კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმ შოთა ჯაფარიძის პაციენტთან ურთიერთობის რეცეპტი

ბატონი შოთა ჯაფარიძე რომ ამ დარგის გამოცდილი და უპირობო ლიდერია, თავად ჩვენმა მკითხველმა აღიარა. მისმა პაციენტებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს, თუ როგორი უშუალო და ყურადღებიანია ის მათთან.
შოთა ჯაფარიძე – ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრის „ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის” დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი. 

მინიდოსიე: 1969 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1979 წელს მოსკოვის  ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებათა ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.1987-1993 წლებში მუშაობდა მარნეულის სარაიონოთაშორისო საავადმყოფოს ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა განყოფილების გამგედ. 1993 წელს მოსკოვის  ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ინსტიტუტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.  2010 წლიდან გახლავთ ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრის, „ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის” დირექტორი. მისი ხელმძღვანელობით დაცულია შვიდი საკანდიდატო და ერთი სადოქტორო დისერტაცია. არის ოტორინოლარინგოლოგიაში რეზიდენტურის პროგრამის ავტორი და 1999 წლიდან დღემდე, პროგრამის დირექტორი. სხვადასხვა დროს სტაჟირება გაიარა  უნგრეთში,  ამერიკაში – კოლორადოს, კალიფორნიისა და ილინოისის უნივერსიტეტების ოტორინოლარინგოლოგიურ კლინიკებში. ასევე, იმყოფებოდა მივლინებებით ავსტრიის, გერმანიის, ინსბრუკისა და დრეზდენის უნივერსიტეტების ოტორინოლარინგოლოგიურ კლინიკებში. ამჟამად არის საქართველოს ოტორინოლარინგოლოგიის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი; ამერიკის ოტორინოლარინგოლოგიისა და თავისა და კისრის ქირურგიის აკადემიის საერთაშორისო წევრი; ევროპის ოტოლოგთა და ოტონევროლოგთა აკადემიის  რეგიონალური მდივანი; გერმანიის ოტორინოლარინგოლოგიისა და თავისა და კისრის ქირურგიის ასოციაციის წევრ-კორესპონდენტი, ოტორინოლარინგოლოგიისა და თავ-კისრის ქირურგიის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი. არის 67 სამეცნიერო შრომის, 4 გამოგონებისა და 1 მონოგრაფიის ავტორი. მონაწილეობდა 12 საერთაშორისო კონფერენციასა და 9 საერთაშორისო კონგრესში. 2007 წელს აირჩიეს საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. ხოლო 2013 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსად. 2002 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, 2012 წელს მიენიჭა ეროვნული პრემია. 2013 წელს დაჯილდოვდა სამოქალაქო თავდადების მედლით. ჰყავს მეუღლე – ლალი ჯაფარიძე, ორი ქალიშვილი და სამი შვილიშვილი.
– ბატონო შოთა, რა პროფილით მუშაობს თქვენი კლინიკა?
–  კლინიკის ძირითადი პროფილი გახლავთ ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები. ოპერაციების სპექტრი ფართოა, კეთდება თითქმის ყველაფერი, გარდა ონკოლოგიური დაავადებებისა. ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს ლიცენზია  ყბა-სახის ქირურგიაში, პლასტიკურ ქირურგიაში ტარდება შესაბამისი ოპერაციები. ყოველთვის ვცდილობდი, მაქსიმალურად გადამეცა ჩემი ცოდნა და გამოცდილება ახალგაზრდებისთვის. ასევე იქცევიან ჩვენი კლინიკის ექიმები. ძირითადად, ჩვენს კლინიკას მიჰყავს ოტორინოლარინგოლოგიაში (ორლ) რეზიდენტურის პროგრამა. თითოეული რეზიდენტი მიმაგრებულია გამოცდილ ექიმებთან, რომლებიც არაფერს იშურებენ ახალგაზრდებისთვის. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენს კლინიკაში სამივე პროფილით მკურნალობენ არა მარტო საქართველოს, არამედ აზერბაიჯანისა და ჩრდილოეთ კავკასიის მოქალაქეები, რაც ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმზე მიანიშნებს.
– რა სახის ოპერაციები კეთდება თქვენთან?
– როგორც აღვნიშნე, სპექტრი ფართოა. კეთდება სხვადასხვა ტიპის რეკონსტრუქციული ოპერაციები შუა ყურის მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების დროს. აგრეთვე, სმენის გასაუმჯობესებელი ოპერაციები ოროსკლეროზის დროს. ოპერაციები გარეთა სასმენ მილზე, ყურის ნიჟარაზე. კოხლეარული იმპლანტაციები მეოთხე ხარისხის სმენაჩლუნგობის დროს, როდესაც სასმენი აპარატები უძლურია ბგერის აღქმის უზრუნველსაყოფად. ეს ოპერაციები კავკასიის რეგიონში დავიწყე მე 1999 წლიდან, ჯერ კიდევ თსსუ-ს ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა კლინიკაში. დღეისთვის შესრულებულია 318 კოხლეარული ოპერაცია. ბავშვებში სრული სიყრიუსა და ყრუმუნჯობის დროს 302, ხოლო 16 – პოსტლინგვალებში (მოსაუბრე პაციენტები ორივე ყურზე სრული სიყრუის დროს), როდესაც ამა თუ იმ მიზეზის გამო, მეტყველ პაციენტებს უყალიბდებათ მეოთხე ხარისხის უმძიმესი სმენაჩლუნგობა. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ამ ოპერაციების დროულად დანერგვაში დიდად შეგვიწყო ხელი ქართულმა აუდიოლოგიურმა სკოლამ. დღეს ჩვენს კლინიკაში ტერიტორიულად განთავსებულია აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრი (დირექტორი – აკადემიკოსი ზურაბ ქევანიშვილი). ამ ცენტრის ინჟინერ-აუდიოლოგი ზურაბ გამგებელი 1999 წლიდან  ოპერაციის მსვლელობის დროს აწარმოებს აუდიოლოგიურ გაზომვებს. კლინიკაში ტარდება ყველა სახის ოპერაცია ცხვირზე და ცხვირის დანამატი წიაღების, ცხვირის პლასტიკების ჩათვლით, ასევე, ცხვირის დანამატი წიაღების ენდოსკოპიური ოპერაციები, რომელიც 1991 წლიდან   ჩვენ დავნერგეთ საქართველოში. კეთდება ოპერაციები ქრონიკული ტონზილიტის დროს, როგორც ბლაგვი, ასევე რადიოტალღებისა და დიოდური ლაზერის გამოყენებით. ყბა-სახის ქირურგიის პროფილით – ყბაყურა ჯირკვლის სუბტოტალური და ტოტალური რეზექციები, ზედა და ქვედა ყბის რეკონსტრუქციული ოპერაციები, სანერწყვე ჯირკვლების ოპერაციები, სახის ძვლების ოსტეოსინთეზი. პლასტიკური ქირურგიის პროფილით – აბდომინოპლასტიკა, მკერდის ფორმის აღდგენა, ბლეფაროპლასტიკა, სხეულისა და სახის ლიპოსაქცია, ფეისლიფტინგი, ტუჩის ფორმის შეცვლა, სახისა და სხეულის კონტურული პლასტიკა.
 – როგორი ურთიერთობა გაქვთ პაციენტთან?
–  პაციენტთან თბილი ურთიერთობა მაქვს, ყოველთვის ვცდილობ, მისთვის გასაგებ ენაზე ავუხსნა დაავადებისა და მკურნალობის არსი. თუ საქმე შეეხება ოპერაციულ მკურნალობას, საკონსულტაციოშივე ვაცნობთ ოპერაციის შესაძლო რისკებს, როგორც ეს დასავლეთის ყველა ქვეყანაში ხდება. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ არ არის შემუშავებული ოპერაციის შესაძლო გართულებების დარგობრივი უნიფიცირებული (ერთნაირი) ჩამონათვალი. იმედი მაქვს, დარგობრივი ასოციაციები ამ საკითხზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის შეხედულებებს გაიზიარებენ, გააანალიზებენ და სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების მეშვეობით, მოახერხებენ ამ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას.

скачать dle 11.3