„სიყვარული ყველას უნდა“
„დავაქორწინეთ, მაშ!“
საფრანგეთის პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 13 ნოემბრის შემდეგ, ანუ რუსული თვიმფრინავის თურქეთის მიერ ჩამოგდებამდე დადო პირობა, რომ ვაშინგტონში ობამას ეწვეოდა, მოსკოვში კი – პუტინს, რათა მათთან ერთად დაესახა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის გზები. შეასრულა კიდეც დანაპირები – ვლ. პუტინს უკვე შეხვდა მოსკოვსა შინა და, როგორც გვარწმუნებს, ერთობლივი მოქმედების გეგმაც შეიმუშავა.
მანამდე კი საფრანგეთის „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ურჩია ფრანსუა ოლანდს, უბიძგოს ევროკავშირს იქითკენ, რომ ამ უკანასკნელმა რფ-ს სანქციები მოუხსნას.
საფრანგეთის პარლამენტის „რესპუბლიკელთა“ ფრაქციის თავკაცმა თავიანთ მიერვე გაცემულ რჩევას „გონივრული პოზიციაც“ უწოდა. უფრო მანამდე კი, სახელდობორ, ოქტომბრის ბოლოს, ვლ. პუტინს ნიკოლა სარკოზი – საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი და „რესპუბლიკური პარტიის“ თავიჯდომარე ეწვია, პათოსით: „მსოფლიოს სჭირდება რუსეთი“.
ჰოდა, რაკი სჭირდება, რფ-ის საერთაშორისო იზოლაციის წინააღმდეგაც გაილაშქრა (ოღონდ მთლად ისეც არა, როგორც თავის დროზე ნაპოლეონმა – მოსკოვზე).
ჩვენ არ ვიცით, რატომ და როდის ჩაუვარდათ, ზოგადად, ფრანგებს და, განსაკუთრებით, „რესპუბლიკურ პარტიას“ გულში პრ. პუტინი, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რამდენი იარა ბ-ნმა სარკოზიმ 2008-ში მოსკოვსა და თბილისს შორის, არ არის გამორიცხული, ამასობაში შეჰყვარებოდა კიდეც?! –
ჰოდა, „სიყვარულს რას გაუგებ, ჩემო ოლღა“?!