კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ანაზღაურებას იღებდა „ცესკოს” თავმჯდომარის შვილი „ცესკოში” სტაჟიორად და შტატგარეშე თანამშრომლად მუშაობისას

„ცესკოს” თავმჯდომარე თამარ ჟვანია 1971 წელსაა დაბადებული. მის ბიოგრაფიაში მითითებულია, რომ 1989-1994 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, 1994-1997 წლებში კი მაგისტრის ხარისხიც მოიპოვა სოციოლოგიაში. მისი სამუშაო გამოცდილება 2000 წელს დაწყებულა ISFED-ის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. შემდეგ – პრესმდივანი და რედაქტორიც ყოფილა, 2003-ში კი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორადაც დაუწინაურებიათ (2004 წლის მაისამდე). 2004-2007 წლებში ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი გამხდარა. 2006 წლის დეკემბრიდან ერთი თვის განმავლობაში, NDI-ს, საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, გრძელვადიანი დამკვირვებელი იყო ბანგლადეშში. 2007-2009 წლებში გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის მენეჯერი გახლდათ, 2009-2011 წლებში – ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის მენეჯერი. 2011 წელს კვლავ NDI-ს დაუბრუნდა ვაშინგტონის ოფისის თანამშრომლად (ნიგერიისთვის) და პროგრამის უფროსი მენეჯერის თანამდებობა ეკავა. 2012 წლის მაისში ისევ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივ პროექტში გადაინაცვლა პროექტის მენეჯერად.  2013 წლის სექტემბრიდან კი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა.
შესაბამისად, ქ-ნი ჟვანიას მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2013 წლით თარიღდება, რომელშიც ოჯახის წევრებად მიუთითებს: მეუღლეს, 1965 წელს დაბადებულ მიხეილ ყაველაშვილსა და სამ შვილს: 1989 წელს დაბადებულ ცისანას, 1994 წელს დაბადებულ თამთას და 1995 წელს დაბადებულ გიორგის.
იმხანად ქ-ნი ჟვანიას საკუთრება იყო ბინა თბილისში, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალში (ფართობი –116 კვ.მ.), მის მეუღლეს კი ეკუთვნოდა საცხოვრებელი სახლი დუშეთის რაიონის სოფელ ახატანში (ფართობი – 200 კვ. მ.) და იქვე მდებარე მიწის ნაკვეთი (ფართობი – 600 კვ.მ.). თამარ ჟვანიას ჰყავდა 1998 წლის „მიცუბიში პაჯერო“, მის მეუღლეს კი – 2003 წლის „მერსედესი“. თუმცა ნაღდი ფული დეკლარაციის შევსებისას მხოლოდ თამარ ჟვანიას ჰქონდა – 8 500 აშშ დოლარი.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2012 წლის განმავლობაში თამარ ჟვანიამ, როგორც აშშ ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ს) ნიგერიის პროგრამის ხელმძღვანელმა, 25 273 აშშ დოლარი მიიღო; როგორც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP-ს) პროექტის ხელმძღვანელმა, 42 171 ლარი; მიხეილ ყაველაშვილმა, როგორც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED-ის) მომარაგების თანამშრომელმა – 13 452 ლარი; ცისანა ყაველაშვილმა კი, როგორც „ცესკოს” სტაჟიორმა – 875, ხოლო, როგორც „ცესკოს” იურიდიული დეპარტამენტის შტატგარეშე თანამშრომელმა, 3 000 ლარი.
რაც შეეხება გასავლებს: 2012 წლის განმავლობაში თამარ ჟვანიას იპოთეკური სესხის დაფარვა 7 394 აშშ დოლარი დაუჯდა, ცისანა ყაველაშვილის სწავლა – 5 000 ლარი; თამთა ყაველაშვილის სწავლა – 2 850 ლარი; გიორგი ყაველაშვილის სწავლა – 1 800  ლარი; თამთა ყაველაშვილის საგამოცდო საგნების მომზადება – 3 000 ლარი; გიორგი ყაველაშვილის საგამოცდო საგნების მომზადება – 2 500 ლარი.
ქ-ნი ჟვანიას მიერ ბოლოს შევსებული დელარაცია 2014 წლით თარიღება. ცისანა ყაველაშვილი მათთან აღარ ცხოვრობს, თუმცა უცვლელია უძრავი ქონების ოდენობა, ოღონდ მიხეილ ყაველაშვილს, გარდა „მერსედესისა,“ 2007 წლის „ლექსუსიც“ ჰყავს. თამარ ჟვანიას კი ნაღდ ფულად 5 000 აშშ დოლარი აქვს.
რაც შეეხება 2013 წლის შემოსავლებს: თამარ ჟვანიას, როგორც გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ხელმძღვანელს, 44 301 ლარი აუღია, როგორც „ცესკოს“ თავმჯდომარეს კი – 74 256 ლარი; მიხეილ ყაველაშვილს კი 15 601 ლარი იმავე სამუშაო ადგილზე.
2013 წლის განმავლობაში ქ-ნ ჟვანიას სესხების მომსახურება 2 912 აშშ დოლარი და 1 020 ლარი დაუჯდა. სახლის კაპიტალური რემონტი – 16 000 ლარი; სამივე შვილის სწავლის გადასახადი – 9 225 ლარი, ხოლო, დამატებით, გიორგი ყაველაშვილის საგამოცდო საგნების მომზადება – 2 400 ლარი.

скачать dle 11.3