კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

„უკეთუ არა მიუტევნეთ...“
ერთი ბერი მივიდა თავის ქრისტესმიერ ძმასთან და ნახა იგი ფრიად შეწუხებული: ის ერთ ძმასთან წაჩხუბებულიყო, შემდეგ შესარიგებლად მისულიყო მასთან, მაგრამ მას არ მიეტევებინა. ბერი ღმრთივსულიერი კაცი იყო. მან ჰკითხა: რას ფიქრობდი შენს განაწყენებულ ძმასთან რომ მიდიოდი? – მან მიუგო: ვფიქრობდი, რომ ძმა არის დამნაშავე ჩემ წინაშე, არაფრის გულისთვის მომაყენა შეურაცხყოფა და მე მონასავით მივდივარ შენდობის სათხოვნელად. ბერმა უთხრა: სწორედ მაგიტომ არ გაიღო კარი – შენი სულიერი მდგომარეობა გადაეცა. წადი ხელმეორედ და იფიქრე, რომ შენ ხარ დამნაშავე და მიდიხარ, რათა გულით შესთხოვო მიტევება და შენი შეცოდება მოინანიო. ის დაემორჩილა და თავის განაწყენებულ ძმასთან წავიდა, გულში კი მხოლოდ თავს იდანაშაულებდა. ჯერ არც მიახლოებოდა ძმის სახლს, რომ მან კარი გააღო, მიეგება და უთხრა: ძმაო ჩემო, სატანამ გვაცდუნა ორივე. მომიტევე, მეც მოგიტევებ და ქრისტე იყოს ჩვენ შორისო.
ასე რომ, ჩვენი გულის განწყობა, ჩვენი აზრები უხილავად გადადის სხვებზეც. თუ გვინდა, რომ იმ ადამიანებმა, ვისაც ვაწყენინეთ, შეგვინდონ, მომეტებულად, მთელი გულით უნდა ვილოცოთ მათთვის, მათზე მხოლოდ კარგი ვთქვათ, ვეცადოთ ჩვენს გონებაშიც არ გავკიცხოთ ისინი, სიკეთე ვუყოთ მათ და მოწყალება (განსაკუთრებით – ფარული მოწყალება) გავცეთ მათ სახელზე.
***
წმიდა ეპისკოპოს ამონის ცხოვრებიდან ცნობილია ერთი ეპიზოდი: ამონს უნდა გაესამართლებინა ერთი ქალი, რომელსაც მრუშობა ბრალდებოდა (ეპისკოპოსი მაშინ მოსამართლის ფუნქციასაც ასრულებდა). წმიდა ეპისკოპოსმა ამ უბედურს რომ შეხედა, უთხრა: „შენ ბავშვი ჩაგესახა, მძიმე მშობიარობა გექნება“, შემდეგ თავის მორჩილებს უთხრა: „ამ ქალს ათი არშინი ტილო მიეცით. თუ მშობიარობას გადაჰყვება, ეს ტილო სუდარად გამოადგება და თუ ბავშვი გაჩნდება, ტილო მას დასჭირდება,“ – და ქალი ყოველგვარი სასჯელის გარეშე გაათავისუფლა.
ერთმა ქალიშვილმა, რომელსაც მრუშის დასჯა უნდოდა, დაიძახა: „ეს ეპისკოპოსი, მგონი, სულელია!“ ეპისკოპოსმა თქვა: „ათ წელიწადს ვლოცულობ უდაბნოში დაყუდებით, რათა ეს სისულელე მომეპოვებინა და ახლა აღარ მსურს მასთან განშორება; ამ სისულელეს ამა სოფლის არავითარ სიბრძნეზე არ გავცვლი“. ამონის სულიერება ისეთ სიმაღლეზე ასულიყო, რომ ბოროტებას უკვე აღარ ხედავდა ადამიანებში. თავისი ბრძნული სიტყვით – სიკვდილის გახსენებით – ამონმა ქალი ისე გამოასწორა, რომ მან ღრმა სინანულით გამოიგლოვა თავისი ცოდვები.
ჩვენი ცოდვების მიტევება და თითქოს საღმრთო მადლიც, ჩვენს ხელთ არის, რადგან უფალმა თქვა: „რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ“ (მათე 7,11).

скачать dle 11.3