კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაიძლიერეთ იმუნური სისტემა და თავიდან აიცილეთ გრიპი ლიმონის დახმარებით


ხილ-ბოსტნეულს ყვითელ შეფერილობას აძლევს კაროტინი, ანუ ნივთიერება, რომელსაც აქვს ანტიოქსიდანტური ეფექტი. ამის წყალობით, ეს პროდუქტები ხელს უშლის თავისუფალი ჟანგბადის რადიკალების დამაზიანებელ ზემოქმედებას უჯრედებსა და ქსოვილებზე. ამიტომ, ვინც ხშირად მიირთმევს ყვითელ და ნარინჯისფერ ხილსა და ბოსტნეულს, ის მეტად არის დაცული ართრიტის რისკისა და სახსრების ანთებისგან.
გარდა ამისა, A და C ვიტამინებით მდიდარი ხილი და ბოსტნეული სასარგებლოა მხედველობისთვის, გუნება-განწყობის ასამაღლებლად ცივ სეზონზე და გაციებისგან დასაცავად.
თუ ადამიანი ყოველდღიურად ლიმონის წვენგარეულ  2 ჭიქა წყალს დალევს, ამით ორგანიზმს ტოქსინებისა და წიდებისგან გაათავისუფლებს.
გრიპის დროს არ დაივიწყოთ ლიმონი, რადგან მას გაციების საწინააღმდეგო უნიკალური თვისებები აქვს. ლიმონის წვენი ყოველდღე ჩაამატეთ ჩაისა და სასმელ წყალში და ისე დალიეთ – ასე იმუნურ სისტემასაც გაიძლიერებთ და გრიპისგანაც დაიცავთ თავს.
ლიმონის ზომიერი მოხმარება დაგიცავთ თავის ტკივილისგან, მოგიწესრიგებთ საჭმლის მომნელებელ სისტემას, დაგირეგულირებთ არტერიულ წნევას და, ასევე, კარგია თირკმელების დაავადების პროფილაქტიკისთვის.

ღვიძლის გაწმენდა აუცილებელია
ღვიძლის უჯრედებში შეუწყვეტლივ მიმდინარეობს უამრავი ქიმიური რეაქცია: ალკოჰოლის გადამუშავება, ტოქსინების გამოდევნა, გლუკოზის მარაგის შექმნა და მისი გაცემა, ქოლესტერინისა და სხვა ლიპიდების წარმოქმნა და ცვლა, ნაღვლის გადამუშავება. ღვიძლის უჯრედებს შესწევს აღდგენის უნარი, მაგრამ ეს გარკვეულ ზღვრამდე შეუძლია. ალკოჰოლმა, ზოგიერთმა წამალმა ან ვირუსებმა შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ღვიძლს, რაც მაშინვე აისახება მთელ ორგანიზმზე. ამ დროს იცვლება სახის ფერი, ირღვევა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობა, პირის ღრუში ჩნდება უსიამოვნო სუნი. ამ დროს სასწრაფოდ უნდა ჩაიტაროთ სისხლის ბიოლოგიური ანალიზი და ულტრაბგერითი გამოკვლევა; ასევე, აუცილებელია ანალიზი ჰეპატიტის ვირუსზე.
ღვიძლის დაუძინებელი მტერია ალკოჰოლი. სპირტი გადამუშავდება ღვიძლის უჯრედებით, მაგრამ, თუ ალკოჰოლს დიდი რაოდენობით მიიღებთ, ღვიძლში ირღვევა ცვლის პროცესი, უჯრედები კვდება და ვითარდება ციროზი. ამიტომ, ეცადეთ, არ გადატვირთოთ ღვიძლი ალკოჰოლით. ასევე,  დიდი რაოდენობით არ ჭამოთ ცხიმიანი, შემწვარი, ცხარე და შებოლილი პროდუქტები.
ხილი და ბოსტნეული ღვიძლის გამწმენდია; ამ მიზნით, ასევე, კარგია მარცვლეულის ქატო. ეს ყველაფერი შეიცავს ბევრ უჯრედისსა და პექტინურ ნივთიერებას. ისინი ორგანიზმიდან გამოდევნიან მძიმე ლითონებსა და ტოქსინებს. ღვიძლისთვის კარგია ვიტამინები ნატურალური სახითაც, ზეთებიდან კი – სიმინდის, ზეითუნისა და მზესუმზირის ზეთი.
სასურველია, ხილი და ბოსტნეული გახეხოთ პლასტმასის, და არა ლითონის სახეხზე, რადგან რკინასთან შეხება ანადგურებს ვიტამინების ნაწილს, განსაკუთრებით კი C ვიტამინს.
ფერმენტები, ვიტამინები და არომატული ნივთიერებები სწრაფად ნადგურდება ჰაერზეც, ჟანგბადის ზემოქმედების გამო. ამიტომ, წვენი უშუალოდ მიღების წინ უნდა მოამზადოთ. წვენი უნდა სვათ ნელ-ნელა, პატარ-პატარა ყლუპებით. გადაყლაპვამდე კი ცოტა ხნით გაიჩერეთ პირის ღრუში, რათა ნერწყვს შეერიოს – ეს ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ მის მთლიანად შეწოვას.
არ არის საჭირო იმ ხილისა თუ ბოსტნეულის გათლა, რომლისგანაც წვენის გამოწურვას აპირებთ, რადგან ვიტამინების უმეტესობა სწორედ კანქვეშ ილექება. ასევე, არ არის რეკომენდებული, წვენს დაუმატოთ შაქარი.

ცივ სეზონზე ხახვი საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა
მინერალური მარილები, რომლებსაც ხახვი შეიცავს, წყალმარილოვანი ციკლის მუშაობას უწყობს ხელს. ის ასევე მდიდარია C ვიტამინით, რომელიც ცივ სეზონზე ორგანიზმისთვის განსაკუთრებით აუცილებელია, რადგან საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა.
თუ სურდო შეგეყარათ, გახეხეთ ორი თავი წითელი ხახვი და ახალმომზადებული ხახვის ფაფის არომატი ათი წუთის განმავლობაში ღრმად შეისუნთქეთ – ეს გამოჯანმრთელებაში შეგიწყობთ ხელს.
ამ დროს ინჰალაციაც დაგეხმარებათ, კერძოდ, 4 სადილის კოვზ გვირილას დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში და გადაწურეთ. ცხელ ნაყენში ჩაუმატეთ 2 სადილის კოვზი ხახვისა და ლიმონის ნარევი. თავზე პირსახოცი გადაიფარეთ და შეისუნთქეთ ჭურჭლიდან ამომავალი ორთქლი 5-10 წუთის განმავლობაში.
თუ თირკმელები და შარდსასქესო ორგანოები გაწუხებთ, ამ პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ ხახვის, ნიახურის ძირებისა და ლიმონის წვენის თანაბარი რაოდენობის ნარევი. 40 მილიგრამი ნარევი გახსენით ნახევარ ჩაის ჭიქა თბილ წყალში და ჭამამდე 15 წუთით ადრე დალიეთ. სვით სამი კვირის განმავლობაში.
ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიული დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის, 100 გრამ ხახვის წვენს დაუმატეთ 3 სადილის კოვზი თაფლი და 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი. ეს ნარევი მოათავსეთ მინის ჭურჭელში, თავზე მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში. მიღების წინ 1 ჩაის კოვზი ნაყენი გახსენით ნახევარ ჩაის ჭიქა თბილ წყალში და დალიეთ დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე. სასურველია, ეს გააკეთოთ ერთი თვის განმავლობაში.

კუჭთან და გულთან დაკავშირებულ პრობლემებს თაფლი მოაგვარებს
თაფლში დაახლოებით 180 ბიოლოგიური ნაერთია, მათ შორის: თითქმის ყველა ამინომჟავა, ბევრი ფერმენტი, ვიტამინი, მიკრო და მაკრო ელემენტები, რაც ბუნებრივი ანტიბიოტიკებია. ნატურალური თაფლი შედგება შაქრისგან, მასში ჭარბობს გლუკოზა და ფრუქტოზა. ამის გამო, თაფლი კუჭში ფერმენტების საშუალებით არ იშლება და, პრაქტიკულად, სწრაფადვე შეიწოვება ნაწლავებში.
გაფრთხილებთ, ვისაც ალერგია აქვს, უნდა მოერიდოს თაფლის ჭამას. ასევე, მისი მიღება ეკრძალებათ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს.
გლუკოზა ზრდის ღვიძლის მიერ ტოქსიკური ნივთიერებების გაუვნებელყოფის უნარს, აუმჯობესებს არტერიულ წნევასა და გულის მუშაობას, ამიტომ, თაფლი საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა ღვიძლის დაავადებების, გულის ფუნქციონირების დარღვევის, სტენოკარდიის, მოწამვლის, ძლიერი გონებრივი და ფიზიკური გადაღლის დროს. ის ასევე, კარგია კუჭის წყლულის, გასტრიტის, ტუბერკულოზისა და სხვა დაავადებების სამკურნალოდაც. ის კარგია, ასევე, ნევროფსიქიკური დარღვევების დროსაც. მას აქვს ანტისეპტიკური თვისებები. წაბლის თაფლი ხელს უწყობს ნაწლავების ტრაქტის ფერმენტულ აქტივობას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ტონუსს, კარგია პროსტატისა და ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ.
კუჭთან დაკავშირებული პრობლემების დროს რეკომენდებულია დილით 1 ჩაის კოვზი თაფლის მიღება, რომელსაც წყალი უნდა მიაყოლოთ.

რატომ არის საშიში თითის უმნიშვნელოდ გაჭრა, მოწეწკვა ან გაკაწვრა
თითის ელემენტარულმა და უმნიშვნელო გაჭრამ ან გაკაწვრამ, თუ დროზე არ მიიღეთ საჭირო ზომები, შესაძლოა, სერიოზული დაავადება გამოიწვიოს, კერძოდ, ჩირქოვანი იარა, ანუ პანარაციუმი. პანარაციუმის წარმოქმნის მიზეზი ხდება ბაქტერიები, კერძოდ – სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ან, შესაძლოა, ორივე ერთად. სტაფილოკოკები და სტრეპტოკოკები ჩვენ გარშემო ბევრია, მაგრამ ჩირქოვანი ანთების გამოსაწვევად რამდენიმე ფაქტორის თანხვედრა უნდა მოხდეს. ინფექციისთვის ხელსაყრელი პირველი პირობაა მშრალი კანი, ნახეთქები, პატარა ნაკაწრები, სისხლჩაქცევები და ასე შემდეგ. განსაკუთრებით საშიშია შინაური ცხოველების მიერ მიყენებული ნაკაწრები; მეორე პირობაა დასუსტებული იმუნიტეტი, რომელიც გამოწვეულია ავიტამინოზითა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით.
პანარაციუმი მძიმედ მიმდინარეობს დიაბეტიანებში, გრიპის ეპიდემიის დროს კი მისი საშიშროება ერთიორად იზრდება. თუ შემთხვევით თითი გაგეჭრათ, ჭრილობა უნდა დაიბანოთ ანტისეპტიკური ხსნარით, დაიმუშაოთ და დაიწებოთ ბაქტერიოციდული პლასტირი. თუ თითი მოგეწეწკვათ, სასწრაფოდ შეუშვირეთ ცივი წყლის ჭავლს – ასე ტკივილს შეამცირებთ, აღარ განვითარდება შეშუპება და ჭრილობაც გამოირეცხება. თუ ტკივილი და შეშუპება არ გაქრა, იარაზე ცივი კომპრესი დაიდეთ. თუ მეორე დღეს ანთებითი პროცესი განვითარდა, მაგალითად, თითი გაწითლდა, გასივდა და გტკივათ, იარაზე ანტიბიოტიკის შემცველი მალამო წაისვით – ასე ანთებით პროცესს საწყის ეტაპზევე შეაჩერებთ.
პანარაციუმი მღვრიესითხიანი ან ჩირქიანი ბუშტუკებით ვლინდება. თავიდან ტკივილი ძლიერი არ არის, მაგრამ, ბუშტუკების ზრდასთან ერთად, იზრდება ნერვულ დაბოლოებებზე ზეწოლა და ტკივილი ძლიერდება. ამ დროს კარგია სოდიანი წყლის თბილი აბაზანები. კერძოდ, ყოველ ორ საათში ერთხელ, ოცი წუთით ჩაყავით თითი სოდიან თბილ წყალში.
პანარაციუმი ქირურგიულ ჩარევას ითხოვს, თუ ტკივილის გამო ადამიანი ღამითაც ვერ იძინებს, სიცხემაც აუწია და იღლიაში ლიმფური ჯირკვლებიც შეუსივდა. ოპერაცია რამდენიმეწუთიანია და ამ დროს ხდება ჩირქის ამოწმენდა.
მთავარი პროფილაქტიკა ხელების სისუფთავეა. საპონი და სარეცხი საშუალებები კანს აშრობს და მის ზედაპირზე წვრილ-წვრილი ნახეთქები ჩნდება, საიდანაც მიკრობები ორგანიზმში ადვილად აღწევს. მუშაობის დროს ბაქტერიებისგან დაცვის კარგი საშუალებაა რეზინის ხელთათმანები. თუ ხელთათმანით მუშაობა გიჭირთ, მაშინ, ხელის დამცავი კრემი გამოიყენეთ, მუშაობის დასრულების შემდეგ კი – დამატენიანებელი.
ასე რომ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო თითის გაჭრა, გაკაწვრა ან მოწეწკვა საკმაოდ გართულებულ დაავადებებს იწვევს, თუ მას დროულად არ უმკურნალებთ.

როგორ „გადავაწყოთ” ორგანიზმი ცივ სეზონზე
ზამთრის სიცივე და ცუდი ამინდი ადამიანს ცუდ განწყობაზე აყენებს და შრომის უნარს უკარგავს. ამიტომ, სწორედ ამ პერიოდში გვმართებს, დავიცვათ ცხოვრების შესაბამისი რეჟიმი და საკუთარი ორგანიზმი სწორად გადავაწყოთ ამ სეზონისთვის. გირჩევთ, გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები და მარტივად დაამარცხებთ ზამთრის აპათიასა და დეპრესიულ შემოტევებს.
* დასაძინებლად კარგი დროა 23 საათი, დილის 8 საათზე კი უნდა ადგეთ – ამ დროს უფრო აქტიურდება ორგანიზმიდან წიდების გამოყოფა.
* ნუ ისაუზმებთ მსუყედ. საკმარისია, მოხარშული ან შემწვარი კვერცხი მიირთვათ. დილით დალიეთ რძე ან მოიხარშეთ ნებისმიერი ბურღულის ფაფა.
* 12 საათზე აუცილებელია სადილი, რადგან ამ პერიოდში ორგანიზმი საკვებს კარგად ითვისებს. უმჯობესია, სადილზე უპირატესობა მიანიჭოთ ფრინველის ხორცს; ტკბილეული და ხილიც სადილის შემდეგ მიირთვით. სადილი დაასრულეთ რამე მჟავე ან მწარე კერძით. პროდუქტების მიღების ამგვარი მეთოდი ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესს და ააქტიურებს საკვების გადამუშავებას.
* 16 საათზე კარგია ერთი ჩაის ჭიქა ნატურალური წვენის, რძის ან ერთი სახეობის ხილის ასევე, ბოსტნეულიანი ბუტერბროდის მიღება.
* ვახშამზე მხოლოდ დანაყრდით. საღამოს აღარ მიირთვათ ხილი, რძის ნაწარმი და ტკბილეული, რადგან ორგანიზმს ღამით უჭირს მათი გადამუშავება და ის ტოქსინებითა და წიდებით ივსება.

скачать dle 11.3