კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღვიდგინოთ იმუნიტეტი და დავიცვათ თავი ზამთრის ვირუსებისგან „კამელინის” დახმარებით

თბილისში უკვე რამდენიმე წელია, წარმატებით ფუნქციონირებს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფარმაცევტული საწარმო, სადაც ნატურალური თაფლისგან მზადდება ქართული პრეპარატი „კამელინი” – ამპულების, კაფსულების, მალამოსა და სანთლების სახით. ამ პრეპარატის შექმნის ისტორია უფრო ადრე დაიწყო – ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში. ის შექმნა ცნობილმა ქირურგმა და მეცნიერმა ბენედიქტე – ძაგული მაღლაკელიძემ.  „კამელინის” ყველა ფორმის შესახებ ინტერესი საქართველოს საზღვრებს დიდი ხანია, გასცდა და მისით ცნობილი, საუკეთესო სამეცნიერო და კლინიკური ცენტრები დაინტერესდნენ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ პირადად ჩემთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ „კამელინის” დახმარებით, ძალიან ბევრი, მძიმედ დაავადებული ადამიანი განიკურნა, ბევრსაც სიცოცხლე გაუხანგრძლივდა.
1. ავადმყოფს დაუსვეს დიაგნოზი – სიმსივნე კუჭზე. აწუხებდა გაუსაძლისი ტკივილები, სისუსტე, ვერ ჭამდა. რამდენიმე ხნის წინ დაიწყო „კამელინით” მკურნალობა და ამჟამად მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. თავს უკეთესად გრძნობს და კვლავ განაგრძობს „კამელინით” მკურნალობას.
2. ახალგაზრდა ქალბატონს საშვილოსნოზე ჰქონდა სიმსივნე, თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. აწუხებდა სისუსტე, ოფლიანობა და ტკივილები საშვილოსნოს არეში. ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს, მისთვის „კამელინის” ნემსები გაეკეთებინათ. ერთი კურსის ჩატარების შემდეგ, პაციენტმა თავი უკეთ იგრძნო, მეორე კურსის დამთავრებისას კი, უკვე მოეხსნა სისუსტე, ოფლიანობა, ტკივილები და ამჟამად შრომისუნარიანია – აგრძელებს ცხოვრებას ჩვეულ რიტმში. პროფილაქტიკისთვის კი, როგორც თვითონ, ასევე მისი ახლობლებიც, ყოველთვის იყენებენ „კამელინს”.
ნათია (38 წლის): თავიდან საზარდულში ამომივიდა ჯირკვალი, ექიმთან რომ მივედი, დროზე ვერ დამისვეს დიაგნოზი და მთელი მუცლის არეში გაჩნდა ლიმფური კვანძები. ეს ხდებოდა 2004 წელს. ბოლოს, აღმოჩნდა, რომ მქონდა ლიმფური სისტემის სარკომა, რომელიც ძალიან მძიმე დაავადებაა და სწრაფად ვითარდება. ჩემმა მეგობარმა მომიტანა „კამელინი” და დავიწყე მკურნალობა. თუმცა, თავიდან არც ვიცოდი, რას ვიკეთებდი. შემდეგ საავადმყოფოში რომ ვთქვი, ეს პრეპარატი უნდა გამოვიყენო-მეთქი, ხელი აიქნიეს, მაგრამ მაინც გავიკეთე. ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ „კამელინით” ვმკურნალობდი, ქიმიოთერაპიასთან ერთად ვიტარებდი მკურნალობის კურსს. ორივემ ერთად არაჩვეულებრივი შედეგი მომცა.
– პირველად, მკურნალობის რამდენი კურსი ჩაიტარეთ?
– სამი კურსი ზედიზედ და საერთოდ, არ შემისვენია. პლუს ამას, ვსვამდი კიდეც „კამელინს” და პარალელურად, ქიმიოთერაპიას ვიკეთებდი. ფეხზე ვერ ვდგებოდი, ვერაფერს ვჭამდი. სანამ მკურნალობას დავიწყებდი 50 კილომდე გავხდი. ყველაფერი გავიკეთე, არაფერი გამომიტოვებია, მაგრამ არ მშველოდა. მერე დავიწყე ქიმიოთერაპიით მკურნალობა. ერთი კურსი რომ დავამთავრე და მეორეზე გადავედი, სწორედ მაშინ დავიწყე „კამელინის” გამოყენება. მალევე დავდექი ფეხზე, სიარული შემეძლო. ერთმა ექიმმა მითხრა, შენს ორგანიზმს უთხარი მადლობა, ასე კარგად რომ მიდის მკურნალობაო. ჩვენს ოჯახში სულ არის ეს პრეპარატი. როცა თავიდან ვმკურნალობდი „კამელინით”, ჩემს შვილსაც ვასმევდი, რადგან ინფექციებს კლავს. ნათესავი მყავს მოსკოვში, რომელსაც თავში აქვს სიმსივნე და აქედან ვუგზავნი „კამელინს”. ისიც ქიმიოთერაპიას იკეთებს, ოღონდ უკვე ორი წელია. „კამელინით” მკურნალობა რომ დაიწყო, დამირეკეს, კმაყოფილია, ბევრად კარგი შედეგი აქვსო.
„კამელინისადმი“, როგორც 100 პროცენტით ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა, არატოქსიკური, ჰიპოალერგიული, ანთების საწინააღმდეგო, მარეგენირებელი, ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი, ძლიერი ანტიოქსიდანტისადმი ინტერესი დიდია. გარდა ამისა, ახლა, როცა ჩვენს ქალაქში აცივდა და ადამიანების დიდი ნაწილი ებრძვის გაციებასა და ვირუსებს, მათ შევახსენებ, რომ, როგორც პროფილაქტიკის მიზნით, გაციებისა და გრიპოზული ვირუსებისგან თავის დასაცავად, ასევე უკვე გაციების შემთხვევაში, გამოიყენონ „კამელინის“ სხვადასხვა ფორმა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არსებობს „კამელინის“ ფორმა – „კამელინ ფლუ“ – სპრეი, რომელიც სწორედ გრიპოზული, პირის ღრუსა და ყელის ჩირქოვანი, ინფექციური დაავადებებისა და ანთებითი პროცესების  სამკურნალოდ გამოიყენება.
კობა გურიელიძე (კომპანია „კამელინის“ აღმასრულებელი დირექტორი და სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი): „კამელინის“ მიღება პროფილაქტიკის მიზნითაც არ არის ურიგო. შეიძლება, ადამიანს არაფერი სჭირს, მაგრამ, იმუნიტეტის ამაღლების მიზნით, შეუძლია, წელიწადში ორჯერ ჩაიტაროს „კამელინით“ მკურნალობის კურსი: ერთი – გაზაფხულზე, მეორე – ზამთრის დადგომისას. ასევე, კარგია მისი მიღება სიმსივნის პრევენციის მიზნითაც. ქიმიური პრეპარატები დამანგრევლად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, „კამელინი“ კი აბსოლუტურად უვნებელია – არ აქვს გვერდითი მოვლენები, ბუნებრივი, თაფლისგან დამზადებული პრეპარატია და მისი მიღება თავისუფლად შეიძლება, პრევენციის მიზნითაც. უკვე რამდენიმე ხანია, გასაყიდად გამოვიდა „კამელინ ფლუ”, რომელიც გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა გრიპოზული, პირის ღრუსა და ყელის ჩირქოვანი, ინფექციური დაავადებები, ანთებითი პროცესები. პრეპარატში არის ის კომპონენტები, რომლებიც ლორწოვან გარსზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში აჩერებს პრეპარატის აქტიურ ნივთიერებებს და, შესაბამისად, ეს უფრო მეტად ეფექტურია. როდესაც პირის ღრუში არის ბაქტერიული, სოკოვანი კერები, „კამელინ ფლუ” ძალიან მალე აქრობს პროცესს. ასე რომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით,  გადავწყვიტეთ, სპრეიში ჩაგვედო და გაგვევითარებინა ის თვისებები, რაც „კამელინის” აქტიურ მოლეკულებს ახასიათებს: ანტიბაქტერიული, ანტისოკოვანი, ანთების საწინააღმდეგო და რეგენერაციული პროცესები. რაც მთავარია, როგორც „კამელინის” სხვა ფორმებს, ასევე სპრეისაც, სხვა წამლებთან მიმართებაში უკუჩვენება არ აქვს და მისი გამოყენება შეიძლება თითქმის ყველა მედიკამენტთან ერთად.
P.S. ვისაც სურს დამატებითი ინფორმაციის მიღება „კამელინის” შესახებ, დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე: 599 33-10-89; 599 23-03-33; 2-98-57-78; 2-71-04-80; 2-22-26-68; 2-93-20-87; 2-98-62-25 (ოფისი). მისამართი: ძმები ზუბალაშვილების ქ. 49.

скачать dle 11.3