კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უწოდა ევროპელ პოლიტიკურ ლიდერებს ქართველმა მზარეულმა „ძუკნები“

ზავიდოვოს სამონადირეო მეურნეობა მოსკოვის მახლობლად მდებარეობდა და ნადირობის თავგამოდებული ტრფიალი, ლეონიდ ბრეჟნევი იქ ყოველ კვირას ჩამოდიოდა. მე კი იქ მეტყევედ ვმუშაობდი და იქაურობის მოვლა-პატრონობა მევალებოდა.
ერთხელ ბრეჟნევმა ზავიდოვოში ბულგარეთის ლიდერი ტოდორ ჟივკოვი, უნგრეთის ლიდერი იანოშ კადარი და რუმინეთის ლიდერი ნიკოლაუ ჩაუშესკუ წაიყვანა სანადიროდ, თან მთელი საბჭოთა პოლიტბიუროც იახლა. ლეონიდ ილიჩმა ორი ტახი მოკლა და ბრძანა, მწვადები მოემზადებინათ და მონადირის ფაცხაში მიეტანათ. იქ ყველა „ბობოლა“ იყო შეკრებილი და არაყს შეექცეოდნენ, თან რუსულად საუბრობდნენ, რადგან სტუმრებმა ბრწყინვალედ იცოდნენ რუსული. ზავიდოვოში ერთი გალელი მზარეული – ტიტე სამუშია მუშაობდა. ის სულ რაღაც ორი დღის დანიშნული იყო და მაღალი თანამდებობის პირებთან პირველად ჰქონდა შეხება. ტიტემ ღორის სუკის მწვადები შეწვა, დიდ ლანგარზე დააწყო და მოქეიფე მალალჩინოსნებს მიუტანა. ლანგარი მაგიდაზე დადო და გაღიმებულმა თქვა: „კუშაიტე სუკი, ოჩენ ვკუსნი“. საცოდავი ტიტე „სუკებში“, რა თქმა უნდა, ხორცს გულისხმობდა, რუსულ ენაზე კი ეს სიტყვა „ძუკნას“ ნიშნავს. ამიტომ, ტიტე ევროპული პოლიტიკური ელიტის შეურაცხყოფისთვის, სამსახურიდან გააგდეს. თუმცა, ბრეჟნევმა ის მალევე უკან დააბრუნა და ხშირად იხსენებდა, თუ როგორ უწოდა ტიტემ ევროპელ ლიდერებს ძუკნები, რაც არცთუ ისე შორს იყო სიმართლისგან.
ჯემალ მინდაძის მონათხრობის მიხედვით მოამზადა

скачать dle 11.3