კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამოა თიკო ნატროშვილი ბეწვზე გადარჩენილი და რა სირთულეების გადალახვა უწევდა მას დიდი ხნის განმავლობაში

ორი შვილის დედა, მოდელი და ჟურნალისტი თიკო ნატროშვილი, რომელიც „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობს, დიდი ხანი არ არის, რაც მაყურებლის წინაშე ახალი ამპლუით წარდგა – „მუზიკ ბოქსზე” გადაცემა „ფეშენ-თაიმი“ მიჰყავს.
თიკო ნატროშვილი: ეს პერიოდი საკუთარი თავის გამოცდასაც გულისხმობს. თვითონ გადაცემა რამდენიმე წელია, არსებობს. უბრალოდ, წამყვანები იცვლებიან და ახლა „მუზიკ ბოქსმა“ ჩემზე გააკეთა არჩევანი. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დატვირთული რეჟიმი მაქვს, როგორც პირადში – ოჯახს ვგულისხმობ, ასევე სამსახურებრივი თვალსაზრისით – ვმუშაობ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში“, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, ჩავთვალე, რომ ამ გადაცემაზე მუშაობა სერიოზული შანსი იყო ჩემთვის. სულ მინდოდა, ტელევიზიაში გამომეცადა საკუთარი თავი. თუ გამომივა, მერე უფრო მასშტაბურად გავაგრძელებ. ჩემი ინტერესიც უფრო მეტად გაღვივდება და სხვა მხრიდანაც თავისით წამოვა შემოთავაზება.
– როგორ აფასებ საკუთარ თავს მაყურებლის თვალით?
– თვითკრიტიკული ვარ ნამდვილად. ცოტა ხნის წინ მეგობარმა მითხრა: ვუყურე შენს გადაცემას, მომეწონა, ძალიან თავისუფალი ხარო. ჰო, მოგეწონა? მე არ მომწონს – ეს იყო ჩემი პასუხი. როდესაც პოდიუმზე გამოდიხარ, სულ სხვა იმიჯი გაქვს, ნაკლებად იღიმი. როდესაც „ფეშენ-თაიმის“ კამერასთან დავდექი, ეს ხარვეზი ჩანდა – ბევრს არ ვიღიმოდი. ლიზა ვადაჭკორიამაც პირველივე შეხვედრაზე მითხრა: თიკო, ბევრი რამ შეგვიძლია გამოვასწოროთ, მაგრამ რაც შეიძლება, ბევრი გაიღიმე, რადგან შენ მაგივრად ვერავინ გაიღიმებსო. მეც, ნელ-ნელა ვცდილობ, ეს გამოვასწორო და შეიძლება ითქვას, რამდენიმე გადაცემაში ეს ხარვეზი უკვე აღარ იყო. მე ყველა გადაცემას ვუკირკიტებ, ეს არის ჩემი პასუხისმგებლობის მომენტი.
– რომ არ ყოფილიყო შენთვის ნაცნობი თემა, შეიძლებოდა, უარი გეთქვა გადაცემის წაყვანაზე?
– ერთი პერიოდი რადიოში ვმუშაობდი „ნიუს-რუმში“, პოლიტიკაც და კრიმინალიც იყო ჩემი სფერო. წარმოიდგინე, რა საინტერესო ცხოვრება მქონდა: დილით შეიძლებოდა, სასამართლოში ვყოფილიყავი და საღამოს პოდიუმზე ვმდგარიყავი. ეს იყო ცოტა არაორდინარული, ჩემს ხასიათთანაც ახლოს. ზოგადად, ვფიქრობ, ადამიანი როგორიც არის, ისეთივე ცხოვრება ექმნება –  საღამოს „ბიგუდებით” ზიხარ, მაკიაჟს გიკეთებენ, ქალურობის ეტალონი უნდა გახდე ვიწრო ბილიკზე, ანუ პოდიუმზე და დილით კი შეიძლება, სასამართლო პროცესზე აღმოჩნდე. სად კრიმინალის რეპორტიორი და სად – მოდელი. ასეთი რაღაცეები იყო ჩემს ცხოვრებაში და ძალიან საინტერესოც.
– რაში გამოიხატება კიდევ შენი არაორდინარულობა?
– ისე ხდება და ისე ეწყობა ცხოვრებაში რაღაცეები, რომ უფრო უნივერსალური ტიპაჟი გამოვდივარ. ვიღაცისთვის თუ ეკრანზე ვჩანვარ განსაკუთრებული სადღესასწაულო ელფერით – ბევრი ღიმილით, ამის მიღმა ვარ აბსოლუტურად სხვანაირი. იყო პერიოდი, როცა ჟურნალებში ვწერდი და შემთხვევით თუ ჩემს სახელსა და გვარს მიაგნებდნენ, კითხულობდნენ: ეს გოგო წერს, მაგან იცის წერა? რატომ არ შეიძლებოდა, დამეწერა?! სრულიად ვერ გარდავისახები, მაგრამ აი, ამ პატარ-პატარა დეტალებში შეიძლება, დაიჭირო არაოდინარულობა.
– როგორია ორი ბიჭის დედობა?
– ძალიან რთული. კარის მეზობლები გავაფრთხილე: გიჟი არ გეგონოთ, ორი ბიჭი მყავს-მეთქი. სასაცილოდ არ ჰყოფნით ეს, მაგრამ  მაინც გავაფრთხილე, რადგან სულ ვუყვირი ბავშვებს და შეიძლება, ეს ხმა გადის კიდეც. ბოლო პერიოდში ძალიან გაცელქდნენ. თან, პატარაც წამოიზარდა და უფროსს ცელქობაში აჰყვა. რომ ვეტყვი უფროსს: მათე, გამოდი აქეთ-მეთქი, გადმოყირავდება... მათე, გამოდი აქეთ, მათე, გამოდი აქეთ და ბოლოს რომ გადმოვარდება, იძულებული ვხდები, დავუყვირო. თუმცა, ეს არ არის სწორი მიდგომა, მეთოდი. ყვირილს არ ვამართლებ, მაგრამ პრაქტიკამ მაჩვენა: თუ არ დავუყვირე, არაფერი გამოვა. უკვე აქეთ მასწავლის ჭკუას, როგორ მოვიქცე. სხვათა შორის, მათეს კაცური მომენტები უკვე აქვს ხასიათში. მაგალითად, დედა უნდა დაიცვას. გამორიცხულია, განსხვავებული ფერის პომადა წავისვა, თვალი სხვანირად შევიღებო. მეუბნება: ეს გიხდება დედა, ძალიან კარგად გამოიყურები. თუ რამდენიმე დღე ქუსლიანი არ ჩავიცვი, მაკიაჟი არ გავიკეთე, სერიოზული ტონით მეკითხება: დედა, რატომ არ იპრანჭები, მე ისეთი მომწონხარო. პატარაც ყველაფერს იმეორებს, ჰყვება მას და ძალიან მეცინება. რა თქმა უნდა, საამაყოა, როცა ორი ბიჭი გყავს. რაც მთავარია, უკვე შემიძლია, ორივე დავტოვო, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, დედაჩემი ჭკუიდან გადაიყვანონ. აღარ არიან ჩემს კისერზე ჩამოკიდებულები. მათე, პატარა რომ იყო, ეგონა, დედა ტოვებდა და კედლებზე გადიოდა. ამიტომ, იძულებული ვიყავი, ბევრ კომპრომისზე წავსულიყავი. ახლა ამის საჭიროება აღარ არის.  შემიძლია, თამამად წავიდე ჩემს საქმეზე.
– პატარას ჯანმრთელობის პრობლემები მოგვარდა?
– კახის პრობლემა პრობლემად რჩება, ნელ-ნელა განიცდის პროგრესს და რაღაც ეტაპამდე უნდა მივიდეთ. ჯერჯერობით არ დადის, ორწლინახევრის არის. მე ამ თემას არ ვმალავ. არ ვეკუთვნი დედების იმ კატეგორიას, შვილი ოთახში რომ ჰყავთ გამომწყვდეული. კახი ჩვეულებრივი ბავშვია, ვითარდება ჩვეულებრივად, ხელმოკიდებული გადაადგილდება. უბრალოდ, დამოუკიდებლად ვერ მივა რაღაც ადგილამდე. თუმცა, ყველაფერზე ძვრება, რაზეც შეიძლება აძრომა. ზაფხულში ეზოში შემოსულს ღია ფანჯრის რაფაზე დამხვდა და მეძახდა: დედაო. დედაჩმმა ვერ შეამჩნია, როდის აცოცდა ფანჯარაზე, იქ ჩამოჯდა. მეოთხე სართულზე ვცხოვრობთ და ყველაზე მეტად იმისი შემეშინდა, რომ დამინახავს, სიხარულისგან არ გამოიწიოს-მეთქი. ისე ვბღაოდი ქვემოდან, ვიდექი გაშეშებული, მაისური მქონდა გაწეული, რომ თუ რამეა, დამეჭირა. მათემ იყოჩაღა, ჩამოსვა, ბეწვზე ვართ გადარჩენილები...
– მეუღლის მხრიდანაც გაქვს ალბათ ხელშეწყობა?
– გაგა ცდილობს, ჩართული იყოს ყველაფერში. პატარები რომ იყვნენ, კიდევ უფრო ყურადღებიანი იყო. ახლა კახიც დადის ბაღში, ისევე, როგორც მათე, შესაბამისად, შეგვიძლია, ბავშვები დღის განმავლობაში იყვნენ ბაღში, საღამოს კი ბებიებთან დავტოვოთ. ხელშეწყობა გაგას მხრიდან გამოიხატება იმით, რომ თუ მე ვერ ვასწრებ, მას გამოჰყავს ბავშვები ბაღიდან. შეუძლია გაასეირნოს, გაართოს. ეს უკვე შეთანხმების საკითხია.  შვილი რომ ჩნდება, ადამიანი რაღაც დოზით იზღუდება. ყველას ცხოვრებაში დგება ეს მომენტი. პირველი ერთი წელი საკუთარ თავს არ ეკუთვნი, თან, მე მივაყოლე მეორე შვილიც და ეს დრო გაიზარდა. შესაბამისად, საკმაოდ რთული პერიოდი გადავლახე და ჯერ კიდევ წინ მაქვს. საღამოს უნდა მნახო, სახლში რომ მივდივარ, ყველაფერი თავზე მაყრია და პლუს – ბავშვები. რომ მეკითხებოდი: რაში გამოიხატება შენი არაორდინარულობაო – ახლა დაბანილ-დავარცხნილი რომ ვზივარ, საღამოს სახლში მესტუმრე, კარს გაგიღებ და მიხვდები, რეალურად ვინ ვარ ცხოვრებაში. დღის განმავლობაში შეიძლება, სხვადასხვანაირად გარდავისახო –  ყველანაირი შეიძლება, ვიყო ერთ დღეში და ეს არის სწორედ არაორდინარული მდგომარეობა. შინაგანი მდგომარეობა და მოტივაცია კი ადამიანს ყველაფერს აკეთებინებს.

скачать dle 11.3