კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ბაიყუშები“

ანუ „აქეთ – ნუში, იქით – ნუში“

მართალია, მოსალოდნელი იყო, რომ თითქოს ისლამურ სახელმწიფოსთან მებრძოლი მხარეები, ანუ ქვეყნები, ადრე თუ გვიან ერთმანეთსაც დაუპირისპირდებოდნენ, ოღონდ მთლად ჩვენ თავზეც  არ ველოდით ამ ამბავს. თუმცა არ ველოდით, მაგრამ თურქეთმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, მოტივით, ჩემი საჰაერო სივრცე დაარღვიაო.
საპასუხოდ ანკარამ და მოსკოვმა მკაცრ-მკაცრი გამონათქვამები გაცვალ-გამოცვალეს, ოღონდ რფ-ს ფიქრადაც არ გაუვლია თურქეთის „იძულება მშვიდობისთვის“ (რა მოტივითაც ჩვენთან შემოიჭრა 2008-ში), არ გაუვლია, ვინაიდან, თუ დათა თუთაშხიას დავესესხებით, „ის კაცები არ არიან, თურქეთს რომ ესვრიან“, ჰა და ჰა, ჩვენნაირები დააუთოონ.
ასეა თუ ისე, ჩრდილოეთში ჩვეულ მეთოდს მიმართეს და ამ ინციდენტის შემდეგ „აღმოაჩინეს“, რომ თურქულ პროდუქციაში (საკვებით დაწყებული, საყოფაცხოვრებოთი გაგრძელებული და ჩასაცმელ-დასახურავით დამთავრებული) ფრიად მავნე ნივთიერებები ყოფილა.
პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა კი, საერთოდაც, დაავალა რფ-ის მთავრობას, მოამზადოს საპასუხო ზომები რუსული საფრენი აპარატის ჩამოგდების გამო (და განა თურქული საფრენი აპარატების ჩამოგდების მიმართულებით?!), სახელდობრ, შეზღუდეთ თურქული პროდუქციაო! რამეთუ, მთლად ხარისხიანი არ არის, თორემ ემბარგო არაფერ შუაშიაო.
ერთი სიტყვით, დიდი ხარ თუ მომცრო, რუსული არშინი ერთნაირად მუშაობს, ახლა მთავარია, ერთმანეთს არ „დასცხონ ზარბაზნებით, თოფებით და ტანკებით“ – განა იმიტომ, რომ ჰუმანისტი ვარ, გაცილებით პროზაული მიზეზით, ბაიყუშივით მათ შორის ვართ მოქცეულები. –

скачать dle 11.3