კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ქალებს მოსწონთ ცოლიანი კაცები და ვინ ნადირობენ მათზე

სხვის პირად ცხოვრებაში შეჭრა ვერ იქნება არგუმენტებით გამართლებული. თუმცა, ჩვენს ცხოვრებაში არც ისეთი იშვიათია მომენტები, როცა ორი ადამიანის მიკროსამყაროში იჭრება მესამე, თუნდაც ამას სიყვარული ერქვას. შეიძლება, ყველას აქვს თავისი სიმართლე, მაგრამ საზოგადოება არც ისეთი შემწყნარებელია „გულუბრყვილო შეყვარებულების“ მიმართ და, ქალებს, რომლებიც პარტნიორებად ცოლიან მამაკაცებს ირჩევენ, დადებითად არ უყურებს.

 ლილიკო (31 წლის): ზღაპარში რომ ვცხოვრობდეთ, მაშინ ჩემი პრობლემა არ იქნებოდა ისეთი გლობალური და საერთოდაც არ იარსებებდა. ზღაპარში როგორ ხდება? მარტოხელა ქალი ხვდება ასევე მარტოხელა, ძალიან საინტერესო, სიმპათიურ მამაკაცს და ცხოვრობენ ერთად ბედნიერად დიდი ხნის განმავლობაში, პრობლემების გარეშე და არავინ ერევა მათ ურთიერთობაში... მაგრამ რეალობა ხომ არაფრით ჰგავს ზღაპარს? ჩვენ კი რეალობაში ვცხოვრობთ, სადაც ადამიანები ერთმანეთის მეგობრები არ არიან.
– არც მტრები უნდა იყვნენ, ხომ მართალია?
– გეთანხმებით, მტრები ნამდვილად არ უნდა იყვნენ და არც მე მიმაჩნია საკუთარი თავი ვიღაცის მტრად. თუმცა, სხვები, ალბათ არ ფიქრობენ ასე. ერთი კონკრეტული ქალისთვის მაინც მე დაუძინებელი მტერი ვარ, ხელიდან წასული უზნეო და ნაძირალა... დიახ, კაცს, რომელიც მიყვარს, ჰყავს ცოლი – ამ რეალობას ვერსად გავექცევი და არც ვაპირებ. ასე მოხდა და, მგონი, მარტო მე არ ვარ დამნაშავე ამ ყველაფერში. მეტი პასუხისმგებლობა იმას უნდა გამოეჩინა, რომ მე ასე ღრმად არ შემეტოპა სასიყვარულო სამკუთხედში. რატომღაც, მეტი აგრესია ყოველთვის ქალებზე მოდის: ჩვენ გვაქვს კუდი და რქები, ვანგრევთ ბედნიერ ოჯახებს. ვერ იქნება ის ოჯახი ბედნიერი, რომელშიც მამაკაცს მუდმივად სხვა ქალებისკენ გაურბის თვალი, თუნდაც ჯერ საყვარელი არ ჰყავდეს. არავინ იფიქროს, რომ კმაყოფილი და ბედნიერი ვარ ჩემი ხვედრით, პირიქით, საკმაოდ მწარე რეალობა მაქვს, მაგრამ, ვხვდები, რომ ბედისწერის გადაწყვეტილება იყო ეს და არა ჩემი არჩევანი.
– ბედისწერამ გადაწყვიტა, კავშირი გქონოდათ ცოლიან კაცთან?
– ვფიქრობ, რომ სწორედ ასე იყო. აბა, არჩევნის საშუალება რომ მქონოდა, რად მინდოდა სხვისი ქმარი? თავს კი არ ვიმართლებ, მინდა, სწორად გამიგოთ – არ გამოვირჩევი მებრძოლი და შემტევი ხასიათით. ვერ დავუწყებდი ბრძოლას ვერც საკუთარ თავს და ვერც რეალობას. არიან ქალები, რომლებიც ცხოვრებას კალაპოტს უცვლიან...
– ეს როგორ?
– არ იცნობთ ასეთ ქალებს?  მე ვიცნობ. მათთან  ყველაფერი ისე არის, როგორც თვითონ უნდათ და მოსწონთ. განა რამეს ვამბობ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მაგრამ, მე მათნაირი არ ვარ და მოცემულობა ისეთი მივიღე, როგორიც იყო...
– ანუ, როცა შეხვდით და ურთიერთობა დაიწყეთ, იცოდით, რომ ცოლი ჰყავდა?
– ვიცოდი, ტყუილს არ ვიტყვი, მაგრამ, შემიყვარდა. იცით, მე ჩემს კავშირს ამ ადამიანთან როგორ აღვიქვამ? როგორც ბედის გადაწყვეტილებას. მე რეალური ცხოვრებაც მაშინებს – ვიცი, რომ ვიღაც სხვა ადამიანის პირად ცხოვრებაში შევიჭერი და მას პრობლემები შევუქმენი, მაგრამ რა ვქნა, ვერაფერს ვაკეთებ.
– იქნებ თქვენ სწორედ ასეთ კაცს ეძებდით?
– როგორს, ცოლიანს?  შეიძლება. უცოლო მამაკაცი ძალიან ბევრს ფიქრობს ურთიერთობაზე, ძნელად მოგყვება, ყველაფერს უკირკიტებს, გამადიდებელი შუშით გაკვირდება და გზომავს; ფიქრობს, რომ შენ მარტო იმაზე ოცნებობ, როგორმე ცოლად გაჰყვე.
– ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, ცოლიანი კაცი უფრო ადვილი „დასათრევია“?
– არა, ასე ნუ იტყვით. ნამდვილად არ მიჩალიჩია მის დათრევაზე, რა სისულელეა! თავისთავად მოხდა ისე, რომ ერთმანეთს შევხვდით და ერთმანეთი მოგვეწონა...
– და, როცა გაიგეთ, რომ, ცოლიანი იყო, უკვე ყურებამდე იყავით შეყვარებული.
– უტრირებას უკეთებთ ჩემს სათქმელს. მესმის, რომ, ის ქალები, რომლებიც ცოლიან კაცთან იწყებენ ურთიერთობას, ხშირ შემთხვევაში სწორედ ამას ამბობენ, მაგრამ მე არ ვაპირებ თავის მართლებას. ამიტომაც არ გამიჩნდა თქვენთან ჩემი ამბის მოყოლის სურვილი. უბრალოდ, ცოლები ჩემნაირ ქალებს ურჩხულებად აღიქვამენ, უსულო და უგულო არსებებად; თითქოს ჩვენ არ ვიცოდეთ არც ოჯახის ფასი და არც სიყვარული გვინდოდეს. მიყვარს და რა გავაკეთო?!
– თქვენ თავად როგორ აღიქვამთ საკუთარ თავს ამ ურთიერთობაში?
– მსხვერპლად – სწორედ ამას ვფიქრობ ხოლმე, როცა მარტო ვრჩები. ის თავის ცოლ-შვილთან მიდის, მე კი ტირილით ბალიშს ვასველებ. ნეტავი ვინმეს თუ ჰგონია, რომ მე არ მინდა, რომ საყვარელი მამაკაცი მხოლოდ მე მეკუთვნოდეს, ძალიან ცდება. რადგან ბედისწერამ ასე მოინდომა, მე რა უნდა შევცვალო?! იმას უნდა დავჯერდე, რაც მაქვს.
– რომ დაასრულოთ ურთიერთობა? ის ხომ ატყუებს ცოლს. მატყუარა კაცი გამოგადგებათ?
– კაცი ნივთი არ არის, რომ ის გამოგადგეს ან არ გამოგადგეს. კაცი უნდა გიყვარდეს – ასე მესმის მე ურთიერთობა. როცა ერთმანეთი გავიცანით, 29 წლის ვიყავი, ოცდაათი წლის ვხდებოდი და თავს ვიმშვიდებდი, საუკეთესო წლები ჯერ წინ გაქვს-მეთქი. უნდა ვაღიარო, რომ მარტოდ დარჩენის შიშიც გამიჩნდა. ერთხელ, ქუჩაში რომ მომმართეს – ქალბატონოო, ისე ვინერვიულე, ლამის ჭკუიდან შევიშალე. მაშინ ვიფიქრე, რომ ჩემი ცხოვრება დამთავრდა. შეიძლება, ეს შიში სრულიად უსაფუძვლო იყო, მაგრამ, ადამიანი ვარ და ჩემზე ასე იმოქმედა. ამ დროს გამოჩნდა ეს კაცი – სიმპათიური, თბილი, ყურადღებიანი და როგორც ხავსს, ისე მოვებღაუჭე. მეორე შეხვედრაზე მითხრა, რომ ცოლი და შვილი ჰყავდა და ვერაფერს შემომთავაზებდა, გარდა სიყვარულისა. მე მივიღე ისეთი, როგორიც იყო და ერთხელაც არ მითქვამს მისთვის, რომ რამე მეტი მინდოდა.
– იმის თქმა გინდათ, რომ არ უბიძგებთ ოჯახის დანგრევისკენ? მაგრამ, თქვენ ხომ მაინც არსებობთ და მათ შორის დგახართ?
– გეთანხმებით, მოცემულობა და რეალობა ნამდვილად ასეთია, არ უარვყოფ, ან, როგორ უნდა უარვყო, მაგრამ, რა გავაკეთო? ჩემი ოჯახის წევრები შოკირებულები  არიან. დედაჩემი ჩემთან ჩხუბით დაიღალა, მაგრამ, რაც არის, იმის შეცვლის ძალა არ შემწევს.
– როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი? შეუძლებელია, ამაზე არ ფიქრობდეთ.
– ვფიქრობ, მაგრამ ცხოვრებას ვერ შევცვლი. მერე, რაღაც დროის შემდეგ, როცა მივხვდები, რომ ამისთვის მზად ვარ, გავაჩენ ბავშვს და გავზრდი, ისე, რომ მას არ ვეტყვი. როგორც კი გავიგებ, რომ ორსულად ვარ, მაშინვე დავასრულებ ურთიერთობას.
– ფიქრობთ, რომ ეს სამართლიანი საქციელი იქნება?
– ალბათ, არ იქნება სამართლიანი, მაგრამ, მეც ხომ მაქვს ბედნიერების უფლება? საყვარელი ადამიანისგან შვილი კი ნამდვილად გამაბედნიერებს.

скачать dle 11.3