ბრძნული აზრები
სოკრატე: როგორ ლამაზადაც უნდა ილაპარაკოს ადამიანმა, თუ ის ბევრს ლაპარაკობს, მაინც სისულელეს იტყვის.
ტოლსტოი: ცოდნა იარაღია და არა მიზანი.
შატობრიანი: რაც უფრო ცივილიზებული ხდება ცხოვრების სახე, მით უფრო უბრუნდება ადამიანი იმას, რაც თავდაპირველად იყო: ცოდნის უმაღლესი საფეხური უცოდინარობა აღმოჩნდება, ხოლო ხელოვნების მწვერვალი – ბუნება და ზნეობრივი უბრალოება.
კარლეილი: ადამიანი არ უნდა უჩიოდეს დროებას – ამით არაფერი გამოდის. დროება ცუდია? მერე რა, ადამიანიც ხომ სწორედ იმიტომ არის, რომ გააუმჯობესოს ის.
ვოლტერი: ადამიანის შესახებ მსჯელობენ მხოლოდ მისი მთავარი საქმეების და არა მისი შეცდომების მიხედვით.
კაპიცა: უფრო ადვილია, იყო დიდი მეცნიერი, ვიდრე კარგი ადამიანი.
იბსენი: ბრბო სხვა არა არის რა, თუ არა ნედლეული, საიდანაც ხალხმა უნდა შექმნას ადამიანები.
ბუასტი: სულელთან ჭკვიანური ლაპარაკი იგივეა, რაც ბრმისთვის სინათლე.
დიდრო: არავისთვის არ ვარგა ის, ვინც მხოლოდ თავისთვის ვარგა.
ვედეკინდი: ნუ გავაზვიადებთ უმნიშვნელოს, ნუ დავაკნინებთ მნიშვნელოვანს.
ჰეგელი: რამდენადაც აუცილებელია ნებისყოფა გონივრული მიზნის მისაღწევად, იმდენად საზიზღარი და ამაზრზენია სიჯიუტე.
ლიბკნეხტი: თვითკმაყოფილება და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა უბედურებაა – ისინი სულელებად გვაქცევენ.
ადისონი: დუმილი ზოგჯერ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და ამაღლებულია, ვიდრე ყოვლად კეთილშობილური და მეტყველი ენამჭევრობა და ხშირ შემთხვევაში მაღალ გონებაზე მეტყველებს.
დიზრაელი: სამართლიანობა არის ჭეშმარიტება მოქმედებაში.
ბალზაკი: სიმართლე მწარე, არასასიამოვნო გემოს სასმელია, მაგრამ, სამაგიეროდ, ჯანმრთელობის აღმდგენი საშუალებაა.
ფენელონი: კაცს, რომელსაც სძულს სიმართლე, სძულს ისიც, ვინც ბედავს სიმართლის თქმას.
დოჩანაშვილი: არ დამავიწყდეს, ხვალინდელი დღის იმედი რომ მაქვს.
როჯერსი: გმირობა ყველაზე ხანმოკლე პროფესიაა ამქვეყნად.
ნიცშე: ბედნიერი ქორწინება მტკიცე მეგობრობას ემყარება.
ფონტენელი: ყველაზე უსიხარულოა სიბერე ქალებისა, რომლებმაც ახალგაზრდობაში მხოლოდ ლამაზებად ყოფნა შეძლეს.