კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იქნება ORANGE SANTA?

ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა, ყველასათვის კარგად ნაცნობი ფიფქია, რომელიც „საქართველოს ბანკის“ საახალწლო კლიპებში სანტას უწევდა პარტნიორობას. ახალ კლიპში კი ფიფქია მარტოა, მოწყენილია და ელოდება სანტას ... იმის გასარკვევად, თუ რატომ არის ფიფქია მარტო და ვის ელოდება ის, „საქართველოს ბანკის” ბრენდის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, საშა კაცმანს მივმართეთ:


– რატომ არის ფიფქია მარტო?
– „საქართველოს ბანკმა“ გადაწყვიტა, გამოაცხადოს სახალხო ქასთინგი ORANGE SANTA-ს გმირზე. ეს სარეკლამო პერსონაჟი იმდენად უყვარს ხალხს, რომ მისი შესარჩევი ქასთინგიც სახალხო უნდა ყოფილიყო, რაც ნიშნავს იმას, რომ ქასთინგში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, განურჩევლად ასაკისა და პროფესიისა. მთავარია, იყო მხიარული, არტისტული, გიყვარდეს ცეკვა და, რაც მთავარია – ახალი წელი!
– როგორ წარიმართება ქასთინგი?
– ძირითად ქასთინგამდე გაიმართეა პრექასთინგი, რომელიც უკვე მიმდინარეობს, რადგან ძალიან ბევრია მსურველი. პრექასთინგის შემდეგ, ის მონაწილეები, რომლებიც გადავლენ ძირითად ქასთინგში, გამოვლენ ჟიურის წინაშე და შეასრულებენ კონკრეტულ დავალებებსა და ამოცანებს, რათა მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები. ძირითადი ქასთინგისთვის თვალყურის მიდევნება შეეძლება ყველას, ვებ-გვერდზე: www.2016.ge, სადაც განთავსდება ქასთინგის ვიდეოები ყოველკვირეულ რეჟიმში. შესაბამისად, ხალხი ნახავს, თუ ვინ შეიძლება გახდეს ORANGE SANTA. საბოლოოდ, ჟიური აარჩევს საუკეთესოს და სწორედ ეს ერთი ადამიანი მიულოცავს ხალხს ახალ 2016 წელს ფიფქიასთან ერთად, დეკემბერში. ORANGE SANTA-ს ვინაობა ცნობილი გახდება 20 დეკემბრისთვის და დეკემბერშივე მიიღებს მონაწილეობას „საქართველოს ბანკის“ წლევანდელი საახალწლო კლიპის გადაღებაში. მომავალი ORANGE SANTA ასევე მიიღებს 3-წლიან კონტრაქტს „საქართველოს ბანკისგან” და, ჯამში, 3 წლის განმავლობაში – 50.000 ლარის ოდენობის ჰონორარს.
– როგორ ფიქრობთ, რამდენად წარმატებული იყო ამ პერსონაჟის არსებობა „საქართველოს ბანკის” ისტორიაში?
– მარტივად რომ ვთქვათ, ORANGE SANTA ეს არის ყველაზე გრძელვადიანი ქართული სარეკლამო პლატფორმა, რადგან  პირველი კლიპი ჯერ კიდევ 2008 წელს გამოჩნდა. ORANGE SANTA  ასევე არის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი ქართული სარეკლამო პლატფორმა – ჯამში მისი მონაწილეობით 11 სერიაა გადაღებული; გარდა ამისა, ORANGE SANTA ყველაზე ყურებადი ქართული სარეკლამო პლატფორმაა – მას ინტერნეტში ჯამში 5 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
– რა არის ORANGE SANTA-ს კლიპების გადაღების მიზანი?
– ყოველ წელს სანტას რგოლები ემსახურებოდა მაყურებლამდე გარკვეული აზრის მიტანას: 2010 წელს ეს იყო გამძაფრებული კონკურენცია, სადაც გამოჩდნენ სხვა ფერის ფიფქიებიც; 2011 წლის რგოლი მიეძღვნა „საქართველოს ბანკის“ ახალ სათავო ოფისს, მისი ინტერიერისა და ექსტერიერის ჩვენებას; 2012 წელს ORANGE SANTA პირველად გამოჩნდა ზაფხულის პერიოდში; 2013 წელი მიეძღვნა საცეკვაო კონკურსის ჩატარებას, სადაც მონაწილეობა მიიღო ათასობით ადამიანმა, იყო რამდენიმე გრანდიოზული ფლეშმობი, სანტას გოგონას სიმღერა და ცეკვაც გახდა საქართველოს მოსახლეობის მთავარი საახალწლო საჩუქარი და ასე შემდეგ, მაგრამ, ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია, იყოს დიდი დღესასწაული!  
– ახლა რა არის მთავარი გამოწვევა?
– ORANGE SANTA-მ როგორც ყოველთვის, ყველას, ვინც გულშემატკივრობს და ყოველწლიურად მოუთმენლად ელოდება მას, უნდა შესთავაზოს მორიგი საახალწლო თავგადასავალი. ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა ხალხის ასეთი საყვარელი გმირის ცვლილება. ქასთინგისთვის შეიქმნა ცალკე შემოქმედებითი გუნდი, რომელიც გამოცდილია ქასთინგების ჩატარებაში და რომელმაც არაერთი სახალხოდ ცნობილი ქასთინგის ზეიმი და სუპერგმირი აჩუქა საქართველოს მოსახლეობას. ახალმა ORANGE SANTA-მ ხალხს უნდა აჩუქოს ახალი ზეიმი, წინასაახალწლო განწყობა და საყვარელი ზღაპრის გაგრძელება.
– და, ბოლოს, ვინ გახდება ORANGE SANTA?
– სულ მალე ჩვენ ყველა გავხდებით ახალი საახალწლო თავგადასავლის მონაწილეები. მაშ ასე, მოემზადეთ – „საქართველოს ბანკი” ეძებს ახალ ORANGE SANTA-ს!

скачать dle 11.3