როგორ გავიადვილოთ კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობა და გავიგოთ მისი ინტერესები
ყოველდღიურად – სამსახურში, საქმიან შეხვედრებზე თუ გადაადგილებისას უამრავ ადამიანთან გვიწევს შეხება და საკმაოდ რთულია მათი მიზნების, ზრახვებისა თუ ინტერესების ამოცნობა; მაგრამ, თუ ჰკითხავთ მათ, რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაიბადნენ და გეცოდინებათ ამ ნიშნების ასტროლოგიური მახასიათებლები, საკმაოდ გაგიადვილდებათ მათთან ურთიერთობა. ასე რომ, თუ ადამიანის ბუნების ამოცნობა გსურთ, აუცილებლად უნდა ჰკითხოთ მას, რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ არის დაბადებული, რაც საშუალებას მოგცემთ, უკეთ მიხვდეთ, რა ტიპის ადამიანთან გაქვთ საქმე.
ვერძი – ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ხმამაღალი და ხმაურიანია. ხშირად გაურბის კონფლიქტურ სიტუაციებს, უყვარს საკუთარი ინტერესებისა და მონაცემების წინა პლანზე წამოწევა. ძლიერი და თავდაჯერებულია, გამოირჩევა ტემპერამენტით, თუმცა, ბავშვივით ეგოისტია და მასთან მეტი სიფრთხილე გმართებთ.
კურო მატერიალისტია. ცხოვრებას საუკეთესო კუთხიდან აფასებს. ახასიათებს ნელი მოქმედება. უყვარს, როცა აძლევენ პრაქტიკულ რჩევებს, მაგრამ, საქმეში თუ უბრალო ურთიერთობისას, თავს არ ახვევენ საკუთარ აზრს.
ტყუპები ინტელექტუალია. ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს კამათის დროს ადვილად ამოიცნობთ. ის ბრძენი, ფლირტის მოყვარული, აზარტული თამაშების მოტრფიალე და საკმაოდ არამყარი ტიპაჟია, თუმცა, საკმაოდ მგრძნობიარე. ამიტომ, მისთვის სიამოვნების მინიჭება და მასზე შთაბეჭდილების მოხდენა ძალზე მარტივია.
კირჩხიბი მგრძნობიარე ადამიანია, ზედმეტად რომანტიკული და ბუნებით კონსერვატორი. მის გვერდით თავს მშვიდად და დაცულად იგრძნობთ, თუმცა, ხშირად სჭირდება გამოფხიზლება, რათა მიხვდეს, რომ მოდუნება ცხოვრებაში ბევრ რამეში დასწევს უკან.
ლომს – ამაყსა და თავდაჯერებულს, მოულოდნელი ცვალებადობა ახასიათებს. საზრიანი ინტელექტუალი ყოველთვის საუკეთესო არჩევანს აკეთებს ცხოვრებაში. იცის, როგორ გათვალოს ნაბიჯები და დარჩეს მოგებული; ამასთანავე, საოცრად ერთგული და მგრძნობიარეა ურთიერთობებში.
ქალწული ინტელექტუალი, სამართლიანი და შინაგანად საკმაოდ მორცხვი ტიპაჟია. ის მოწესრიგებული, შრომისა და სისუფთავის მოყვარული ადამიანია, რომელსაც ყველგან უყვარს შედარებების გაკეთება და საკუთარი მოსაზრების დასაბუთება.
სასწორს მერყევი ხასიათი სრულებითაც არ უშლის ხელს ფლირტის გაბმაში, თუმცა, ხშირად ცდება ადამიანების ამოცნობაში. მისთვის მნიშვნელოვანია, გვერდით ჰყავდეს გაწონასწორებული და ჭკვიანი ადამიანი, ვის ნდობასაც შეძლებს. ამ თვისებას ადამიანებში ის ყველაზე მეტად აფასებს.
ღრიანკალი თავდაჯერებული და მეამბოხე ხასიათით გამოირჩევა. მიმზიდველი და სიცოცხლით სავსე ტიპაჟი მუდმივად ახერხებს ყურადღების ცენტრში ყოფნას და თავადაც საკმაოდ ყურადღებიანია სხვების მიმართ.
მშვილდოსანი – თავგადასავლების მოყვარული, ქარიზმატული, მეამბოხე სულის მქონე პიროვნებაა. მის გვერდით ადამიანი ნამდვილად არ მოიწყენს. მთავარია, არ უღალატოთ, რადგან, ვერ იტანს მოღალატეებს და ამას ნამდვილად არ გაპატიებთ.
თხის რქა ძალაუფლების მოყვარულია. კარგად ნიღბავს თავის ბუნებას, თუმცა, იმდენად მხიარული და სიცოცხლის მოყვარულია, რომ მის გარემოცვაში თავს მშვიდად და კარგად იგრძნობთ. ცდილობს, ყოველთვის დაეხმაროს სხვებს.
მერწყული ოპტიმისტია. უყვარს სხვების დახმარება; ასევე, იბრძვის სამართლიანობისთვის და ამის გამო ხშირად აწყდება უსიამოვნებებსაც. თუ გსურთ მერწყულთან მეგობრობა, მასთან გულახდილი უნდა იყოთ და დაივიწყოთ პესიმიზმი.
თევზები მგრძნობიარე და მეგობრულია, თუმცა მერყევი ხასიათით გამოირჩევა. თუ თქვენ მიმართ აგრესიას გამოხატავს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას სძულხართ, უბრალოდ, ამით ცდილობს, შეინიღბოს და ის გრძნობა დამალოს, რაც თქვენ მიმართ აქვს. მასთან ურთიერთობა არ არის რთული, თუ სიტყვების კონტროლს შეძლებთ.