წონაში დაკლებისა და გაჯანსაღების ხელშემწყობი 12 „სპეცაგენტი“
დაფნის ფოთოლი შეიცავს ეთერზეთებს და ასტიმულირებს მეტაბოლიზმს, რაც ხელს უწყობს ორგანიზმს ნახშირწყლების სწრაფად ათვისებაში.
კორიანდრი (ქინძის თესლი) გამოიყენება სოუსებში, ხორცისა და თევზისგან მომზადებულ კერძებში. აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას, აღადგენს ცხიმების ბალანსს.
ჩინურ პილპილს აქვს გაცილებით უფრო ნაზი, წიწაკისა და ხილის გემო. ორგანიზმს ეხმარება ცილების სწრაფად ათვისებაში. იყენებენ ზღვის პროდუქტებისა და ღორის ხორცისგან მომზადებულ კერძებში.
ზაფრანა ამცირებს შიმშილის გრძნობას და ორგანიზმიდან გამოაქვს ზედმეტი სითხე, რითაც ხელს უწყობს წონაში დაკლებას.
ქინძი მდიდარია B1, C და PP ვიტამინებით; შეიცავს კაროტინს, რუტინს, პექტინსა და იმ მიკროელემენტების დიდ რაოდენობას, რომლებიც პასუხისმგებელია ნივთიერებათა ცვლაზე.
ცხარე წიწაკა (ნებისმიერი სახეობის) ლიდერად აღიარეს ცხიმების გამანადგურებელ სანელებლებს შორის. მაგრამ ამან არ გაგათამამოთ – დღეში მხოლოდ 0,5 გრამი ცხარე წიწაკის მიღებაა ნებადართული.
ნიორი შეიცავს ანტიოქსიდანტებს – ალიცინსა და სელენს, რაც ამცირებენ მადას. დღეში საკმარისია მხოლოდ 1 კბილი ნივრის მიღება (ცოცხალი სახით) – სალათაში ან სხვა კერძში.
ვარდისფერი ხახვი – ვიტამინებისა და მიკროელემენტების გარდა, ის შეიცავს ფლავონოიდ კვერცეტინს, რომელიც აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში.
კოჭა უნიკალური პროდუქტია. მას იყენებენ კერძებში, სალათებში, დიეტებისა და განტვირთვის დღეების დროს. კოჭას დადებითი ზემოქმედება ორგანიზმზე ძლიერდება ნიორთან და ლიმონთან ერთობლიობაში.
პალმის შაქარი მიიღება ფინიკის პალმის ნაყოფის წვენისგან. ის ზრდის ორგანიზმში გლუკონატის გამომუშავებას – ეს ჰორმონი აქტიურად წვავს ცხიმებს. პალმის შაქრის გლიკემიური ინდექსი 2,5-ჯერ ნაკლებია თეთრ შაქართან შედარებით.
დარიჩინი წმენდს ორგანიზმს წიდებისა და ტოქსინებისგან. თუ ყოველდღიურად ჩაამატებთ ჩაიში ან ყავაში ერთ მწიკვ დარიჩინს, წონაში დაკლება გაცილებით გაგიადვილდებათ.
სოიის სოუსი კერძს დამატებით გემოსა და არომატს აძლევს, თან შესანიშნავად ცვლის მარილს. ის არეგულირებს ორგანიზმში მარილის ბალანსს და ხსნის შეშუპებას.