კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არავის უმხელდა ორსულობის ამბავს ანა კოვაჩი და როგორ გადაიტანა მისმა მეუღლემ ცოლის 36-საათიან სამშობიარო პროცესზე დასწრება

ანა კოვაჩი 30 სექტემბერს ასტანაში პატარა ჟანეტის დედა გახდა, რომელიც ძალიან საყვარელი გოგონაა. ყაზახეთში ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებით, ბევრი საინტერესო ტრადიციაა, რომელთა დაცვასაც, ანა მეუღლესთან და ახლობლებთან ერთად, ყოველთვის ცდილობს. ანას „თბილისელების“ სახელით ვულოცავ შვილის დაბადებას, ჯანმრთელობას, სიხარულსა და ბედნიერებას ვუსურვებ.

 ანა კოვაჩი: ჩემი ფეხმძიმობის შესახებ რაღაც პერიოდი არავინ იცოდა. დედაჩემმაც მოგვიანებით შეიტყო – მესამე თვეში რომ ვიყავი და ასევე, ჩემმა დედამთილმაც. ცოტა ცრუმორწმუნე ვარ, ამიტომ ვეცადე, პირველ ხანებში არავისთვის არაფერი მეთქვა. მეც და ჩემს მეუღლესაც გვინდოდა შვილი, თუმცა ვამბობდით: როცა იქნება – იქნებაო. ორი კვირის ფეხმძიმე ვიყავი, რომ გავიგე – ამ პერიოდში იშვიათად იგებენ. მერე ჩემს მეუღლეს ვუთხარი და მასაც ძალიან გაუხარდა. უფრო მეტი ემოციები მაშინ მქონდა, როცა ექოსკოპიის დროს ვნახე ბავშვი.
– როგორი ფეხმძიმობა გქონდა?
– კარგი. ერთი დღეც არ მქონია ტოქსიკოზი. წყნარად და მშვიდად ჩაიარა. პირველი ხუთი თვე ჩემი მეუღლე იმაზე ღელავდა, მუცელი რატომ არ გემჩნევაო. ექიმებსაც ეკითხებოდა: რატომ არ ემჩნევა მუცელიო. ექიმმა უთხრა: ცოტა ხანი მოიცადე და შეეტყობაო. 7 თვის რომ გავხდი, მაშინ უკვე კარგად მემჩნეოდა. წონაშიც 23 კილოგრამი მოვიმატე. თვე-ნახევარი გავიდა, რაც ვიმშობიარე და უკვე 20 კილო დავიკელი. აქ ასეთ რამეს ამბობენ: როდესაც ქალი გოგონაზეა ფეხმძიმედ, მას შვილი სილამაზეს ართმევს, ბიჭი კი, პირიქით, აძლევსო.
– შენი ორსულობის ფოტოები რომ ვნახე, ძალიან ლამაზად გამოიყურები.
– ზოგი როგორ ამბობს, ზოგი – როგორ. უბრალოდ, აქ ასე იციან თქმა.  თან, როცა გოგონაზე ხარ ფეხმძიმედ, ყველაფერი ფერადი, ბრჭყვიალა მოგწონს და ამით ხვდებოდნენ, გოგოზე რომ ვიყავი ორსულად.
– მეუღლე დაგყვებოდა ექიმთან, ექოსკოპიაზე?
– ერთხელ გამომყვა, როდესაც სქესი უნდა გაგვეგო. მეც არ მომწონს, როდესაც ქმარი დაჰყვება ცოლს ექიმთან. არც თვითონ უნდოდა დიდად და არც მე. ცოლთან ერთად გინეკოლოგთან სიარული არ არის კაცის საქმე. უბრალოდ, როდესაც სქესი უნდა გამეგო, მაშინ მინდოდა, წამოსულიყო და ვუთხარი: თუ არ წამოხვალ, დიდი ხანი არ გეტყვი, ვინ არის-მეთქი. გამომყვა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის სქესს არ ჰქონდა მნიშვნელობა. მაგრამ, რომ გაიგო გოგოს ველოდებოდი, ისეთი სასაცილო ემოციები ჰქონდა... გაიღიმა და რომ ვკითხე, რას ფიქრობდა, მიპასუხა: ახლა ამას ქმარი უნდა მოვუძებნოთო. რა ქმარი, ჯერ არც დაბადებულა-მეთქი. სახლში რომ მოვედით, მეუბნება: წარმოიდგინე, გათხოვდება და სახლიდან წავა, თან, სხვა კაცთან. ამაზე ინერვიულა კარგად, ამის გააზრება იყო მისთვის შოკი. სხვათა შორის, როგორიც ექოსკოპიის ფოტოზე იყო, ისეთი დაიბადა, ისეთივე ცხვირი აქვს. 12 კვირის ფეხმძიმე ვიყავი, ჩემს მეუღლეს რომ ვუთხარი: ნახე, როგორ გგავს-მეთქი. როგორ მგავს, ეს ხომ გოგოაო. მაშინ არ ვიცოდით, რომ გოგო იქნებოდა და ექოსკოპიის ფოტოთი მიხვდა. თავიდან ბოლომდე იყო ჩართული ყველაფერში. ბევრს კითხულობდა ნაყოფის განვითარების, მუცლადყოფნის შესახებ. მერე მეუბნებოდა, მეკითხებოდა, აინტერესებდა. ბავშვს მუცელში ელაპარაკებოდა, ისევე, როგორც მე. თან, რომ გავიგე, გოგონა იყო, უფრო გამიადვილდა მასთან საუბარი.
– ასტანაში იმშობიარე?
– კი. მშობიარობამ კარგად ჩაიარა, უბრალოდ, 36 საათი ვმშობიარობდი. დიდ ხანს გამიგრძელდა სამშობიარო ტკივილები. მთელი ამ დროის განმავლობაში მეუღლე ჩემ გვერდით იყო, არ მომშორებია გვერდიდან. მშობიარობასაც დაესწრო და პირველად ბავშვიც მან დაინახა. სხვათა შორის, როდესაც ერთმანეთი გავიცანით და ამ თემაზე ჩამოვარდა საუბარი, მაშინ მითხრა: არ დავესწრები მშობიარობასო. მაგრამ, როცა სამშობიაროში წამიყვანა, მერე გადაწყვიტა, მშობიარობას დასწრებოდა. არ იცოდა, რომ ასეთი მტკივნეული და ხანგრძლივი პროცესი იქნებოდა და ამიტომ, ცოტა შოკში იყო. ღელავდა ძალიან. ექიმები მასზე უფრო ნერვიულობდნენ, ისე ეცოდებოდათ: რამდენს წვალობს, დაწვეს, დაიძინოს მაინც... ნუ ყვირი ასე, შეეშინდებაო... მთელი დღე-ნახევარი არც მას ეძინა. ერთ ხელში წყალი და შოკოლადი ეჭირა, მეორე ხელში – ბულიონი და მაჭმევდა.
– ვის ჰგავს?
– ჩემს მეუღლეს. რომ დაიბადა, მისი „კოპიო” იყო. ჟანეტი დავარქვით, ჯანეტ ქერდიყოშვილის პატივსაცემად. აქ ნათლიები არ იციან, მეორე დედას და მამას ირჩევენ. არ აქვს მნიშვნელობა, ის ქრისტიანი იქნება თუ მუსლიმანი. ბავშვი რომ იბადება, მოდის იმამი, ლოცვას კითხულობს, სახელს ეუბნება ყურში სამჯერ – ნათლობასავით არის. ჩვენც ჩავატარეთ ეს რიტუალი. არსებობს მეორე რიტუალიც – როდესაც ბავშვი 40 დღის ხდება, იღებენ დიდ ფიალას, შიგ ასხამენ წყალს და 40 მანეთს დებენ. ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები სურვილებს უთქვამენ ბავშვთან დაკავშირებით და შემდეგ ბავშვს ამ წყალში აბანავებენ.  ამ დროს ასახელებენ მეორე დედას და მამას. ჯერ მამა არ გვყავს, დედა – ჯანეტია. ძალიან წყნარი ბავშვია, უბრალოდ, ყურადღების მიქცევა უყვარს. მამამისი სულ უმღერის, უყვარს სიმღერები. აძინებს, ავარჯიშებს, მასაჟს უკეთებს ფეხისა და ხელის თითებზე, რომ მოტორიკა კარგი ჰქონდეს, თან, ჩინურ სიმღერებს უმღერის. როდესაც ბავშვი 1 წლის ხდება, აქ ასეთი ტრადიციაა, რამე ცხოველი უნდა დაკლან, ძირითადად – ცხვარი, მადლიერების ნიშნად. ასევეა, ბავშვის დაბადებისას და 40 დღის რომ ხდება. გარდა ამისა, როცა ერთი წლის ხდება ბავშვი, მოდიან სტუმრები, ბავშვს ფეხებს ლენტებით უბამენ, თან, დედ-მამას უჭირავს ხელში და ცდილობენ, გაიაროს, პირველი ნაბიჯები გადადგას. შემდეგ უხუცესმა უნდა გაჭრას ეს ლენტი და დალოცოს.
– შენ ისევე მართლმადიდებელი ხარ?
– რა თქმა უნდა, რადგან ორივე ვფიქრობთ, რომ ღმერთი ერთია. ბავშვი ისლამის სარწმუნოებაზეა, ისევე, როგორც მამამისი.

скачать dle 11.3