კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მართალია თუ არა ნინი ბრეგვაძისა და გიორგი ნაკაშიძის ნიშნობის ამბავი და ვის მოუწევს ნინის ლოდინი სიცოცხლის ბოლომდე

გიორგი ნაკაშიძე და ნინი ბრეგვაძე საზოგადოებამ პროექტ „X ფაქტორიდან“ გაიცნო. მალევე დაიწყეს საუბარი მათი სიყვარულისა და ერთად ყოფნის შესახებ, თუმცა გიორგიც და ნინიც ამტკიცებდნენ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერებოდა – მათ სინამდვილეში, მხოლოდ მეგობრობა აკავშირებდათ. პროექტი დასრულდა, თუმცა მათი ურთიერთობის შესახებ კვლავ ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია. ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ გიორგი და ნინი დაინიშნენ. იმის გასარკვევად, შეეფერება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს, მათ ვესაუბრეთ და გაირკვა, რომ გარდა პირადი ურთიერთობისა, ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრებსაც იცნობენ.
ნინი: მე ვიცნობს გიორგის მამას.
გიორგი: მეც ხომ გავიცანი მამაშენი და შენი ძმა.
ნინი: მამაჩემი სად გაიცანი?
გიორგი: აეროპორტში. მე და ნინი რომ დავინიშნეთ და გაპარვას ვაპირებდით, მოვიდა მამამისი, სად მიდიხართო და უკან მოგვაბრუნა. მაშინ გავიცანით ერთმანეთი.
ნინი: განა მართლა (იცინიან).
– ცოტა ხნის წინ, მართლა გავრცელდა ინფორმაცია თქვენი ნიშნობის შესახებ.
– როგორც ხედავთ, ნიშნობის ბეჭედი არ მიკეთია.
გიორგი: შენ ყველა თითზე ბეჭედი გიკეთია და როგორ უნდა გაიგოს?! (იცინიან).
ნინი: დიმა კობეშავიძე გვყავს ამისთვის მოსაკლავი. ყველაფერი მისი ბრალია. მთელი „X ფაქტორის“ განმავლობაში და პროექტის დამთავრების შემდეგაც, სწორედ მის გამო ჰგონია ხალხს, რომ მე და გიორგი წყვილი ვართ. გიორგი  ყოველთვის და ყველგან სელფებს იღებს და...
გიორგი: შენ ვისზე რას ამბობ?
ნინი: მართლა ასეა, აქ არ გადაუღია ჯერ? (იცინის) ჩვენ თავიდანვე ვმეგობრობდით და ერთად ბევრი ფოტო გვქონდა გადაღებული, რასაც დიმამ კუდი გამოაბა, დიმასგან შეიქმნა ეს ჭორი.
გიორგი: რაც შეეხება ნიშნობის ამბავს – „რუსთავი 2-ში“ ვიყავით და მაშინაც ფოტო გადავიღეთ ერთად. დიმამ იმ წუთშივე ატვირთა ეს ფოტო სოციალურ ქსელში ტექსტით: დაინიშნენ და ყველამ მივულოცოთო.
ნინი: ხალხმა ოჯახებში დაიწყო რეკვა. ბაბუაჩემი გამწარებული რეკავდა: რა ხდებაო?!
გიორგი: ჰოდა, კითხულობდა, ეს კარგი ბიჭი ვინ არისო (იცინის).
ნინი: თავიდან ოჯახს არ სიამოვნებდა, ისეთ რამეებზე რომ ჭორაობდნენ, რაც სიმართლეს არ შეეფერება. ჩვენც ცოტა ვიღლებოდით ამისგან, მაგრამ ახლა, ყველაფერს ჩვეულებრივად ვუყურებთ.
გიორგი: უბრალოდ, ახლა ზოგი გვირეკავს და გვსაყვედურობს, რატომ არ მითხარით, რომ დაინიშნეთო. ზოგი გაბრაზებულია (იცინიან).
– თუ ეს სიცრუეა, მაშინ მითხარით, სინამდვილეში რა ხდება თქვენს ცხოვრებაში?
– ჩემი გული ღიაა.
ნინი: მე მელოდება და ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე მოუწევს ლოდინი (იცინის).
გიორგი: ეგ თუ მელოდება, არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად არ ველოდები.
ნინი: კარგი ჰო, ვიხუმრე (იცინიან).
– პოპულარობამ, ალბათ თაყვანისმცემლები შეგმატათ. როგორ გამოხატავენ ისინი თქვენ მიმართ სიმპათიებს?
გიორგი: ზოგი საერთოდ ვერ გამოხატავს, უბრალოდ, რაღაცნაირი სახით გიყურებს და ფოტოს გადასაღებადაც ერიდება მოსვლა. ზოგი – პირიქით, ფოტოსაც იღებს და მეხუტება კიდევაც. მეც, რა თქმა უნდა, თბილად ვხვდები მათ.
– შენი მეგობრები არ გთხოვენ ნინის გაცნობას, ან შენ, ნინი, გიორგის გაცნობას არ გთხოვენ?
გიორგი: კი, ნინის გაცნობას ბევრი მთხოვს და მეც ვეუბნები, როცა ამის საშუალება იქნება, რატომაც არა-მეთქი.
ნინი: მე, სიმართლე რომ ვთქვა, ასეთი შემთხვევა არ მქონია. ზოგადად, გოგო მეგობარი ბევრი არ მყავს.
– თქვენ როგორი ურთიერთობა გაქვთ?
გიორგი: ჩვენ, ძირითადად, სულ ვჩხუბობთ. თუმცა, თავიდან რომ გავიცანი, ძალიან საყვარელი ბავშვი იყო და მომეწონა.
– და მერე რა დაემართა?
ნინი: უბრალოდ, ადამიანს რომ იცნობ, თავიდან ყველა თავშეკავებულია და მერე, ალბათ, ნამდვილი სახე გამოვამჟღავნე (იცინის). მე ახლაც იგივე შთაბეჭდილება მაქვს გიორგიზე. უბრალოდ, რომ გავიცანი მაშინ სასწაულად მორიდებული იყო.
გიორგი: თავიდან, აბა, რა უნდა მექნა?! გახსოვს, ჩვენ როდის გავიცანით ერთმანეთი? „X ფაქტორის“ ჩვენებაზე, და შენ რომ ნასვამი იყავი – მაშინ. აი, მაშინ საყვარელი იყავი (იცინის).
ნინი: ა, მაგიტომ ცდილობდი, მერე სულ ჩემ დათრობას? (იცინის).
გიორგი: არასდროს მიცდია.
ნინი: არადა, მაშინ მთვრალი არ ვყოფილვარ.
გიორგი: როგორ არა, მთვრალი იყავი. დეკოლტე გეცვა და მკერდს მარტყამდი თვალში (იცინის).
ნინი: არა, კარგად მახსოვს, რომ ზუსტად მაგ დღეს პერანგი მეცვა.
გიორგი: დედას ვფიცავარ, ამოღებული ზედა გეცვა.
– სულ ასე კინკლაობთ?
ნინი:  გიორგიზე ხშირად ვხუმრობ და ამაზე საშინელი რეაქცია აქვს. სულ მებუტება (იცინის).
გიორგი: არასერიოზული ხუმრობები აქვს და საერთოდ, არასერიოზულია.
– კეთილი მეგობრული ისტორიები არ გაქვთ?
– ხომ სულ ვჩხუბობდით, მაგრამ ფინალში რომ გადავედით, მაშინ ერთმანეთს ჩავეხუტეთ.
ნინი: მართალს ამბობს, სცენაზე ჩავეხუტეთ ერთმანეთს. ნაჩხუბრები კი არ ვიყავით, მაგრამ უბრალოდ, ჩვენ სულ „ვეღადავებით“ ერთმანეთს. ამას კი სწყინს ეგეთი რაღაცეები. ერთხელ გადავწყვიტე, საერთოდ არ მეხუმრა, მაგრამ ნაკაშიძესთან ერთად რომ ვარ, სხვანაირად არ შემიძლია. ისე, მარტო ჩემგან სწყინს, თორემ დიმას და გაბუნიას არ ებუტება.
გიორგი: ჩვენ ვუგებთ ერთმანეთს და გოგოს არ უხდება ასეთი არასერიოზულობა. შენ ვერაფერს გეტყვის ადამიანი, ყველაფერზე იცინი. თან, არ მიყვარს ამის სიცილი, კაცურად იცინის.
ნინი: შენ ქალურად იცინი და კიდევ გაზმორება გაქვს დამუღამებული (იცინის). მართლა ეგრე კი არაა, ჩვენ გიყვარს ერთმანეთი. ყოველ შემთხვევაში, მე მიყვარს გიორგი.
გიორგი: მეც მიყვარს.
– შემოქმედების შესახებაც მითხარით, რა ეტაპზე ხართ?
ნინი: მე ახლა სინგლის გამოშვებას ვაპირებ, რომელზეც ძალიან მალე კლიპსაც გადავიღებ. ალბომს დაახლოებით მარტისთვის გამოვუშვებ, თუმცა, მანამდე, ალბათ, მეორე სინგლიც მზად იქნება. ალბომის გამოსვლის შემდეგ, მთელი გულით მინდა, ამერიკაში წავიდე.
გიორგი: მე ლატვიაში მუსიკალურ კონკურსში ვიღებ მონაწილეობას. ერთი კვირა ვიქნები და დიდი იმედი მაქვს, გავიმარჯვებ. იქიდან რომ ჩამოვალ, ჩემს ჯგუფთან – „ბეთლემთან“ ერთად ვიწყებ მუშაობას. მინდა, ქართული როკი საქართველოში გამოვაცოცხლო. დეკემბერის ბოლოს ჯარს მოვრჩები და მეტი დრო მექნება ამ ყველაფრისთვის.

скачать dle 11.3