როგორ აყურყუტეს ციხეში შავი იუმორის გამო ვაზისუბნელი ამო
სიდედრის მკვლელი სიძე ბევრი მინახავს ცხოვრებაში, მაგრამ, ვაზისუბნელმა ამო გიგოიანმა საკმაოდ გონებამახვილურად განახორციელა ეს „ტრადიციული“ დანაშაული.
ერთხელ ამოს სიდედრი ეწვია მანგლისიდან რძალთან და ორი თვის შვილიშვილთან ერთად. მეორე დღეს ამოს ცოლი და რძალი საყიდლებზე წავიდნენ, სახლში ამო, მისი სიდედრი და ჩვილი დარჩნენ, სიდედრმა შვილიშვილი დააძინა და სიძეს უთხრა, აქვე, ფოსტაში წავალ დავრეკავ და მალე დავბრუნდებიო.
ქალი წავიდა. თხუთმეტი წუთის შემდეგ, უკან მობრუნდა და კორპუსს მიუახლოვდა, ხედავს, მისი სიძე, ამო, მეშვიდე სართულის აივანზე დგას, ხელში პლედში გახვეული ჩვილი უჭირავს და მას უყვირის – დედიჯან! ეს ოხერი ისე ტირის, რომ ვერ ვაწყნარებ. სად ხარ, სად დაიკარგეო, – ამომ უცებ პლედი ძირს მოისროლა. ამის დამნახავ ქალს კი გული გაუსკდა და იქვე დალია სული.
აღმოჩნდა, რომ პლედში მუთაქა იყო გახვეული და ამო სიდედრს, რა თქმა უნდა, ეხუმრა, თუმცა ამ ხუმრობამ ქალს ინფარქტი დამართა – საავადმყოფოში ის თავად ამომ წაიყვანა და ქალი სიკვდილს გადაურჩა. სამაგიეროდ, სასჯელს ვერ გადაურჩა თავად ამო და როდესაც მოკვლევა ჩატარდა და ყველაფერი გაირკვა, შავი იუმორის გამო ვაზისუბნელი ამო 2 წელი ციხეში აყურყუტეს.
ოთარ კერძევაძის ნაამბობის მიხედვით