კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის დაესიზმრა მამუკა ლომაშვილს ღვთისმშობელი და ვის გამო შეინიშნება მის სახლში შპალერის ნაფლეთები და მოხაზული იატაკი

მსახიობისა და იუმორისტის, მამუკა ლომაშვილის ცხოვრებაში ბევრი საინტერესო და უჩვეულო რამ ყოფილა – პაროდიების უბადლო შემსრულებელი, ერთი პერიოდი, ძალიან იყო გატაცებული პარანორმალური მოვლენებით. უფრო მეტიც, დემონები, ავი სულები, უცხო პლანეტელები, „დამავოი“ და ასე შემდეგ, მისთვის მხოლოდ ინტერესის საგანს არ წარმოადგენდა. რა ხდება დღეს მის ცხოვრებაში ინტერვიუდან შეიტყობთ.

 მამუკა ლომაშვილი: ჩემი თეატრალური სტუდია „მაჩაბელა” ათონელის თეატრში გადმოვიდა და დავფუძნდით ათონელის 31-ში. ყველასთვის საყვარელი და უდიდესი მსახიობი, ქალბატონი ნინო ხომასურიძე, ჩვენთან სპეციალური მოწვევითაა და ბავშვებს თავის გამოცდილებას უზიარებს. ძალიან აქტიურ ფაზაში ვართ, მეცხრე საფესტივალო წელი დაგვეწყო. 13-ში გვქონდა გრანდიოზული გახსნა, საქართველოს ყველა კუთხიდან იყვნენ ჩამოსულები, 13 თეატრალური სტუდია იღებდა მონაწილეობას. იყო ძალიან კარგი სანახაობა – „ბერიკაობით” გავხსენით ფესტივალი, ამ ძირძველი ტრადიციით. წელს ვგეგმავთ ტურნეებს საქართველოს მასშტაბით. მაია ლომიძე გვეყოლება სპეციალური მოწვევით და შესანიშნავ სპექტაკლებს გავიტანთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
– ნიკოლოზი რამდენი წლისაა? ჰგავს მამას?
– ნიკოლოზი გველის წელიწადში დაბადებული „მორიელია”, 9-ში გახდა 2 წლის.  ძალიან ცელქია და გვაბრაზებს ხოლმე. ორი კაცი ძლივს ვერევით. თავის ასაკთან შედარებთ აქტიური ბავშვია, ამიტომ, გადავწყვიტეთ, ბაღში მიგვეყვანა. ფანტასტიკურად მოერგო ბაღს, იმდენად დიდი ბიჭია იძინებს კიდეც (იცინის). მისი სიცელქე სახლსაც დაეტყო და უკვე შეინიშნება შპალერის ნაფლეთები, მოხაზული იატაკი და ასე შემდეგ. ორჯერ ლამის ხანძარი გაგვიჩინა. ზამთრის პერიოდი რომ დადგა, ღუმელი ჩავრთეთ. ნინო მეუბნება, გამათბობელიდან რაღაც კვამლი ამოდის და სუნიაო. მტვერი იწვება-მეთქი. თურმე, რა მტვერი, ნიკოლოზს შიგნით ჩაუყრია პლასტმასის მანქანები და ხის კოვზები. დღესაც რომ ვრთავთ ღუმელს, სუნი მაინც არის. ვფიქრობ რომ მამას ჰგავს. დედამისს რომ ჰკითხოთ, მამას ჰგავს სიცელქით, დანარჩენი კარგი თვისებები მისი აქვს, მაგრამ, არ ვეთანხმები (იცინის).
– რატომ გადაწყვიტეთ, რომ ნიკოლოზი იტალიის მოქალაქე ყოფილიყო?
– ნიკოლოზი იტალიაში დაიბადა. ნინო 10 წელი ცხოვრობდა მილანში. ვიფიქრეთ, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ჩვენი შვილისთვის ისეთი კარგი, რომ მომავალში გამოსდგომოდა და, გადავწყვიტეთ, იტალიაში დაბადებულიყო. გმირობა ჩაიდინა ნინომ – ბოლო ერთი თვის განმავლობაში მარტო ცხოვრობდა იტალიაში,  ჩვენს მეგობარ ოჯახში; ვაჟკაცურად გადაიტანა ყველაფერი. იქ ცოტა ქართულმა საელჩომ გაგვაბრაზა, მაგრამ, საბოლოოდ, იტალიელებმა გვიჯიგრეს. ვიდრე წამოვიდოდი იტალიიდან, გავარკვიე, რა საბუთები იყო საჭირო, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ სულ სხვა საბუთები გვჭირდებოდა.
– არაერთი უცნაური ისტორია გადაგხდენიათ თავს. პარანორმალური მოვლენებით როდის და რატომ დაინტერესდით?
– ბავშვი ვიყავი, როცა კარი გაიღო და ბურთი შემოვარდა ოთხაში. ამის მომსწრე იყო ბიძაჩემიც. საერთოდ, ძალიან სენტიმენტალური ვარ და წინასწარ ვგრძნობ ხოლმე რაღაცეებს. ეს „მერწყულების” დამახასიათებელი ნიშანიც ყოფილა. ბავშვობიდან მოყოლებული, ბევრი უცნაური რამ ხდებოდა ჩემს თავს, ბევრ ისეთ ადამიანს ვიცნობდი, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ უცხოპლანეტელებთან, ავ სულებთან და ასე შემდეგ. ეს ხალხი ჩემთან საუბრისას იხსნებოდა – თავიანთ გასაჭირს მიყვებოდნენ, ამიტომ, გადავწყვიტე, მაიკო ღუღუნაშვილთან ერთად გამეკეთებინა გადაცემა პარანორმალურ მოვლენებზე. ამ თემას რაც მეტად უღრმავდები, ეს რაღაცა უფრო შემოდის შენში და ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო.  
– ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა საშიში არ არის?
– არა, რადგან, მსგავსი რაღაც ნებისმიერს შეიძლება დაემართოს. მე მზად ვიყავი ამ ყველაფრისთვის. როცა ამ თემას ეჯახები, ცოტა განათლება უნდა გქონდეს, თორემ, შეიძლება, გამოშტერდე და შენმა სულიერმა მდგომარეობამ ვეღარ გაუძლოს. ჩემს ცხოვრებაში ბევრი მსგავსი რამ ყოფილა, რაზეც გამიმახვილებია ყურადღება, თუმცა სერიოზულად არ აღვიქვამ ხოლმე, რადგან ჩვეულებრივ მოვლენად მიმაჩნია.
– რა გადაგხდენიათ თავს?
– მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა „დამავოისთან” მქონდა კავშირი. მახსოვს, მაშინ ძალიან შემეშინდა, იმიტომ, რომ ვერ მივხვდი, რა იყო. ძილის დროს რაღაც მაწვებოდა და ვერ ვსუნთავდი, ხმა არ ამოდიოდა. გადავიწერე პირჯვარი, წავიკითხე ლოცვა და ხმაც ამოვიღე. დედაჩემი შემოვიდა და მკითხა, რა ხდებაო, არაფერი-მეთქი – რა უნდა მეთქვა, არ ვიცოდი. ბარაბაშკები და უცხოპლანეტელებიც ჩვეულებრივი ბოროტი სულები არიან, რომლებიც შენს შეშინებას ცდილობენ, ეს ჩემი აზრია, თუმცა, ბევრი ადამიანის გამოცდილებიდან ვამბობ.
– კიდევ რა ფაქტის მომსწრე ყოფილხართ?
– ძალიან საინტერესო რესპონდენტები მყავდა და მათგან ვიცი, როგორ გადმოვიდა სარკიდან სული. სწორედ ამიტომ არის, ადამიანი რომ გარდაიცვლება, სახლში სარკეზე რამე ნაჭერს აფარებენ. კაცი მოდიოდა წერეთელზე და უცებ გადავიდა პარალელურ სამყაროში, გაშეშდა და რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ დაუბრუნდა რეალურ ცხოვრებას. ეს არის მონაყოლი, თუმცა სიმართლეა. მქონია შეხება ადამიანებთან, რომლებიც გარდაიცვალნენ და გაცოცხლდნენ. ამას კლინიკურ სიკვდილს არ დავარქმევ, რადგან კლინიკური სიკვდილი მაქსიმუმ 5 წუთი გრძელდება. ტვინის ფუნქციონირების შეწყეტა იწვევს სიკვდილს. როდესაც ადამიანი მსგავს მდგომარეობაში გაცოცხლდება, ამას კლინიკური სიკვდილი აღარ ჰქვია. მისაუბრია ადამიანებთან, რომლებსაც ალქაჯები, იგივე ჭინკები დაუნახავთ.
– წინა ცხოვრებაში ვინ იყავით, იცით?
– არა, მაგრამ, მყავდა არაჩვეულებრივი რესპონდენტი და მან მითხრა, რომ მეთოთხმეტედ ხარ მოსულიო. ცუცა კაკაპაძეს უთხრა, შენ წინა ცხოვრებაში მონაზონი იყავიო. დედას ვუტირებ, მეთხუთმეტედაც მოვალ ამქვეყნად (იცინის).
– ცნობილია, რომ ძალიან ცუდად იყავით და ხილვამ გადაგარჩინათ...
– ექიმები დიაგნოზსაც ვერ მისვამდნენ, ისეთ დღეში ვიყავი; ყველა პანიკაში იყო. სიზმარში ვნახე ღვთისმშობელი და, რომ გამოვიღვიძე, ვიცოდი, კარგად ვიქნებოდი. ასეც მოხდა და მას შემდეგ მშვენივრად ვგრძნობ თავს, არანაირი საფრთხე აღარ შემქმნია ჩემს სიცოცხლეს. საერთოდ, ამ ბოლო დროს ყველაფერს მაწერენ და ბევრ ისეთ რაღაცას ამბობენ, რაც მე არ გადამხდენია თავს. ასეთი სენსიტიურიც არ ვარ, ხალხნო!
– მიშას პაროდია წარსულს ჩაბარდა?
– არა, დღესაც აქტუალურია უბრალოდ თავს ვიკავებ. ეს ჩემთვის მაშინაც რთული იყო. ერთ ფაქტს გავიხსენებ: 2007 წლის ნოემბერი იყო, აქციაზე ხალხი მიშას გადადგომას ითხოვდა. მთხოვეს, რომ სიტყვა მეთქვა, დავიწყე საუბარი და – შენ არა, მიშას პაროდიით გვითხარი, ის რას გვეტყოდაო. ისეთ რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი, ვერ აგიწერთ, ვერაფერი მოვიფიქრე და უცებ ვთქვი: ძალიან მიყვარხართ და თქვენს ყველა მოთხოვნას დავაკმაყოფილებ-მეთქი. „ჩემი” მიშა და ახლანდელი მიშა განსხვავებული იყო – მე შევინარჩუნე „რევოლუციის მიშა”, რომელიც ხალხს უყვარდა.

скачать dle 11.3