კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეესაბამება თუ არა სტანდარტულ ნორმებს თბილისში აშენებული მაღალი კორპუსები და ამ მხრივ რომელ უბნებშია ცხოვრება საშიში

ქვეყანაში მშენებლობის სფეროში ბევრი რამ სასწრაფოდ გადასახედია. ქალაქში ბევრი შენობა შენდება, მაგრამ როგორია მშენებლობის და გამოყენებული სამშენებლო მასალის ხარისხი, ეს ის თემაა, რომლის უგულებელყოფაც არ შეიძლება, რადგან ყოველივე ზემოხსენებული, ადამიანის სიცოცხლესა და მის ჯანმრთელობას ეხება. ხშირ შემთხვევაში, შენობათა დანგრევის ერთ-ერთი მიზეზი უხარისხობაა. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საფრთხე და მაღალი რისკი ყოველთვის იარსებებს, ვიდრე მშენებლები სამშენებლო პრინციპებს არ გაითვალისწინებენ. ამ თემებთან დაკავშირებით, ინტერვიუ ვთხოვეთ, ურბანისტ ნიკო კახეთელიძეს.

 – ბატონო ნიკო, როგორია თქვენი, როგორც სპეციალისტის თვალით დანახული მშენებლობები, რომელსაც დღეს ქალაქში ანხორციელებენ და რამდენად არის დაცული ნორმები, რაც ამ სფეროში, აუცილებელ სტანდარტებს შეესაბამება?
– გეტყვით რომ, არ მაქვს უფლება, კონკრეტული მშენებლობა მოვიყვანო მაგალითად და გითხრათ, რომ ეს სახლი არ ვარგა, თუ მთელი რიგი კვლევები არ ვნახე. ამ თემაზე ყოველთვის ანგარიშზე დაყრდნობით ვლაპარაკობ. „არ ვარგა”, „არ უნდა გაკეთდესო” რომ ამბობ, უნდა დაასაბუთო. თუმცა, ჩემი აზრით, უამრავი რამ არის გამოსასწორებელი. უპიველესად, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციები, რადგან ამ მხრივ, ურთულესი სიტუაციაა. ერთი კომუნალური მეურნეობის ექსპერტი მაჩვენეთ, რომელიც იტყვის, ამ ქალაქში რა ხდება. კომუნალური მეურნეობა სასწრაფო მიხედვას საჭიროებს. კვლევებზე აღარ მაქვს ლაპარაკი. ზოგი არქიტექტურის სამსახურშიც არ არის დამტკიცებული და ნებართვაც არ არის გაცემული. გეოლოგიური კვლევები არ არსებობს. პრობლემა კიდევ ისაა, რომ ქვეყანაში კვალიფიციური სპეციალისტი ბევრი არ არის. ახლა რომ კორპუსები შენდება, იქ ცხოვრება წარმოუდგენელია. მე, სახლებს ვუყურებ, როგორც ადამიანებს. სახლი ისევე იბადება, ცოცხლობს, სუნთქავს, ვითარდება, ბერდება, ავადდება და კვდება, როგორც ადამიანები. ყველაფერს თავისი ვადა აქვს.
– მშენებლობის დროს გამოყენებული მასალა რამდენად არის ამ სახლის სიმყარისა და უსაფრთხოების გარანტი და ეს თუ კონტროლდება ჩვენს ქვეყანაში?
– როცა კერძო ინვესტორი აშენებს და მშენებელს ქირაობს, კონტროლი, უპირველესად, მან უნდა გაუწიოს. ეს ინვესტორის მოვალეობაა, მაგრამ, ამასთან ერთად, უნდა არსებობდეს სახელმწიფო რეგულაცია, რომელიც არ არსებობს. განვითარებულ ქვეყნებში მშენებლობა და არქიტექტურა ყველაზე მეტად დარეგულირებული დარგია, რადგან ადამიანის სიცოცხლესთან, მის ყოფასა და ჯანმრთელობასთანაა დაკავშირებული, თანაც ისე, რომ ამ კავშირს ვერც კი ვაცნობიერებთ. ნებისმიერი მშენებლობა ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს. ამის გარეშე ძალიან რთულია მშენებლობასა და არქიტექტურაზე საუბარი. მშენებლობაში დერეგულაციამ ამ სფეროში ძალიან ბევრი წუნი და ხარვეზი გამოიწვია. რეალურად, ყველაფერი ამის ბრალია. პრაქტიკულად, სამშენებლო კომპანია აქვს ყველას. უმრავლეს შემთხვევაში, ამ კომპანიებს არ ჰყოფნით პროფესიონალები, არც ფინანსურად შეუძლიათ სწორად აწარმოონ სამშენებლო პოლიტიკა და აშენონ ხარისხიანად. ამიტომაცაა, რომ ასეთ დღეში ვართ. თუ არ მოხდა მშენებლობის დარგის რეგულირება, ჩვენ კიდევ უფრო სავალალო შედეგს მივიღებთ. თუ ადამიანმა ხილულად არ დაინახა წუნი, ძალიან რთულია, დაადგინო, რა მდგომარეობაშია ესა თუ ის შენობა. ეს წლების შემდეგ, აუცილებლად იჩენს თავს. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას აქვს სურვილი, რომ მშენებლობის დარგში მოხდეს ამ ტიპის საკითხების დალაგება. მე, როგორც ამ საქმის სპეციალისტი, ვამბობ, ხელისუფლებამ სამშენებლო პოლიტიკაში სერიოზული კორექტივები უნდა შეიტანოს. თუ მშენებლობის უკვე გაცემული ლიცენზიები სერიოზულად არ გადაიხედა, დედაქალაქი უმძიმეს დღეში აღმოჩნდება. მაგალითად, ლაგუნას საცურაო აუზის უკან აშენებულ სახლებში, ძალიან ბევრი შეცდომაა დაშვებული. აშენდა იმ მოცულობის სახლები, რომელსაც ის ტერიტორია ვერანაირად ვერ გაუძლებს. მშენებლობასა და არქიტექტურას აქვს ასეთი თვისება – იმ ცუდის აღმოჩენა, რომელიც თავიდან არ იქნა გააზრებული, დროთა განმავლობაში ხდება. ასეთი უბანი თბილისში უამრავია. ვაკის რაიონში დღემდე საოცარი სისწრაფით მიმდინარეობს მშენებლობები. ჩვენ ვქმნით პრობლემას, და შემდეგ ვფიქრობთ, როგორ მოვემსახუროთ ამას. აუცილებლად, უნდა მოწესრიგდეს მშენებლობის და არქიტექტურის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ფაქტობრივად, არ არსებობს. ეს უნდა დარეგულირდეს. არსებობს პროფესიონალების პრობლემაც. მარტივად რომ ვთქვათ, პრობლემა რაშია, იცით? ქალაქს თავისი არქიტექტურა აქვს. არის რაღაც თემები, რომლებსაც არ უნდა გადავუხვიოთ. სოფლიდან ჩამოსულ მყიდველს, რომელსაც ბინის შეძენა უნდა, არ აინტერესებს, ოღონდ მოხვდეს ამ სახლში. სოფლის ყოფა შემოვიდა ქალაქში. ეს აისახება არქიტექტურასა და ურბანისტიკაში. არის ქალაქის ურბანისტიკა, არის სოფლის ურბანისტიკა. ახლა ეს მთლიანად ერთმანეთშია არეული. ბუნებრივია, აშენებენ, რადგან ჰყავთ მყიდველი. ბიზნესმენმა იცის, რომ ადამიანი, რომელიც თბილისში ჩამოვა. აუცილებლად იყიდის. სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია ამის მაგალითია. მშენებლობა და არქიტექტურა ძალიან რეგულირებადი თემაა – სხვანაირად ვერ ააგებ, გარკვეული ნორმები უნდა დააკმაყოფილო. ასევე, რთული კვანძია გაგარინის მოედანი, რომელიც ადრე ხშირად იტბორებოდა. ბოლო პერიოდში, ამ მოედანზე ძალიან ბევრი სახლი აშენდა. კეთდებოდა გზები და ამ კომუნიკაციების გათვლა არ ხდებოდა. ეს რეალურად, აუცილებლად წარმოშობს პრობლემას. საქალაქო-სამეურნეო მშენებლობას აქვს ასეთი თვისება – ხარვეზები თავს იჩენს წლების შემდეგ. ამიტომ, ამ საქმეში აუცილებელია ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ადამიანების ჩართვა, რომლებიც გაითვალისწინებენ წლების შემდეგ მოსალოდნელ პრობლემებს. საქალაქო მეურნეობაში დაშვებული შეცდომების გამოსწორება გაცილებით დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ვიდრე მშენებლობის ხარჯები შეიძლება, იყოს. გარდა ამისა, დედაქალაქის ურბანული განვითარების კონცეფცია უნდა მოერგოს ეკოლოგიურ პრობლემატიკას. დღეს რა ხდება? მთელი აქცენტი დასმულია მოგების მაქსიმიზებაზე. მახსენდება გოგებაშვილის ქუჩა. აივნები, ფაქტობრივად, გადმოსულია საავტომობილო გზაზე. ასეთი მიდგომა ანგრევს ქალაქს და იქ მცხოვრები ადამიანის ჯანმრთელობას. იყო რაღაც მშენებლობები კონკრეტული ადამიანების სურვილებზე გათვლილი და რა შედეგს მოიტანდა ეს ქალაქისთვის, ამაზე არავინ ფიქრობდა. ეს არის, ფაქტობრივად, ტვირთი, რომელიც გაწევს და მას ქალაქის ბიუჯეტიდან გამუდმებით სჭირდება სერიოზული ასიგნაციები.
თბილისში, განსაკუთრებით კი ძველ უბნებში, დღემდე მრავლად დგას მეცხრამეტე საუკუნეში აშენებული სახლები, ეგრეთ წოდებული  იტალიური ეზოები, რომლებიც დროს ვეღარ უძლებენ და სიძველის გამო იშლება. მეორე და უფრო დიდი პრობლემაა ის, რომ ახალი მშენებლობები, რომლის სიმახინჯეებიც კრიზისმა კიდევ უფრო თვალნათლივ დაგვანახვა, ჯერ კიდევ აშენებამდე ინგრევა. ყველაფერი ეს კი საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს უქმნის დედაქალაქის მცხოვრებთ. სანამ მერია აღდგენა-განახლების სამუშაოებს შეასრულებს და წინასაარჩევნოდ თბილისელების გულის მოგებას სხვადასხვა გზით შეეცდება, იქნებ მთავრობის წევრებმა მშენებლობის რაიმე ნორმა მაინც დააწესონ, რათა მომავალში უარეს მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ.

скачать dle 11.3