კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შიშშეპარულები

აქეთ ტერორისტებს ხომ არ ჩამოუვლიათ

 მას შემდეგ, რაც პარიზში ტერაქტი მოხდა, გულები  შეგვიშფოთდა, აქაოდა, ჩვენც არ გავხდეთ ტერორისტების სამიზნეო, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ტერორისტებს ყურადღების მიპყრობა უნდათ, ნაკლებად სავარაუდოა (თუ მთლად ნულის ტოლი არა იმის ალბათობა), რომ ჩვენზე დახარჯონ რესურსი, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე.
ამის პარალელურად, შიშიც შეგვეპარა, როდესაც ოთხმა ჩვენმა თანამემამულემ (მე ვიტყოდი, ჩვენმა ყოფილმა თანამემამულემ) ვიდეორგოლი გაავრცელა და დაგვემუქრა, უფრო ზუსტად, ჩვენს მუსლიმან თანამოქალაქეებს დაემუქრნენ, ქართველების გვერდით ნუ ცხოვრობთ და აქეთ, ჩვენკენ გადმოდით, თორემ, თავებს დაგაყრევინებთო.
მეორე მხრივ, ისიც სათქმელია, რომ ცოტა გულდასაწყვეტი იყო იმ ოთხეულის ხილვა, რადგან კარიკატურულ „შნირებს“ (უკაცრავად ჟარგონისთვის) უფრო ჰგავდნენ, ვიდრე შიშის ზარის დამცემ ტერორისტებს.
ასეა თუ ისე, ისეთები გამოჩნდნენ, რომლებმაც ანტიტერორისტული ღონისძიებებიც მოიკითხეს (თუმცა ისლამურმა სახალიფომ წელიწად-ნახევრის წინათ განაცხადა გურჯისტანის ვილაიეთის შექმნის შესახებ) და მთავრობაც დაადანაშაულეს ტერორიზმის ხელშეწყობაში (ამ ლოგიკით, საფრანგეთის მთავრობას თავი არ გამოეყოფება ასეთთა თვალში).
ერთი სიტყვით, თითქოს რუსეთ-თურქეთის ამბის გარჩევა არ გვეყოფოდა, ტერორისტების პასაჟიც გააქტიურდა ამ ჩვენს განვითარებად ქვეყანაში. ხოლო, რადგან გააქტიურდა,  ხშირად გვიწევს ამ ტერმინის ხმარებაც.
და ისე მოხდა, რომ ჩემი კოლეგები (დანარჩენებიც), როგორც წესი, ტერორისტული სახელმწიფოს სახელწოდების ინგლისურენოვან ვერსიას არჩევენ – ISIS, თუმცა ამ დალოცვილ ქართულში შესაბამისი  ტერმინი კარგა ხანია, მოგვეპოვება – ისლამური სახალიფო – რადგან ისლამის ტვირთიც გვიწვნევია საკუთარ ტყავზე და სახალიფოსიც, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენს ინგლისურმიდრეკილებიან სა-უცხო-ო თანამემამულეებს „კარტული მას შემდეგ არ ეკერკებათ“, რაც მამამ „პარიზში წაგიღო“?! –

скачать dle 11.3