მძარცველთა საგანძური
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹22-47(778)
ნოდარი კუპეში რომ დაბრუნდა, ვასო სიგარეტს ეწეოდა, თან მოკამკამე ზღვას გაჰყურებდა.
– დილა მშვიდობისა, ვასო, – მიესალმა ბიჭი კაპიტანს.
– ოჰ, კვიცს გაუმარჯოს! – მიუგო ვასომ და დაამატა: – ბოდიში, კვიცს კი არა, ულაყს... ჰა? აჭენებ და აჭენებ, ხომ?!
– კარგი, რა, ნუ დამცინი, – თქვა ნოდარმა და ჩამოჯდა.
– სულაც არ დაგცინი. იულია გადაგირევია და იმის სიტყვებს ვიმეორებ.
– რაო, რა გითხრა იმ გიჟმა?
– რაო და ნამდვილი ულაყიაო.
– კიდევ?
– კიდევ ის, რომ ადლერში რომ ჩავალთ, ველურ პლაჟზე უნდა წავიყვანოო. ზღვაში არ დაიხრჩო, ბიჭო. ცურვა იცი?
– არა.
– არა?!
– არა, წყალს არც ვეკარები.
– ძალიან კარგი. უფრო მშვიდად ვიქნები, – თქვა ვასომ.
მატარებელი ჩიხში რომ შეიყვანეს და ტრანზიტული მგზავრები წავიდ-წამოვიდნენ, იულია და ნოდარი ვასოს ეახლნენ და გოგონამ კაპიტანს უთხრა:
– რას იზამ, დარჩები თუ გაისეირნებ?
– დავრჩები და ცოტასაც წავუძინებ, – მიუგო ვასომ.
– ჰოდა, ძალიან კარგი. მთელ ვაგონში მხოლოდ შენ და ერთი ცოლ-ქმარი იქნებით, იმათ თავიანთი საქმე აქვთ, – გამცილებელს ეშმაკურად ჩაეცინა და დაამატა: – შენ ხელს არ შეგიშლიან, შეგიძლია, მშვიდად იძინო.
– მგზავრებმა რომ თავიანთი ბარგი დატოვეს და გაიქცნენ, არ ეშინიათ, რომ ვინმე გაძარცვავს?
– კუპეებიც იკეტება და ვაგონიც. გარეთ კი მილიცია პატრულირებს, ასე რომ, საშიში არაფერია.
– თუ ასეა, ძალიან კარგი, მშვიდად დავიძინებ.
– ჩვენ წავედით. მაქსიმუმ ცხრაზე მოვალთ, ათზე კი უკვე გავდივართ.
– კეთილი, აბა, თქვენ იცით, – უთხრა ვასომ წყვილს და კუპეს კარი ჩაკეტა. შემდეგ სიგარეტი გააბოლა, წამოწვა და მოკლულ პოპოვსა და დანარჩენებზე დაიწყო ფიქრი.
ვასოს ფიქრებში ჩაეძინა, ერთი საათის შემდეგ კი კაკუნმა გამოაღვიძა. კაპიტანმა თვალები მოიფშვნიტა და იკითხა:
– რომელი ხარ?
– ბოდიშს გიხდით. მე თქვენს ვაგონში, მეზობელ კუპეში ვმგზავრობ მეუღლესთან ერთად. ასანთი გვჭირდება და, ხომ ვერ გვათხოვებთ? – მოესმა ვასოს მამაკაცის ხმა.
– ახლავე, – მიუგო ვასომ. კუპეს კარი გააღო და ასანთს დასწვდა, რომ მთხოვნელისთვის მიეცა.
ამ დროს ზღურბლბზე პისტოლეტმომარჯვებული მამაკაცი გამოჩნდა, გვერდით კი ახალგაზრდა გოგონა ედგა. პისტოლეტიანმა იარაღი მიუშვირა ვასოს და კბილებში გამოცრა:
– არ გაინძრე! საფულე და ძვირფასი ნივთები მაგიდაზე დააწყვე, შენ კი ფანჯრისკენ შეტრიალდი!
„ესღა მაკლდა“... – გაიფიქრა კაპიტანმა. შემდეგ საფულე მაგიდაზე დააგდო და შეიარაღებულ მამაკაცს მიაჩერდა.
– ფანჯრისკენ შეტრიალდი და ნუ მიყურებ, თორემ, ტვინს გაგასხმევინებ! – შეუღრინა შეიარაღებულმა ვასოს.
კაპიტანი შეტრიალდა, პისტოლეტიანმა კი თავის მეწყვილე გოგონას უთხრა:
– მიდი, საფულე დაითრიე!
გოგონა კუპეში შევიდა. საფულე დაათვალიერა და შეიარაღებულს უთხრა:
– ნახე, რამდენი ფულია აქ. თანაც სულ ორმოცდაათიანი და ასიანი კუპიურებია. როგორც ჩანს, ქართველ „ფაშისტებს“ ჩავავლეთ.
– როგორც ჩანს, – გაიმეორა პისტოლეტიანმა და ვასოს უბრძანა: – აბა, ფაშისტო, შემობრუნდი!
ვასო შებრუნდა. პისტოლეტიანმა კი მას უთხრა:
– აბა, ერთი შენი ბარგი გვანახე.
ვასოს ცივმა ოფლმა დაასხა, მაგრამ მთელი ნებისყოფა მოიკრიბა და მიუგო:
– უბარგოდ ვარ.
– უბარგოდ? – ჩაეცინა მძარცველს, – ლენინგრადში შენ და შენი მეგზური ორი დიდი ზურგჩანთით ამოხვედით და რა უყავით?
– ტუაფსეში პატრონს გავატანეთ, – მშვიდად მიუგო ვასომ.
– აბა, ერთი, ჩანთები გაუშმონე, – უთხრა პისტოლეტიანმა გოგონას და საწოლისკენ გაიშვირა იარაღი.
გოგონამ კოპები შეკრა და ვასოს შეუღრინა:
– ადექი, კაცო!
ვასო საწოლიდან წამოდგა და განზე გადგა, თან ფიქრობდა, როგორ განეიარაღებინა მძარცველი.
გოგონამ საწოლი ასწია და ორივე ზურგჩანთა ამოიღო. შემდეგ საწოლი კვლავ დაუშვა, ჩანთები საწოლზე დაალაგა, ვასოს მიუბრუნდა და უთხრა:
– აკი, ტუაფსეში ჩავაბარეთ პატრონსო?
– დამვიწყებია, – ირონიით მიუგო კაპიტანმა.
ზღურბლზე მდგარმა პისტოლეტიანმა კი კაპიტანს უთხრა:
– ეტყობა, ჩვენთვის ინახავდი, – შემდეგ კი გოგონას უთხრა: – აბა, გახსენი, ვნახოთ, რა ბარახლოა შიგნით.
გოგონგამ ზურგჩანთის გახსნა დაიწყო, ვასო კი გადამწყვეტი მოქმედებისთვის მიემზადა და გაიფიქრა: „ახლა ამ ნაბიჭვრებს წამიერი შოკი ექნებათ და ეს მომენტი უნდა გამოვიყენო“.
მძარცველი გოგონა ზურგჩანთას ფარავდა და პისტოლეტიანი მამაკაცი მის შიგთავსს ვერ ხედავდა. ამიტომ, ზურგჩანთა რომ გახსნა და გოგონამ ფულის დასტები დაინახა, ადგილზე გაქვავდა.
– რას გაშეშებულხარ. რა არის შიგნით? – შესძახა პისტოლეტიანმა.
გოგონას ლაპარაკის უნარი დაჰკარგვოდა, გვერდზე გაიწია და თავის პარტნიორს ხელით ამიანიშნა ფულებზე.
„ცოტაც და, უკვე შეიძლება, დავიწყო“, – გაიფიქრა ვასომ და ნახტომისათვის მოემზადა.
პისტოლეტიანმა ფულის დასტებს რომ მოჰკრა თვალი, ყბა გვერდზე გაექცა, თვალები აუპარპალდა და პისტოლეტიანი ხელი ჩამოუვარდა. ვასომ ამ მომენტით ისარგებლა, ვეფხვივით ისკუპა მამაკაცისკენ და დერეფნის ფანჯარას მიანარცხა, თან თავი ცხვირ-პირში სთხლიშა, იქვე დააკარგვინა გონება და პისტოლეტი აართვა. შემდეგ კუპეში შებრუნდა და გაოგნებულ მძარცველ გოგონას სილა გააწნა, კედელს მიახეთქა და კბილებში გამოსცრა:
– ნაბიჭვრებო. თქვენი დედაც! ახლა ორივეს მოკვლა მომიწევს!
– გონება დავკარგეთ, გვაპატიეთ, არ მოგვკლათ... – ატირდა გოგონა.
– მანდ ეგდე და თავი არ წამოყო! – შეუღრინა ვასომ გოგონას, შემდეგ დერეფნიდან გონდაკარგული ახალგაზრდა კაცი შემოათრია, საწოლზე დააგდო და თქვა:
– ეს ლეში შენი ვინაა?
– შეყვარებული, – ამოისლუკუნა გოგონამ.
– ჰოდა, თქვენს სიყვარულს ახლავე წერტილს დავუსვამ, – თქვა კაპიტანმა და წყვილს პისტოლეტი მიუშვირა.
– არ დაგვხოცო, რას გვერჩი? – ტიროდა გოგონა.
– თქვენ რას მერჩოდით, მოტყუებით რომ შემომიცვივდით?
– ეს ჩვენი პროფესიაა – მძარცველები ვართ და ასე ვმუშაობთ, – თქვა გოგონამ.
ვასოს ირონიულად ჩაეცინა. გოგონას პისტოლეტი მიუშვირა და მიუგო:
– ეს კი ჩემი პროფესიაა და მეც ასე ვმუშაობ.
– არ მოგვკლა, არ მოგვკლა, – ტირილს უმატა გოგონამ.
– ერთი დამაჯერებელი არგუმენტი მითხარი, რატომ არ უნდა მოგკლათ და თავს დაგანებებთ.
– მკვლელობა ცოდვაა, – თქვა გოგონამ.
ვასომ გულიანად გადაიხარხარა და თქვა:
– კარგა ხანია, ასე არ მიცინია. ცოდვებზე ვინ მელაპარაკება – მძარცველი, რომელიც ათი წუთის წინ ჩემს გაძარცვასა და მოკვლას აპირებდა?!
– ჩვენ მხოლოდ ვძარცვავთ, მაგრამ, არავის ვკლავთ.
– კარგი ერთი! რომ შემოგვკვდომოდი? როდესაც ხელში იარაღი გიჭირავს, პოტენციური მკვლელი ხარ, – თქვა ვასომ, გაიცინა და გოგონას ჰკითხა: – ანტონ ჩეხოვზე თუ გსმენია რამე?
– დიახ, მე მგონი, მწერალი იყო.
– ყოჩაღ. კი, მწერალი იყო და პიესებსაც წერდა. იცი, რა თქვა ჩეხოვმა?
– არ ვიცი.
– რა თქვა და, თუკი სცენაზე ოთახში თოფი კიდია, სპექტაკლის განმავლობაში ის აუცილებლად გაისვრისო, – ვასომ პაუზა გააკეთა და დაამატა: – თუ ხვდები, რატომ გეუბნები ამას?
– ვერა, – მიუგო გოგონამ.
– ეს იმას ნიშნავს, რომ პისტოლეტი რომ გიჭირავთ, ერთხელ მაინც გაგივარდებათ და შეიძლება, ვინმე შემოგაკვდეთ. ხომ შეიძლებოდა, რომ ეს დღეს მომხდარიყო და მე მოგეკალით?
– მაგრამ, ხომ არ მოგკალით, პატივცემულო?! – ამოილუღლუღა გონზე მოსულმა მამაკაცმა და წამოიწია.
– არ გაინძრე! – შეუღრინა ვასომ და დაამატა: – გაიღვიძე, რემბო?
– ხომ არ მოგვიკლიხართ? – გაიმეორა გოგონამაც.
– ეს იმიტომ, რომ ვერ მოასაწრით. აბა, არ მეშუსტრა, თუ სულს არ გამაძრობდით!
– არ გაგაძრობდით. არ მოგვკლათ, გემუდარებით, – შეევედრა ვასოს გოგონა და ისევ ატირდა.
– არც ვაპირებდი, – გაეცინა ვასოს, – თუმცა, სხვა ჩემს ადგილას ბოლოს ისე მოგიღებდათ, თვალსაც არ დაახამხამებდა.
– მართლა არ მოგვკლავთ? – ჰკითხა გოგონამ.
ვასომ კი კითხვითვე უპასუხა:
– ჩაკეტილი ვაგონიდან გასვლას როგორ აპირებდით?
– გასაღები გვაქვს, – მიუგო მამაკაცმა.
– მომეცით.
მამაკაცმა ჯიბიდან მატარებლის ვაგონის უნივერსალური გასაღები ამოიღო და წამოდგომა სცადა. ვასომ კი უთხრა:
– გადმომიგდე!
მამაკაცმა გასაღები ვასოს გადაუგდო, კაპიტანმა ჯიბეში შეინახა და ჰკითხა:
– თქვენ ისეთი თადარიგიანები ჩანხართ, თოკი და წებოვანი ლენტიც გექნებათ.
– გვაქვს, ჩანთაში გვიდევს, – მიუგო გოგონამ.
– ადექით და თქვენს კუპეში გამიძეხით, მაგრამ, წინააღმდეგობის გაწევა არც კი სცადოთ, თორემ, აქვე დაგხოცავთ, – გააფრთხილა ვასომ წყვილი, დერეფანში გავიდა და პისტოლეტი მიუშვირა.
მძარცველები ვასოს კუპედან გამოვიდნენ და თავიანთი კუპესკენ გაემართნენ. ვასო ზღურბლზე გაჩერდა და უთხრა:
– თოკი და წებოვანი ლენტი საწოლზე დადეთ. შემდეგ კი ერთმანეთს ზურგებით მიეკარით.
წყვილმა მაშინვე შეასრულა კაპიტნის ბრძანება, ვასომ კი ორივე საიმედოდ გაკოჭა, პირები წებოვანი ლენტით აუკრა, შემდეგ რკინის ძელზე მიაბა და გააფრთხილა:
– განძრევა არ სცადოთ, თორემ, თქვენივე პისტოლეტით დაგხოცავთ.
პირაკრულებმა და გაკოჭილებმა მხოლოდ თვალებით ანიშნეს კაპიტანს, გავიგეთო, ვასომ კი კარი გამოიხურა და საკუთარ კუპეში დაბრუნდა. შემდეგ ორივე ზურგჩანთა აიკიდა. მძარცველების გასაღებით ვაგონი უხმაუროდ გააღო და ლიანდაგებზე ჩავიდა. ვაგონი ისევ ჩაკეტა და ადლერის რკინიგზის სადგურისკენ აიღო გეზი. ათიოდე წუთის შემდეგ მოსაცდელ დარბაზში შევიდა. ავტომატურ შემნახველ საკნებს გასცდა და განძით სავსზე ზურგჩანთები არაავტომატურ შემნახველ საკანში ჩააბარა. ნომერი და ქვითარი აიღო და ბილეთების სალაროსკენ გაემართა. იქ როსტოვი-თბილისის მატარებელზე ორი ბილეთი აიღო, რომელიც ადლერის სადგურში ღამის თორმეტ საათზე მხოლოდ ათი წუთით შემოდიოდა და ისევ ვაგონში დაბრუნდა. ჯერ გაკოჭილ წყვილს შეუარა, რომლებიც ადგილზე დახვდნენ; შემდეგ თავის კუპეში შევიდა, წამოწვა და ჩათვლიმა. თვალი რომ გაახილა, ცხრის ნახევარი იყო. ვასო წამოჯდა და გააბოლა. ნახევარ საათში ნოდარი და იულია დაბრუნდნენ და ნელ-ნელა ტრანზიტული მგზავრებიც შეგროვდნენ.
– ხომ არ მოიწყინეთ უჩვენოდ? – ჰკითხა კაპიტანს იულიამ.
– ნახევარი საათის წინ გამეღვიძა. თქვენ რა ქენით?
– მშვენიერი დრო გავატარეთ, – მიუგო გამცილებელმა კაპიტანს, ნოდარს გადახედა და დაამატა: – მე და ნოდარმა მოვილაპარაკეთ, რომ თბილისშიც შევხვდებით ერთმანეთს.
– მშვენიერია, – ვასომ იულიას გაუღიმა და ჰკითხა: – სადგურზე როდის გაგვიყვანენ?
– ძალიან მალე. ახლა თბომავალი მოვა და შემადგენლობასთან ჩაგვაბამს, მე კი თხუთმეტიოდე წუთით დაგტოვებთ – მატარებლის უფროსი უნდა ვნახო და მალე მოვალ.
გამცილებელი რომ წავიდა, ვასომ ნოდარს ჰკითხა:
– რა ქენით, სად იყავით?
– რა ვიცი, ამის გიჟი დედაც... – გაეცინა ნოდარს, – სად არ მატარა. ბოლოს კი „დიკი“ პლაჟზე წამიყვანა.
– გასაგებია, – თქვა ვასომ, – მაგას შენ რომელიმე მისამართი ხომ არ მიეცი?
– არა. რატომ მეკითხები? – გაუკვირდა ნოდარს.
– აბა, რომ თქვა, თბილისშიც უნდა შევხვდეთ ერთმანეთსო?
– მე უნდა მივაკითხო ჩიხში.
– დაივიწყე ეგ ამბავი.
– რატომ?
– იმიტომ, რომ აქედან უნდა ავახვიოთ. აი, ბილეთები, – ვასომ ბიჭს მატარებლის ბილეთები დაანახვა, ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და ბოლოს დაამატა: – როსტოვი-თბილისი შუაღამისას შემოდის ადლერის სადგურში, ეს მატარებელი კი ათზე გადის. როგორც კი მატარებლის გასვლას ხუთი წუთი დააკლდება, იულია ხომ ბაქანზე იდგება და ჩვენ უკანა მხრიდან მოვტყდებით.
– ზურგჩანთები სადაა?
– შემნახველ საკანში.
– ისევ შემნახველი საკანი?
– ნუ გეშინია, ამჯერად არაავტომატურში შევინახე.
– იქ რომ ვინმემ გაჩითოს?
– არ გაჩითავენ.
ნოდარს გუნება წაუხდა და ვასოს უთხრა:
– ის მძარცველები თუ მაინც მიბმულები გყავს, ჩვენ ამ ვაგონით გვემგზავრა, რა იქნებოდა?
– შენ რა, გაგიჟდი? შემთხვევით რომ ვინმემ აღმოაჩინოს და მათ ყველაფერი დაამღერონ, რას შვრები მერე? რა, გაქანებული მატარებლიდან გადახტები თუ სხვა ხერხით დაიძვრენ თავს?
– თბილისში რა, არ გაირკვევა ყველაფერი?
– ჰოდა, სწორედ ამიტომ ვტყდებით აქედანვე და ამიტომაც გკითხე მისამართებზე.
– არა, ისიც კი არ მითქვამს, რომ თბილისში ვცხოვრობ-მეთქი, – უხალისოდ მიუგო ბიჭმა.
ვასოს გაეცინა და ნოდარს უთხრა:
– აი, ესაა რუსი ქალი – ჯერ მასთან მიკარება არ გინდოდა, ახლა კი დაშორება გიჭირს. ბიჭო, ისეთი რა გასიამოვნა, რომ ასე არ გინდა განშორება?
ნოდარი წამოწითლდა და მიუგო:
– არა, უბრალოდ, სულ შარში ვეხვევით და ამას ვგულისხმობდი.
– ჰოდა, ისევ შარში რომ არ გავეხვიოთ, ამიტომაც ვტყდებით. იულიასნაირსა და ბევრად უკეთესს კიდევ ბევრჯერ შეხვდები.
– მართალი ხარ, იულიას დედაც... – ხელი ჩაიქნია ნოდარმა და გააბოლა. თუმცა კაპიტანს არ გამოჰპარვია, რომ ბიჭს მომხიბვლელი, სექსუალური გამცილებელი გოგონა არ ეთმობოდა. მაგრამ არაფერი უთქვამს.
ათ საათს ხუთი წუთი რომ აკლდა, ვასო და ნოდარი მატარებლის უკანა კარიდან ჩავიდნენ და სიბნელეში გაუჩინარდნენ, შემდეგ ქალაქში გავიდნენ და ერთ პატარა რესტორანში ივახშმეს. მატარებლის ჩამოდგომამდე ნახევარი საათით ადრე ზურგჩანთები გამოიტანეს და ბაქანზე დაელოდნენ. ნოდარი უგუნებოდ იყო და სიგარეტს სიგარეტზე უხმოდ აბოლებდა. კაპიტანმა ითმინა, ითმინა და უთხრა:
– კარგი, რა! რა ცხვირ-პირი ჩამოგტირის? რუსი ქალების უმრავლესობა მასეთია, თან, რუსების მეტი რაა საქართველოში?! იულიაზე უკეთესს ვეღარ იპოვი? ამოიღე ხმა, თორემ, ლაპარაკი დაგავიწყდება.
– არ დამავიწყდება, – მოკლედ მოუჭრა ბიჭმა.
– ეჰ, ნოდარ, ნოდარ... ისე იქცევი, კაცი იფიქრებს შენზე, ქალთან პირველად იყოო.
– რა პირველად... – წამოწითლდა ბიჭი.
– აბა, რა გჭირს? ისეთ დღეში ხარ, თითქოს უსაყვარლესი ადამიანი დაკარგე. იულია შეგიყვარდა?
– შემიყვარდა არა... – ხელი ჩაიქნია ბიჭმა.
– თუ არა, აბა, რა გჭირს?
– არაფერი, რა უნდა მჭირდეს? უბრალოდ, დავიღალე.
– რამ დაგღალა, პატარა ბიჭი? – გაეცინა ვასოს, – არა, დაღლა აქ არაფერ შუაშია, ნამდვილად შეგიყვარდა. ასე კი იმათ ემართებათ, ვინც პირველად მიდის ქალთან და დიდ სიამოვნებას მიიღებენ.
– შემიყვარდა არა... – გაიმეორა ნოდარმა.
– მერე რა, ასეთი რამ მეც დამემართა, – თქვა ვასომ, – გინდა, მოგიყვე?
– თუ გინდა, მოყევი, – მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
ვასომ გააბოლა და თქვა:
– მეათე კლასში რომ ვიყავი, სკოლაში ახალი ფიზკულტურის მასწავლებელი დაგვინიშნეს. ქალი იყო, უფრო სწორად, ოცდასამი წლის გოგო, ყოფილი ტანმოვარჯიშე. ისეთი ტანი ჰქონდა, რომ, მისი სიყვარულის სურვილი არა მარტო ჩვენ, ბიჭებს გვქონდა, არამედ ყველა მასწავლებელ კაცს და, მათ შორის – დირექტორსაც. მასწავლებელს ლანა ერქვა და სულ ამოჭერილი სპორტულებით დადიოდა. ერთი სული მქონდა, როდის ჩაგვიტარდებოდა ხოლმე ფიზკულტურის გაკვეთილი. ლანა დადგებოდა და სხვადასხვა ტანვარჯიშულ ილეთებს გვიჩვენებდა, ჩვენ კი პირდაღებულები და გამოშტერებულები ვუყურებდით მას და ხმას ვერ ვიღებდით. ის ხან „ხიდზე” გადადიოდა, ხან შპაგატში ჯდებოდა. მისი საფირმო ნომერი კი დგომში ფეხის თავზე შემოდება იყო. ლანა რომ ამ ილეთს აკეთებდა, მისი სხეულის ღირსებების ცქერით ვტკბებოდით და თვალს ვერ ვწყვეტდით. ერთხელ მთელი სკოლა ექსკურსიაზე წავედით, ჩვენთან იყო ლანაც. სუფრა გავშალეთ და ცოტა დავლიეთ. დალია ლანამაც. შემდეგ ბავშვები და მასწავლებლები ბუნებაში გავიშალეთ. მე უზარმაზარი მუხის ქვეშ ჩამოვჯექი და გავაბოლე, თან ჩავფიქრდი.
– რაზე ფიქრობ, ვასიკო? – მომესმა მარცხნიდან. შევტრიალდი და, ლანა არ შემრჩა ხელში?!
– არაფერზე, ლანა მასწ... უბრალოდ, ვეწევი, – მივუგე ფიზკულტურის მასწავლებელს.
– მასწს ნუ მეძახი, – მითხრა ლანამ და დაამატა: – მეც მომაწევინე, თუ გაქვს.
– ეწევით, ლანა მასწ? – გავოცდი მე.
– ჰო, რატომ გიკვირს? – გამიღიმა ლანამ, მხარზე ხელი ჩამომისვა, რის გამოც გამაჟრჟოლა და დაამატა: – ხომ გითხარი, მასწავლებელს ნუ მეძახი, და ლანა დამიძახე-მეთქი?
– გასაგებია.
– რა არის გასაგები? – კეკლუცად გამიღიმა ლანამ.
– რა და, ლანა დაგიძახოთ, – ვთქვი მე და შევასწორე, – ლანა დაგიძახო.
– წამოდი, უფრო მოფარებულში გავაბოლოთ, – შემომთავაზა ლანამ და დაბურული ბუჩქებისკენ გაემართა. შემდეგ ძველი ციხის ნანგრევებში შეძვრა და მეც მიხმო.
შიგნით რომ შევედით, მასწავლებელს „მარლბორო“ მივაწოდე, მან ისევ გააბოლა და მითხრა:
– მოგწონვარ?
მე წამოვწითლდი, მაგრამ ნებისყოფა მოვიკრიბე და მივუგე:
– შენ მთელ სკოლას მოსწონხარ, მათ შორის, მასწავლებელ კაცებსაც.
– სამაგიეროდ, ქალები ვერ მიტანენ, – გაეცინა ლანას, – დირექტორი კი, ეს სირი, უნდა ნახო, ტრაკზე როგორ მიყურებს, თავის კაბინეტში რომ დამიმარტოხელებს, მაშინ ხომ ერთი სული აქვს, ძუძუებზე შემეხოს.
ლანა ისე ლაპარაკობდა, რომ მისი დაუფლების სურვილი გამიორმაგდა, მაგრამ, გამოუცდელი ვიყავი და ვერ ვბედავდი. მას კი ეს, რა თქმა უნდა, არ გამოჰპარვია, ხელი ხელში ჩამავლო და მკერდზე მიიდო. შემდეგ უკვე არც მე დამიხევია უკან და მივართვი. იმ დღის შემდეგ ლანას ისე შევეჩვიე, რომ, სადაც მოვიხელთებდი, იქ მივართმევდი ხოლმე. ერთი სიტყვით, შემიყვარდა და ცოლადაც კი მინდოდა მისი მოყვანა. თუმცა, მანვე გადაწყვიტა ეს პრობლემა – ჯერ სკოლიდან წავიდა, მერე კი – საქართველოდან და რუსეთში გათხოვდა. ცოტა ხანს ვიდარდე, მაგრამ, გადამიარა. ასე რომ, ნუ ჩაიციკლები.
– არ ჩავიციკლები, – მიუგო ვასოს ნოდარმა.
ამასობაში ღამის თორმეტი საათი შესრულდა და როსტოვი-თბილისის მატარებელი ადლერის სადგურში ჩამოდგა.
– აბა, ავედით, – უთხრა ვასომ ნოდარს და წყვილი ვაგონში ავიდა.
ნამძინარევი, შუა ხნის გამცილებელი ქალი კლდესავით გადაეღობა ზურგჩანთებმოკიდებულ ვასოსა და ნოდარს და გაუბრაზდა:
– ახლავე ჩადით! ეს საძილე რბილი ვაგონია. ტურისტების საერთო ვაგონი კი ბოლოშია და იქ გადაბარგდით.
– მშვიდად, დედილო! ნერვებს გაუფრთხილდით. სწორედ ამ ვაგონით ვმგზავრობთ და სულაც არ ვართ ტურისტები, – ირონიით მიუგო გამცილებელს ვასომ და ცხვირწინ პრესტიჟული ვაგონის ბილეთები აუფრიალა, – ჩვენ მდიდარი უცხოპლანეტელები ვართ და ჩვენი ზურგჩანთები არამიწიერი სიმდიდრითაა სავსე.
გამცილებელი ქალი მაშინვე მოლბა. ვასოს და ნოდარს გაუღიმა. ვაგონში ხელებით შეიპატიჟა და უთხრა:
– მობრძანდით. თქვენი კუპე დაიკავეთ და მოისვენეთ.
– აი, ეს კი სულ სხვა ლაპარაკია. შევრიგდით, დედილო, – უთხრა ქალს ვასომ. გამცილებელმა კი უფრო ფართოდ გაუღიმა და მიუგო:
– რომელი შენი დედილო ვარ. თუკი კარგად დამაკვირდები, შეიძლება, საცოლედაც მოგეწონო.
– რა თქმა უნდა... გეხუმრეთ, – მიუგო კაპიტანმა ქალს. შემდეგ თვალი ჩაუკრა და ნოდართან ერთად ვაგონში შევიდა. გამცილებელმა მათ მიაძახა:
– ცხელ ჩაის ხომ არ მიირთმევთ?
– არა, – თავისმოუბრუნებლად გასძახა ვასომ და ნოდართან ერთად კუპეს მიაშურა.
– პრავადნიცა ბებოს დაევასე, – უთხრა ნოდარმა ვასოს და სიგარეტი გააბოლა.
– რაღა მიჭირს, – გაეცინა კაპიტანს და მანაც გააბოლა.
– აი, ნახე, თუ არ მომაკითხოს, – თქვა ვასომ და ვაგონი ადგილიდან დაიძრა. ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ კუპეს კარზე დააკაკუნეს. ნოდარმა კაპიტანს ხმადაბლა უთხრა:
– პრავადნიცა ბებომ მოგაკითხა, მგონი და ვითომ გვძინავს.
– ვწევართ უკვე. რომელი ხარ? – გასძახა კაპიტანმა.
– გამცილებელი ვარ. ხომ არაფერი გნებავთ? – მოისმა გარედან გამცილებლის ხმა.
– ძილი გვინდა! – თქვა ვასომ.
– ღამე მშვიდობისა! – მიუგო გამცილებელმა.
ვასოს პასუხი არ გაუცია. კარს ყური მიადო და ცოტა ხნის მერე ნოდარს უთხრა:
– მადლობა ღმერთს, წავიდა.
– ეჰ, ვასო, ვასო, რა ქალი გაუშვი ხელიდან? – იხუმრა ნოდარმა. კაპიტანმა კი მხრები აიჩეჩა და მიუგო:
– ამ ბებრის რა მოგახსენო, მაგრამ იულია კი მართლა კარგი ქალია.
ლამაზი გამცილებელი გოგონას ხსენებაზე ნოდარს ხასიათი წაუხდა და ხუმრობა შეწყვიტა. კაპიტანმა კი უთხრა:
– მოგენატრა?
– არა. რა მომენატრა?! – იუარა ნოდარმა.
– მოგენატრა, მოგენატრა. აშკარად გეტყობა.
– არა-მეთქი.
– რა, ცუდი გოგოა?
– კარგია, მაგრამ არ მომნატრებია.
– მართალი ხარ. დაიკიდე, – ხელი ჩაიქნია ვასომ.
– უკვე მკიდია, – ხელი ჩაიქნია ნოდარმაც, – ახლა მთავარია, მშვიდობიანად დავბრუნდეთ თბილისში და საქმეს მივხედოთ.
– რას გულისხმობ? – გაეცინა კაპიტანს.
– რა თქმა უნდა, უცხოეთში წასვლას.
– აქ რა, ცუდად იცხოვრებ ამდენი სიმდიდრით?
– იქ უკეთესია.
– შენ რა იცი, ნამყოფი ხარ „ფირმაში“?
– ამას რა ცოდნა უნდა. რა, მართალს არ ვამბობ?
– მართალი კი ხარ, მაგრამ ამდენ სიმდიდრეს ხომ უნდა გატანა და ყველაზე დიდი პრობლემა ესაა.
– გავიტანთ, – თავდაჯერებულად თქვა ნოდარმა.
– იმედია, – გაიღიმა ვასომ და შემდეგ კოპები შეკრა, – ნაბოზარი ზალკინი! ჯერ კიდევ მოსკოვში უნდა გამეჭეჭყა მისთვის გველივით თავი და გენერალი, სედოი და ფიგარო ახლა ცოცხლები იქნებოდნენ.
– ამდენი ამბის მერე როგორ გაბედა იმ დამპალმა ასეთი რამ? – თქვა ნოდარმა.
– სიხარბემ გააბედინა. ხარბსა და მსუნაგს ოქრო გონებას უბინდავს და სწორედ ასე დაემართა ზალკინს, თანაც ორჯერ. ამიტომ, ზომიერება აუცილებელია და თავის მოთოკვა უნდა შეგეძლოს კაცს, – თქვა კაპიტანმა.
– მართალი ხარ, – გაეცინა ნოდარს, – მეც მასე არ მომივიდა, როდესაც თინიკოს ჩანთა გავხსენი და ბევრი ფული დავინახე?
– ბეწვზე ხარ გადარჩენილი. კიდევ კარგი, რომ მაშინ მე „აგაგდე“, თორემ ფულიანად რომ გაქცეულიყავი, უეჭველად რამე დიდ შარში გაეხვეოდი.
– შენ შაყირობ და მართლა მასე მოხდებოდა.
– სულაც არ ვშაყირობ, – თავი გააქნია ვასომ. ნოდარმა კი პაუზა გააკეთა. ჩაფიქრდა და თქვა:
– თავიდან ხომ მხოლოდ თავანის მაყუთის შოვნა მინდოდა და ასეთ დანაშაულზეც სწორედ ამიტომ წავედი. მაგრამ, უცებ რომ ამდენი ფული დავინახე, ყველა და ყველაფერი დამავიწყდა და მხოლოდ ფულზე ვფიქრობდი. ერთი სული მქონდა, დამეთრია, გავქცეულიყავი, სადმე განვმარტოებულიყავი ფულთან ერთად და დამეთვალა. ერთი სიტყვით, საშინელ მდგომარეობაში ვიყავი და ფულის გარდა, ვერავის და ვერაფერს ვხედავდი.
– ერთხელ ასეთი რამ შეიძლება, ყველას დაემართოს. თუ შეძელი თავის მოთოკვა, ხომ კარგი, ხოლო თუ ეს ვერ მოახერხე და ზალკინივით ბოლომდე დაგებინდა გონება, საბოლოოდ ზალკინის დღეში აღმოჩნდები. ყველაზე ძვირფასი კი ამქვეყნად სიცოცხლეა და მისი დაკარგვა ნამდვილად არ ღირს არანაირი სიმდიდრის გამო.
– რად გინდა სიმდიდრე, თუკი ცოცხალი არ იქენი? – დაამატა ნოდარმა. ვასოს კი გაეცინა და მიუგო:
– ერთი შემთხვევის გარდა.
– რა შემთხვევის?
– რა და, შვილებს რომ დაუტოვო. ისე, როგორც ეს მამაშენმა გააკეთა.
ნოდარი გაჩუმდა. კაპიტანმა კი ბიჭს მხარზე ხელი მოუთათუნა და უთხრა:
– უკვე გვიანია. მძიმე დღე გვქონდა და დავიძინოთ.
– დავიძინოთ, – თქვა ნოდარმა და ათიოდე წუთის შემდეგ უკვე ორივეს ჩაეძინა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში