კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

მე და ჩემმა ქმარმა შვილი ცუდად გავზარდეთ
არ ვიცი, სწორად ვიქცევი თუ არა, ამ წერილს რომ გწერთ, მაგრამ მაინც გადავდგი ეს ნაბიჯი, თუმცა ბოლომდე ვერ გავწირე ჩემი შვილი და შვილიშვილი და ჩემი სახელი და ასაკი შევცვალე. თუ ჩემმა გოგომ და მისმა ქალბატონმა წაიკითხეს, მაშინვე მიხვდებიან, ვინც დაწერა და მეც ეს მინდა – იქნებ ცოტა აზრზე მოვიდნენ და მიხვდნენ, რომ საშინლად იქცევიან, უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, საშინლად გვექცევიან მე და ჩემს საწყალ ქმარს, რომელიც ლოგინად არის ჩავარდნილი და საერთოდ ვეღარ დგება ფეხზე. ერთადერთი შვილი და ასევე ერთადერთი შვილიშვილი კი, რომლებიც ჩვენი სისხლითა და ოფლით მონაგებ სახლში ცხოვრობენ და თავი მოაქვთ, რომ თბილისის ყველაზე პრესტიჟულ უბანში დაიბადნენ და გაიზარდნენ და ორივეს ძიძები და მოსამსახურეები დასტრიალებენ თავზე, ყოველივე ამით ტრაბახობენ, ის კი ავიწყდებათ, ვისი წყალობით ჰქონდათ ეს ყველაფერი. ეტყობა, ჩემი გოგო თავიდანვე არ გავზარდეთ სწორად მე და მამამისმა – ყველა სურვილს ვუსრულებდით, არაფერს ვაკლებდით; ვაკლებდით კი არა, სჭირდებოდა თუ არ სჭირდებოდა, თავზე ვაყრიდით, სიზარმაცესა და ჭირვეულობაზე კი პასუხს არ ვთხოვდით. ეს თითისტოლა ბავშვი ორივეს თავის ჭკუაზე გვაბზრიალებდა, ჩვენ კი ვერაფერზე უარს ვერ ვეუბნებოდით. ეტყობა, ნამეტანი ზედმეტი მოგვივიდა, ვეღარ მოვზომეთ და ბავშვსაც თავში აუვარდა ამდენი განებივრება. არ ვიცი, შეიძლება, იმიტომაც მოგვივიდა ასე, რომ ნაგვიანევი შვილია და, რომ გაგვიჩნდა, სიხარულისგან ლამის ჭკუიდან გადავედით ორივე – მეც და ჩემი ქმარიც. ისიც, ბავშვი იყო და, ცხადია, ისარგებლა ჩვენი სისუსტით. თავიდან ყველა მის კაპრიზსა და ხუშტურზე გვეცინებოდა და ძალიან გვიან მივხვდით, რომ ღირსეული ქალის ნაცვლად ერთი თავქარიანი, თავისნათქვამა, უკმეხი და, სამწუხაროდ, ამ ყველაფერთან ერთად, გაუნათლებელი და უწიგნური შვილი შეგვრჩა ხელში, რომელიც ვერც ზრდილობით დაიკვეხნიდა და ვერც ქალური სათნოებით, თუმცა, ლამაზი გოგო დადგა და ესეც შარად ექცა – 17 წლის ასაკში ვიღაც უსაქმურ ქუჩის ბიჭთან ერთად გაიპარა, ორ კვირაში კი ერთად დაბრუნდნენ და გამოგვიცხადა, ჩემი ქმარია და აქ უნდა იცხოვროსო. სიძე რომ დავინახეთ, შიშით გული გაგვისკდა, ისეთი გამოხედვა ჰქონდა, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღეთ და მივიღეთ ოჯახის წევრად, მაგრამ რამდენიმე თვეში თითქმის მთლიანად გაგვიცალა სახლი, მერე კი თვითონაც წავიდა უმისამართოდ და ორსული ცოლი ისე უპრობლემოდ მიატოვა, თითქოს მას არაფერი ეხებოდა. მას შემდეგ ერთხელაც არ მოუკითხავს. მგონი, ისიც კი არ იცის, ამხელა შვილი რომ ჰყავს, თუ, რა თქმა უნდა, ცოცხალია.
ქმრის წასვლის, უფრო სწორად კი შვილის გაჩენის შემდეგ, ჩემმა შვილმა მთლად აიწყვიტა და, რაც მთავარია, შვილიც თავისზე უარესი გაზარდა. ახლა ჩემი შვილიშვილი სკოლას ამთავრებს, მაგრამ, რად გინდა, მგონი, წელიწადზე მეტია, გაკვეთილებს არ დასწრებია და ვინ მისცემს ატესტატს? სამაგიეროდ, ერთი შენიშვნა თუ მიეცი, ისეთ უზრდელ და უწმაწურ პასუხს გაგცემს, სიცოცხლე აღარ მოგინდება. ხანდახან ეჭვიც კი მეპარება, რომ გოგოა. ჩემს შვილს კი ყველა და ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია, საერთოდ არ აინტერესებს შვილის ბედი. ჩემზე და მამამისზე ხომ საერთოდ არ ფიქრობს. ფიქრობს კი არა, უკვე რამდენჯერ მოგვაძახა, ცას გამოეკერეთო. ერთი სული აქვს, როდის ამოგვხდება სული და ამ სახლსაც მიაყიდის, როგორც ყველაფერ დანარჩენს. იმაზე კი აღარ ფიქრობს, რომ თვითონაც და თავისი შვილიც მთლად ქუჩაში დარჩებიან და საერთოდ  ხელიდან წავა ბავშვი.
მოკლედ, კატასტროფულ მდგომარეობაში ვარ და ამაში საკუთარ თავს და ჩემს ქმარს ვადანაშაულებ, მაგრამ ამით საქმეს აღარ ეშველება. ერთადერთი, ისღა დაგვრჩენია, სიკვდილს დაველოდოთ, რადგან მხოლოდ იმქვეყნად თუ დავისვენებთ.
ასმათი, 74 წლის.

скачать dle 11.3