კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტერიტორიებდაგლეჯილები

ანუ აღშფოთებული „პრ.“

იმ მიზეზით, რომ ცნობისმოყვარეობის ნაკლებობას არც ჩვენი სეპარატისტები უჩივიან და არც იმას, რომ ფეხი გამოყონ, მეც ნახირ-ნახირაო, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტიც გაერია მარაქაში, რათა მხარი დაეჭირა რუსეთის ფედერაციის ბრძოლისთვის საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ, „რომელიც საფრთხეს უქმნის მსოფლიოს და სტაბილზაციას როგორც ახლო აღმოსავლეთში, ისე გლობალურ მასშტაბში“!
მეტიც, რაულ ხაჯიმბას სეპარატისტული მზერის მიღმა არც თურექთის მიერ ჩამოგდებული თვითმფრინავი დარჩენილა (მომყავს აღშფოთებული „პრ.“-ის ციტატა): „რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას ვაფასებთ, როგორც მცდელობას, ხელი შეუშალონ რუსეთს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ვგმობთ ამ აქტს.“
ზედაც, იმედოვნებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ჯეროვნად შეაფასებს მომხდარს. ამ განცხადებაში გასაკვირი არაფერია – ყმას უნდა, რომ ბატონს ასიამოვნოს, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ამ ჩვენს სეპარატისტულ აფხაზეთზე თვალი თურექთსაც აქვს დადგმული (ისტორიულადაც) და, თქვენ წარმოიდგინეთ, აფხაზეთის სავაჭრო პარტნიორებს შორის თურქეთი მეორე ადგილზეა (ბუნებრივია, რუსეთის შემდეგ), იმის პარალელურად, რომ თურქეთში ყველაზე მრავალრიცხოვანი აფხაზური დიასპორაა, გარდა საერთაშორისო ტერორიზმის გმობისა, ამ განცხადებას სხვა დატვირთვაც აქვს და, შესაძლოა, ჯერჯერობით ამიტომაც დუმს ჩვენი მეორე სეპარატისტი მეთაური (რასაკვირველია, „პრ.“ თიბილოვი მყავს მხედველობაში).
როგორც უნდა იყოს, ისევ იქ ვართ, სადაც საუკუნეების წინათ ვიყავით: იქით – რუსეთი, აქეთ – თურქეთი, შუაში ჩვენ – ტერიტორიებდაგლეჯილი. –

скачать dle 11.3