ბრძნული აზრები
პეტეფი: რაც უფრო ჭკვიანი და კეთილია ადამიანი, მით უფრო მეტად ამჩნევს სხვათა სიკეთეს.
საადი: ადამიანი არაკაცია, თუ ის გულგრილად უყურებს სხვათა უბედურებას.
ფერდა: ჭკუა სიმამაცეზე მაღალია.
მანძონი: მეგობრობა ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი ბედნიერებაა. მისი მთავარი სიამე ისაა, რომ გყავდეს ისეთი მეგობარი, რომელსაც საიდუმლოს გაანდობ.
ბერნე: არ მოიძებნება ქვეყნად ადამიანი, თავისუფლება რომ არ უყვარდეს; ოღონდ, სამართლიან ადამიანს სურს ყველას თავისუფლება, უსამართლოს კი – მარტო თავისთვის.
ჩადეევი: არიან ადამიანები, რომლებიც გონებით იქმნიან გულს, სხვები გულით იქმნიან გონებას; უკანასკნელნი აღემატებიან პირველთ, რადგან გრძნობაში მეტია გონება, ვიდრე გონებაში – გრძნობა.
მაკციუსი: უფრო სასიამოვნოა, თუ შენ დაჭკვიანდი სხვისი გამოცდილების ხარჯზე, ვიდრე სხვები – შენსაზე.
შპენგლერი: ჭეშმარიტია ის, რაც მუდმივია.
ბეკონი: ჭეშმარიტების ძიება, რაც ჭეშმარიტების სიყვარული და გაფრთხილებაა, ჭეშმარიტების ცოდნა, რაც მისი არსებობაა და ჭეშმარიტების რწმენა, რაც მისი ტკბობაა, უპირველესი სიკეთეა ადამიანის ბუნებისა.
სოლონი: მე მოხუცებულობაში უფრო მეტს ვსწავლობ.
ფრანსი: სწავლების ხელოვნება ნიშნავს – ჯერ აღძრა ცოდნისმოყვარეობა ახალგაზრდებში და მერე დააკმაყოფილო ის.
გორკი: სულელები მხოლოდ ზღაპრებში არიან ბედნიერნი.
მამარდაშვილი: სიტყვა ნაწილია ჩვენი სიცოცხლისა, ნაწილია მექანიზმისა, რისი მეშვეობითაც რეალიზდება ან არ რეალიზდება ჩვენი სიცოცხლისეული პოტენციები და იმპულსები.
ოთარ ჭილაძე: ბედნიერება უნდა მოითმინო.
არისტოტელე: ქმედება – თეორიისა და პრაქტიკის ერთიანობაა.
სენეკა: ჯობია, არ დაიწყო, ვიდრე შუა გზაზე გაჩერდე.
კლინგერი: ვიდრე ერთ ბრძენს წააწყდებოდე, ათას სწავლულს იპოვი.
მონტენი: სულელთან პატიოსნად დავა შეუძლებელია.
კლემანსო: ქალი ჰგავს ტყვიას, რომელსაც სიმძიმის ცენტრი აქვს არეული – გვხვდება გულში, ურტყამს ჯიბეზე და გვერდიდან გამოდის.