კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შევარდა ზვიად სხირტლაძე შუა სასიყვარულო სცენის დროს ხმლით ხელში და როდის აღმოჩნდა მსახიობის სიცოცხლე საფრთხეში

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალ სეზონზე ბრაზილიიდან გამოქცეული ცოტნეს დასასჯელად კატა ჯიქიამ, დიდი თანხის საფასურად, ამ საქმეში კარგად გაწვრთნილი მაშარაფა და მისი გუნდი დაიქირავა. მაშარაფას როლს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ზვიად სხირტლაძე ასრულებს, რომლისთვისაც ეს პერსონაჟი მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ეკრანზე დაბრუნების გზა აღმოჩნდა. მსახიობს საკუთარ გმირზე რადიკალურად უარყოფითი შეხედულება არ აქვს და როგორც გვითხრა, მას რაღაც თვისებით ჰგავს კიდეც.

ზვიად სხირტლაძე: ჩემი პერსონაჟი მრავალჭირნახული, მრავალტკივილგადატანილი, სხვადასხვა სიტუაციაში მოხვედრილი კაცია, რამდენიმე ცხოვრება რომ გაუვლია და იქამდეა მისული, ცდილობს, ფული აფერისტობით იშოვოს. ბოროტი არაა, მაგრამ როცა შენს ბედნიერებას სხვის უბედურებაზე აგებ, ეს მაინც ბოროტება გამოდის. საკამათო თემაა – როგორ შეიძლება ადამიანი არ იყოს ბოროტი და ამ დროს სხვისი უბედურებით ითბობდეს ხელს. მე ვერ ვიტან ასეთ ადამიანებს და ჩემში ასეთის არსებობას არ დავუშვებ, მაგრამ გვერდიდან რომ ვუყურებ, მისი მესმის – ის გარემოებების მსხვერპლია. მე ასე მგონია, თუმცა, ზუსტად რა დგას ამ ადამიანის უკან და როგორ განვითარდება მოვლენები, ეს სცენარისტის გადასაწყვეტია.
– სახელიც გამორჩეული აქვს.
– ჯერჯერობით მისი ნამდვილი სახელი და გვარიც კი არ ფიგურირებს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამ კაცის უკან რაღაც სხვა დგას. არ შეიძლება, დედამ შვილს უბრალოდ მაშარაფა დაარქვას. ეს კაცი მაშარაფამდე ცხოვრებამ მიიყვანა, მაგრამ იქამდე დიდი გზა გაიარა. ვნახოთ, რა იქნება, ჯერჯერობით ის აქტუალური პერსონაჟია.
– მაშარაფამ ზუსტად იცის, როგორ მიაღწიოს მიზანს, თქვენზე რას იტყვით?
– მგონია, რომ იცის და ამის სურვილი აქვს, თუმცა ადამიანს შეიძლება, ხუთჯერ და ათჯერ გამოუვიდეს ჩანაფიქრი, მაგრამ, თუ ის გონიერია, საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებული ვერ იქნება. შეიძლება, ერთხელაც არ გამოვიდეს. ჩემს შემთხვევაში, ყველანაირად ხდება – მაშარაფასნაირადაც და აბსოლუტურად, საპირისპიროდ. ყოფილა შემთხვევა, დამიგეგმავს და ყველაფერი ზუსტად ისე მომხდარა, თუმცა, აბსოლუტურად საწინააღმდეგო შედეგიც მიმიღია. არსებობს ჩემი ცხოვრების წარმატებული და წარუმატებელი ქმედებები, მაგრამ, რომც მაწამოთ, ამას მაინც არ გეტყვით. ეს ძალიან ინტიმურია.
– რისკიანი ხართ?
– ამ თვისებით მაშარაფას ვგავარ. მეც ძალიან რისკიანი ვარ, თუმცა, ახლა ვფიქრობ, რომ ეს თვისება ჩემში ნელ-ნელა უნდა დავაშოშმინო. აზარტი მოთმინების გამოცდაა და ხშირ შემთხვევაში, რისკის გამართლება ძალიან დიდ შვებას და ვნებას განიჭებს, კაზინოდან დაწყებული – ცხოვრებისეული მოვლენებით დამთავრებული. თუ არ გამოვა, ფიქრობ, რომ სხვა დროს გამოვა, მაგრამ როცა ეს ხშირად ხდება, ხვდები, რომ მარტო შენ არ გეხება, ამით მარტო საკუთარ თავს არ აზარალებ – გყავს დედა, შვილი, მეგობარი და ასე შემდეგ. გარკვეულ ასაკში აცნობიერებ, რომ ისე გარისკვის უფლება აღარ გაქვს, როგორც ოცდაორი წლის ბიჭს, რომელიც მარტო საკუთარ თავს რისკავს, რადგან დიდი პასუხისმგებლობა არ აქვს. ვარსკვლავების მოწყვეტის ნაცვლად, არაყში ან სიღარიბეში რომ აღმოჩნდები, დანერვოზდები და ამით, ძალიან ბევრ ადამიანს დატოვებ იმედგაცრუებულს. ამიტომ, რისკი და აზარტი საჭიროა, მაგრამ ის აუცილებლად უნდა მართო.
– თეატრში აქტიურად ხართ დაკავებული, თუმცა ეკრანზე დიდი ხანია, არ გამოჩენილხართ. რატომ?
– წლების წინ იყო სერიალი „ცხელი ძაღლი“ და მას შემდეგ, ეკრანზე არ გამოვჩენილვარ. თუმცა, თეატრში ძალიან აქტიურად ვიყავი დაკავებული. აქაურობა ძალიან მიყვარს, ამიტომ, ნაკლოვანებას არ განვიცდიდი. შესაბამისად, კინოს არც ვეძებდი. მოგვიანებით, როცა უკეთ დაიწყეს გადაღება და კინოს მიმართ ინტერესი მომემატა, მივხვდი, რომ მსახიობისთვის ორივე საჭიროა. ბედის მადლობელი ვარ, რომ დღეს ამ კუთხითაც მიწევს მუშაობა.
– თეატრში რა ხდება სერიალის პარალელურად?
– ახლა ვთამაშობ „რევიზორში“ რევიზორს; „ტარტიუფში“ – ტარტიუფს;  ჩიქოვანს – „ქაქუცა ჩოლოყაშვილში“ და დირექტორს – „ეუხენა ბალბოაში“. თემურ ჩხეიძე დგამს სპექტაკლს ათონელის თეატრში და იქაც ვმონაწილეობ. ვცდილობ, გადაღებამ და თეატრმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს, რადგან ეს მხოლოდ მე დამაკლდება.
– თეატრის სცენაზე უხერხულ სიტუაციაში არ აღმოჩენილხართ?
– ასეთი შემთხვევები, რა თქმა უნდა, ხდება. „ქაქუცა ჩოლოყაშვილში“ ხმლით და ყვირილით უნდა შევვარდე სცენაზე. ამ დროს მეორე მხრიდან ჩემი მეგობრები – ელიზბარი და საშაც ხმლებით უნდა შემოვარდნენ – ასეთი სცენაა. მეც შევვარდი  ხმლით და ყვირილით და ვხედავ, იქ სასიყვარულო სცენას თამაშობენ. ჩემი ხმალი და ყვირილი აბსოლუტურად არაფერ შუაშია. აღმოჩნდა, რომ სხვა სცენაში შევვარდი, მაყურებელი დაიბნა, მსახიობები გაოცებულები მიყურებდნენ – ეს კაცი ხომ არ გაგიჟდაო და მეც, ისევ ხმლის ქნევითა და ყვირილით გავვარდი კულისებში (იცინის). ერთხელ, სპექტაკლში „როცა ასეთი სიყვარულია“ მე და ჩემი პარტნიორი საწოლის სცენას ვთამაშობდით. მერე უცებ ტანსაცმელი უნდა აგვეღო და გავსულიყავით. გზაში ჩაგვეცვა და სხვადასხვა კულისიდან შემოვსულიყავით უკან, ვითომ დრო გავიდა. მორჩა ლოგინის სცენა, დავავლეთ ხელი ტანსაცმელს. უკვე ის წამია, როცა სცენაზე უნდა შევვარდე და ვხედავ, რომ ხელში კაბა მიჭირავს, მას კი ჩემი შარვალი წაუღია. მივბრუნდით, მე იმას დავაბრალე, იმან – მე, თუმცა საბოლოო ჯამში, მოვახერხეთ გამოძრომა (იცინის). ერთხელ, მახსოვს, სცენაზე ამერია და პარტნიორს საკუთარი გმირის სახელი დავუძახე, ნიკა კუჭავა იყო ჩემი პარტნიორი და თვალებით მეუბნებოდა: როგორც გინდა, გამოძვერი ახლა მაგ სიტუაციიდანო. მაყურებელიც გაოცებული მიყურებდა, თუმცა, მერე ისე გავითამაშე, ვითომ საკუთარ თავს ველაპარაკებოდი. ასეთ მომენტებში, ფიქრობ, რომ მიწა გაგისკდება და ჩაგიტანს, მაგრამ შემდეგ ხვდები, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მთავარია, მდგომარეობის გამოსწორება შეძლო.
– კარიერის მიღმა, პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– მყავს დედა, ძმა და 16 წლის ქალიშვილი – სოფიკო სხირტლაძე.  ძმა ცალკე ცხოვრობს ოჯახთან ერთად, მე და დედა – ცალკე. მეუღლეს გაშორებული ვარ, თუმცა ვმეგობრობთ და შვილი ხან დედასთანაა და ხან – ჩემთან. ჩემი შვილიც ხელოვნებისკენ იხრება, თუმცა ჯერ ბოლომდე არ ჩამოყალიბებულა. თუ რამე ცხოვრებას მიმსუბუქებს, ეს ჩემი და ჩემი შვილის ურთიერთობაა. ჩვენი ურთიერთობის და მეგობრობის გამო, ძალიან ბედნიერი მამა ვარ. მასთან სიმკაცრე თუ დავაპირე, ვიცი, რომ მაშინვე იუმორი უნდა გადავუსვა, შედეგს სხვანაირად ვერ მივაღწევ. თუმცა, მას ასეთი დამოკიდებულება არ სჭირდება. თან, ზუსტად ვიცი, ეს ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს. ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც – მიყვიროდნენ, მაგრამ არაფერი იცვლებოდა.
– რთულად აღსაზრდელი ბავშვი იყავით?
– ძალიან რთულად აღსაზრდელი ბავშვი ვიყავი. 90-იანი წლები იყო, არაფერი არ არსებობდა და კაცმა არ იცის, ქუჩაში ვინ ვის და რატომ ეჩხუბებოდა. იმ ეპოქის შვილი ვარ და გარკვეულ წლებში, სირთულეებს ვერც მე ავცდი, ჩემი თაობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად. ძალიან გამძაფრებულად იდგა მაშინ ქუჩისადმი დამოკიდებულების პრობლემა. ეს დღესაცაა, მაგრამ შედარებით ნაკლებად, მაშინ კი თითქმის ას პროცენტს ეხებოდა. ჩაბნელებულ თბილისში გარეთ უნდა გასულიყავი და იმ სიტუაციით გეცხოვრა, რადგან სხვა არაფერი ხდებოდა. სადღაც სროლა იყო, ვიღაცას იჭერდნენ, სადღაც გარჩევა მიმდინარეობდა. ჩემი სიცოცხლეც ყოფილა საფრთხეში, თუმცა, ეს ასე იყო არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი თაობისთვის. მე ამ ყველაფრისგან თავის დაღწევაში თეატრი დამეხმარა. თან, წლები გავიდა, მეც გავიზარდე და ქვეყანაც დალაგდა. ტრავმები დარჩა, თუმცა არა ძალიან ტრაგიკული. საბოლოო ჯამში, ყველაფერი სწორად განვითარდა და ახლა იმას ვაკეთებ, რაც ყოველთვის მინდოდა.

скачать dle 11.3