კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოლოდინში განმტკიცებულები

ანუ მოკალათებულები

 რაკი კარგა ხანია, ვაჟას მთებივით გარინდებულები ვდგავართ და ველით („ნატოს“ წევრობას, რასაკვირველია), დიდად არ დავმწუხრებულვართ, როდესაც შევიტყვეთ, რომ ალიანსში მონტენეგრო მიიწვიეს, ჩვენ კი კვლავ კარი დაგვიტოვეს ღია (იმიტომ რომ, უსაზღვროა ჩვენი მოლოდინი).
ხოლო, რადგან მონტენეგრო ჩვენსავით ასპირანტი იყო და მისი კოჭი, როგორც ვნახეთ, ალჩუზე დაჯდა, იმედი ჩვენც ჩაგვესახა და ამ ჩვენს მოლოდინშიც ფრიად განვმტკიცდით.
ჩვენი თავდაცვის უწყების პირველმა პირმა გვაუწყა, რომ (მომყავს ციტატა): „საგარეო საქმეთა მინისტრებმა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღეს, რომლის საფუძველზეც საქართველოს საკითხი, ერთხელ და სამუდამოდ, ალიანსის „პარტნიორობის კალათიდან“ ღია კარის, ანუ „გაფართოების კალათაში“ გადავიდა“
მეტიც, „ნატოს“ წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს უთქვამთ, ჩვენ ვესწრაფით, რომ საქართველო იყოს შემდეგიო.
მეორე მხრივ, როგორც კი რფ-მ შეიტყო, რომ მომავალი წლის ვარშავის სამიტზე მონტენეგრო „ნატოში“ დაივანებს, თადარიგი დაიჭირა და განაცხადა, რომ გაწყვეტს მონტენეგროსთან განხორციელების პროცესში მყოფ და აწი განსახორციელებელ პროექტებს. ამ ფონზე  კი, ადვილი წარმოსადგენია რფ-ული განცხადებები, მონტენეგროს ადგილას რომ საქართველო ყოფილიყო, რაც გვაფიქრებინებს, რომ „ნატოელთა“ ზემოხსენებულ სწრაფვას ეს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი გვარიანად ამუხრუჭებს.
მაგრამ, როგორც უნდა იყოს, რაკი „პარტნიორობის კალათიდან“ „გაფართოების კალათაში“ გადაგვინაცვლებია, სხვა რა დაგვრჩენია, ვიყოთ ასე მოკალათებულები.  –

скачать dle 11.3