობინება მოვიდა, რომელიც ოჯახმა ნახა. შიგ ეწერა – შე აფერისტო, თავი რატომ არ მოიკალიო. როგორც ჩანს, მანამდე ათუკამ უთხრა, თუ ცოლად არ გამომყვები, თავს მოვიკლავო, იმან კი სერიოზულად არ მიიღო და მეორე დღეს ასეთი რამ მოწერა. ყოველ შემთხვევაში, მისი სიტყვებიდან გამომდინარე, სხვა რა უნდა იფიქრო?
– ეს ფაქტი როდის მოხდა და ოჯახმა როგორ გაიგო?
– ბებია გამუდმებით ამოწმებდა ათუკას, სად და როდის დადიოდა. იმ საღამოს თავის ოთახში ათი-თხუთმეტი წუთის ასული ყოფილა და, ბებიას ვერანაირი ხმა რომ ვერ გაუგონია, უფიქრია, ნეტავი ხომ არსად გამეპარაო – ისიც, ისევე, როგორც ყველა მშობელი, ნერვიულობდა, რომ ბიჭი ღამით არ გაპარულიყო ქუჩაში. ქალი ზემოთ რომ ავიდა, ავთოს ქურთუკი დაინახა და მერე კარადისკენ წავიდა, ვნახავ, სხვა ხომ არაფერი ჩაიცვაო, გაუხედავს და, საწყალი ბიჭი „კარნიზზე“ ჩამოკიდებული დაუნახავს. ამბობენ და, მეც ასე მგონია, რომ თავი სწორედ ამ გოგოს გამო მოიკლა.
– თვითმკვლელობის გადაწყვეტილების მიღება, ძირითადად, ერთ დღეში არ ხდება. ავთოს თუ ამჩნევდით ბოლო დროს რამე ცვლილებას?
– ბიჭს პაპა მანქანას ათხოვებდა ხოლმე, რომ მართვა ესწავლა და ისიც გზაზე გაივლიდა და გამოივლიდა. ერთმანეთს ხშირად ვხვდებოდით. ბოლო დღესაც, რომ ვნახეთ, არანაირი ცვლილება არ შეგვიმჩნევია, პირიქით, ძალიან მხიარულად იყო. არ ვიცი, შეყვარებულის მიერ მოწერილი  ის ბოლო  შეტყობინება იყო საბედისწერო თუ რა მოხდა. ახლანდელი ახალგაზრდობა ჩვენ გვჯობია რწმენის საკითხში – ეკლესიაში აქტიურად დადიან და ცდილობენ, ქრისტიანულად იცხოვრონ. ავთოც ხშირად დადიოდა ტაძარში, მისი დიდი ბებიაც და ეკლესიურად ცხოვრობდნენ. როგორც წესი, თვითმკვლელობის დროს წესის აგება არ ხდება, მაგრამ მამაომ ავთოს წესი აუგო, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაითვალისწინა. ბავშვმა სკოლა რომ დაამთავრა, უნივერსიტეტში არ ჩაუბარებია და სამხედროში წაიყვანეს. მერე კომისარიატიდან ცნობა მოვიდა, რომ სამხედროში ყოფნისას ფსიქოტროპიული წამლები დაულევია, რამაც ცუდად გახადა და ამიტომ ერთი თვის შემდეგ ჯარიდან გამოუშვეს. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ურთიერთობაში რამე ეტყობოდა. ეს, ალბათ, უფრო იმიტომ გააკეთა, რომ ჯარში არ უნდოდა ყოფნა. იმის მერე ისეთი არაფერი შემიმჩნევია, რომ მეფიქრა, ამ ბიჭს, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვსო, თუმცა საბუთი ჰქონდა.
– ის და ბებია ცხოვრობდნენ ერთად?
– არა, მრავალრიცხოვანი და შრომისმოყვარე ოჯახში ცხოვრობდა. დიდი ბებია, ბებია და ბაბუა, ბიძა, ბიცოლა, ბიძაშვილები და პატარა და, რომელმაც ეს საშინელება ძალიან განიცადა. წარმოიდგინეთ, როგორია, შევიდა და ძმა ამ დღეში დაინახა. ბავშვს სახლში შესვლის ეშინოდა და ღამეს მეზობელთან ათენებდა. მშობლები დაშორებულები იყვნენ. მამა სხვა ქალთან ცხოვრობდა, თუმცა მასთან შვილი არ ჰყავს, დედა კი თურქეთში იყო წასული სამუშაოდ. ბავშვი მამის ოჯახში იყო.
– თქვეს – მამას მასთან კონტაქტი არ ჰქონდა და სამძიმარზე არ მოსულაო.
– არა, რას ამბობთ, პირველად რომ გავიხედე, ავთოს მამა დავინახე, კაცი სიმწრისაგან ბღაოდა. ეს სისულელეა. დედა, როგორც გითხარით, თურქეთში მუშაობდა. ბიჭის მამამ დაურეკა და უთხრა, ბავშვი ავარიაში მოყვა, ძალიან ცუდადაა და აპარატზე გვყავს შეერთებულიო. დედას უთხოვია, სანამ ჩამოვალ, აპარატი არ გამორთოთ, მინდა, ჩემი შვილი ცოცხალი ვნახოო. ჩამოვიდა ქალი და შვილი გარდაცვლილი დახვდა. რომ დავინახე, მისი საცოდაობით დავიწვი – კიბეებზე ძლივს აიყვანეს. მტერს არ ვუსურვებ ასეთ უბედურებას. საწყალი ბიჭი ჯერ მხოლოდ 20 წლის იყო. ბოლო დროს ძალიან უნდოდა, სამუშაო ეშოვა. ბევრგან ეძებდა, მაგრამ, მოგეხსენებათ, ჩვენ დროში როგორია სამსახურის შოვნა. თუმცა, ბოლოს მაინც სულ ამაზე იყო გადართული – უნდოდა, თავისი ფული ჰქონოდა. მეზობლად ერთი მოხუცი ქალი ცხოვრობს, რომელიც ათუკას სულ ჭკუას არიგებდა და მისთვის უთქვამს: ბათო ბებო, ახლა მუშაობა აუცილებლად უნდა დავიწყოო. მანამდე თონეში მუშაობდა. დედაც იმიტომ წავიდა თურქეთში, რომ ოჯახი მატერიალურად გაემართა. მაზლი ჰყავდა, დიდი და გასაყოფი ოჯახი ჰქონდათ და, უნდოდა, რომ შვილისთვის ნორმალური პირობები შეექმნა – ამისთვის შრომობდა და იბრძოდა.
– შეყვარებულთან დაკავშირებით თუ ამბობდა რაიმეს?
– ამ გოგოს სურათი ბებიასთვის უჩვენებია და ბებიას მოსწონებია – რა ლამაზი გოგოაო. ათუკას ძალიან გახარებია – მართლა მოგწონსო? მათი ურთიერთობის შესახებ მთელმა ოჯახმა იცოდა და ყველა ხელს უწყობდა. რომ დაეცადა, იმ ბინასაც უყიდდნენ – ფულს აგროვებნენ. ასე ადვილი ხომ არაა თბილისში ბინის ყიდვა. ძალიან უნდოდა ეს ბინა, რადგან, როგორც ვთქვით, გოგო აძალებდა ამას, ეუბნებოდა, სხვა შემთხვევაში ცოლად არ გამოგყვებიო.

скачать dle 11.3