კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ თვეში დაბადებული ადამიანები არიან პირად ცხოვრებაში უიღბლოები

ასტროლოგიური თვალსაზრისით, კონკრეტულ თვეში დაბადებული ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან როგორც სახასიათო შტრიხებით, ასევე ბედ-იღბლით. ამიტომ, თუ გეცოდინებათ, რომელ თვეში დაბადებულ ადამიანს რა ხასიათი აქვს და რა კუთხით უმართლებს, მასთან ურთიერთობა საკმაოდ გაგიადვილდებათ.
იანვარში დაბადებული ადამიანი არ არის მომთხოვნი და კმაყოფილდება იმით, რაც აქვს. ავტორიტეტულ და გავლენიან პირებთან ურთიერთობისას ის მეტ გამოცდილებასა და ცოდნას იძენს; ადვილად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ; არ უყვარს ზედმეტი კრიტიკა და, ცდილობს, არც სხვა გააკრიტიკოს; ხშირად უჩნდება სურვილი, განმარტოვდეს და დაფიქრდეს წარსულზე.
თებერვალში დაბადებული ადამიანები გაწონასწორებულები და გონებამახვილები არიან. სერიოზულ ემოციურ პრობლემას ხშირად უქმნით ახლობელ ადამიანებთან დაპირისპირება. განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ იმის მიმართ, თუ რას ამბობენ მათზე უცხო ადამიანები. მათთვის  მნიშვნელოვანია სხვების აზრი. ისინი კარგი მრჩევლები არიან მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის.
მარტში დაბადებულები გონებამახვილობითა და იუმორის გრძნობით გამოირჩევიან. ყველასთან შეუძლიათ საერთო ენის გამონახვა. ხშირად სწყდებიან რეალურ სამყაროს და ფანტაზიებში იჭრებიან. ამ თვეში დაბადებულ ადამიანთან ურთიერთობა დადებით ემოციებსა და განცდებს იწვევს. არ უჩივიან თაყვანისმცემლების უყურადღებობას, თუმცა ოჯახურ სფეროში იშვიათად უმართლებთ.
აპრილში დაბადებული ადამიანები იმპულსურობითა და მებრძოლი სულისკვეთებით გამოირჩევიან. გარემოება ხშირად აძლევს მათ შანსს, მატერიალური დოვლათი მოიპოვონ. მთავარია, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდნენ. რასაც მიზნად დაისახავენ, ყოველთვის მიაღწევენ. არ უყვართ, როცა ატყუებენ და, ამის გამო, შესაძლოა, საყვარელი ადამიანებიც კი სამუდამოდ დაივიწყონ.
მაისში დაბადებულები ვერ იტანენ თავისუფლების შეზღუდვას. ერთი შეხედვით, წყნარი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ, თუ გაბრაზდნენ, დიდხანს ვერ დააშოშმინებთ, ტკბილი სიტყვით კი ნებისმიერ საქმეს გააკეთებინებთ. ხშირად ბედში არ უმართლებთ, თუმცა არ არიან ზედმეტად მომთხოვნები და ის მცირედიც აკმაყოფილებთ, რაც გააჩნიათ. მაგრამ, უკეთეს მომავალზე ფიქრს არასდროს გაურბიან და სჯერათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
ივნისში დაბადებული ადამიანები ნიჭიერები არიან. ახასიათებთ ექსტრავაგანტური მოქმედებები. პატივს სცემენ ტრადიციებს. ოჯახის წევრების მიმართ გამოხატავენ სითბოს და უყვართ მოდურად ჩაცმა. ცოტა მშიშრები არიან და ამის გამო ცხოვრებაში ხშირად უწევთ უკან დახევა. ისმენენ სხვების აზრს, მაგრამ არ ითვალისწინებენ.
ივლისში დაბადებული ადამიანი ცდილობს არავის აწყენინოს და ყველასთან კარგი ურთიერთობა დაამყაროს. ხშირ შემთხვევაში, ბედში არ უმართლებს. ის ყოველთვის ერიდება კონფლიქტურ სიტუაციებს, გაუგებრობებსა და ჩხუბს. ჯანმრთელობის მხრივ სუსტია და ამის გამო ხშირად ავადმყოფობს, რაც მის პროფესიონალიზმს აფერხებს.
აგვისტოში დაბადებული ადამიანები კონფლიქტური ხასიათით გამოირჩევიან. უყვართ დამოუკიდებელი ცხოვრება. უჭირთ მეორე ნახევრის არჩევა და პირად ცხოვრებაში ხშირად უშვებენ შეცდომებს. ბევრი კრიზისული პერიოდი აქვთ, მაგრამ ამის გამო დეპრესიაში არ ვარდებიან. ცდილობენ, საკუთარი შრომისუნარიანობით გადალახონ წინაღობები.
სექტემბერში დაბადებულები ხშირად ხვდებიან საკამათო სიტუაციებში. პირად ცხოვრებაში ბევრ პრობლემას აწყდებიან და ბედსაც უჩივიან, თუმცა კარიერაში მეტად იღბლიანები და წარმატებულები არიან. პარტნიორების დახმარებით, საქმესა თუ ბიზნესში წარმატებებს აღწევენ.
ოქტომბერში დაბადებული ადამიანი სადაც შედის, სიხალისე და იდილია შეაქვს. კარიერაში დიდ წარმატებებს აღწევს და გარშემო მყოფებშიც კარგი ავტორიტეტით სარგებლობს. უყვარს ახლობლების, მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის დახმარების გაწევა. პირად ცხოვრებაში კი სულ ძიებაშია და საკუთარი მიღწევებით არასდროს კმაყოფილდება.
ნოემბერში დაბადებული ადამიანი აქტიურობითა და მიზანდასახულობით გამოირჩევა. ადვილად ამჩნევს ფარულ მტრებს და ყოველთვის ახერხებს, იყოს მათზე ძლიერი. შეუძლია, დიდ წარმატებებს მიაღწიოს საკუთარი ძალებით და არა სხვების დახმარებით. საყვარელ ადამიანთან გრძნობით მოქმედებს და ხშირად იგნორირებას უკეთებს  გონების კარნახს. რის გამოც, შესაძლოა, ცხოვრების ბოლომდე არ გაუმართლოს სიყვარულში.
დეკემბერში დაბადებულები მკაცრები და ზედმეტად კრიტიკულები არიან. გარშემო მყოფებთან ხშირად უწევთ კამათი. სწრაფად იკეთებენ კარიერას და არც ბიზნესში უჭირთ სასურველი შედეგების მიღწევა. საკუთარ ავტორიტეტს ყოველთვის პირადი მიზნებისთვის იყენებენ. უყვართ ოჯახური სიმშვიდე და იდილია.

скачать dle 11.3