კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: რომელი პროდუქტებია კანისთვის განსაკუთრებით სასარგებლო შემოდგომა-ზამთრის სეზონზე?
პასუხი: ცივ სეზონზე კანისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა წითელი და ნარინჯისფერი ხილი და ბოსტნეული. ისინი მდიდარია ბეტა-კაროტინით, რომელიც ფერმენტების ზემოქმედებით ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება. A ვიტამინი კი ებრძვის კანის აქერცვლასა და გამოშრობას.
კითხვა: შეიძლება თუ არა ზამთრის პერიოდში სახეზე ხაჭოს ნიღბის გაკეთება?
პასუხი: რა თქმა უნდა, შეიძლება, მით უფრო, თუ მშრალი კანი გავქთ, გაიკეთეთ ცხიმიანი ხაჭოს ნიღაბი, ჩამობანის შემდეგ კი წაისვით თქვენი კანის შესაფერისი მკვებავი კრემი.
კითხვა: მაინტერესებს, სხეულის კუნთების ტონუსში მოსაყვანად რომელი „ტრანსპორტით“ ჯობია ვარჯიში: ველოსიპედით, გორგოლაჭებიანი ციგურებით, თვითგორიათი თუ სეგვეით?
პასუხი: ჩვენ თითოეულ მათგანზე მოგაწვდით ინფორმაციას და არჩევანი თვითონ გააკეთეთ:
ველოსიპედით რეგულარული სეირნობა ამაგრებს ფეხების, პრესისა და დუნდულების კუნთებს. გარდა ამისა, დადგენილია, რომ ის ქალები, რომლებიც აქტიურად არიან დაკავებული ველოსპორტით, როგორც წესი, ადვილად მშობიარობენ.
გორგოლაჭებიანი ციგურები ავითარებს წვივების, ტერფების, დუნდულების, თეძოების, წელისა და ზურგის კუნთებს; აუმჯობესებს მოძრაობის კოორდინაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში ქალის სიარული (მაღალქუსლიანი ფეხსაცმელითაც კი) ხდება მსუბუქი და ჰაეროვანი.
თვითგორია მისწრებაა მუხლებისა და ზურგის სახსრებისთვის, რადგან სახსრების სწორედ ეს ჯგუფი იღებს მისი „ტარებისას“ აქტიურ მონაწილეობას. ოღონდ, არ დაგავიწყდეთ, რომ პერიოდულად ფეხი შეანაცვლოთ ხოლმე.
სეგვეის სატარებლად სულაც არ არის აუცილებელი, იყოთ მძღოლი. მოხვევით, გადახრით ან მოძრაობის აჩქარება-შენელებით ხდება ფერების, ხელებისა და ზურგის კუნთების გამაგრება. მაგრამ, სანამ სეგვეის პლატფორმაზე შედგებით, აუცილებლად გაიარეთ ინსტრუქტაჟი.

скачать dle 11.3