კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შეუფასებელი საჩუქარი გაუკეთა ცოლმა აჩი ფურცელაძეს და ვის ცხვირსახოცს ატარებს ის ჯიბით

ქართველ მომღერალს, აჩი ფურცელაძეს, რუსეთში – „ჩელოვეკ უდაჩი” შეარქვეს და თავადაც, იღბლიანად მიიჩნევს თავს. ის ახლახან გამოჩნდა რუსეთის ყველაზე პოპულარულ შოუში „მთავარი სცენა”, რომელიც, ფაქტობრივად, „X ფაქტორის” ანალოგია. მისმა გამოსვლამ ჟიურის მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა მეორე გამოსვლისას, სცენა დაატოვებინეს. ამ ფაქტმა აჩი არ გააბრაზა, თუმცა საგონებელში ჩააგდო, რადგან პროექტში, სწორედ პროდიუსერების დაჟინებული თხოვნით მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ ის კონკურსში აღარ მონაწილეობს, სპეციალურ სტუმრად, კრემლში დაპატიჟეს და გალა კონცერტზე ოფიციალური სტუმრის სტატუსით ავა სცენაზე. სულ მალე, აჩის დაბადების დღეც მოდის და ამ დღისთვის მისმა საყვარელმა ადამიანმა, ისეთი საჩუქარი გაუკეთა, რომლითაც ოცნება აუხდინა. სულ მალე მომღერალი ამერიკაში გაემგზავრება.

 აჩი ფურცელაძე: წელს, რუსეთში „მთავარი სცენის” მეორე სეზონი ჩატარდა, რომელშიც მეც მივიღე მონაწილეობა. შარშანდელი ამ  კონკურსის  ფორმატი ჩემთვის უფრო მისაღები იყო, რადგან არ იცვლებოდა ჟიური და ის პროდიუსერებისგან იყო დაკომპლექტებული. წელს კი მუსიკოსები აფასებდნენ კონკურსანტების გამოსვლებს და თან, იცვლებოდნენ. მე რომ გამოვედი, როზენბაუმი იჯდა, ის მეორე ტურში ელენა ვაენგამ შეცვალა, რომელიც ასევე საკმაოდ პოპულარული და მოთხოვნადი მომღერალია რუსეთში. თან, წელს მხოლოდ რუსული სიმღერები უნდა ემღერათ კონკურსის მონაწილეებს. მოკლედ, პირველ ტურში რომ გამოვედი, ძალიან მოეწონათ ჩემი გამოსვლა, დარბაზი ფეხზე იდგა და ჟიურიმაც საკმაოდ კარგი შეფასება მომცა. მეორე ტურში კი, რამდენიმე მონაწილეს, რომლებიც მოსწონთ, არ უშვებენ კონკურსიდან, ტოვებენ ბოლომდე, ანუ ჰაერში კიდებენ და აგროვებენ კარგ გამომსვლელ კონკურსანტებს. ბოლოს კი ხდება მათი გადარჩევა. ანუ, ჰაერში გამოკიდებულებიდან ტოვებენ იმას, ვისაც თავად გადაწყვეტენ.
– ანუ, შენ, ჰაერში გამოგკიდეს?
– მეორე ტური მოვიგე, თუმცა, მეც ჰაერში გამოკიდებული დავრჩი და საბოლოო ჯამში, დავტოვე სცენა. თუმცა, ეს არ არის მთავარი, რადგან ამ პროექტის  დამშვიდობების შემდეგ, დაიწყო ყველაზე მთავარი ამბავი. ჟიურის წევრმა, ელენა ვაენგამ, ერთი ამბავი ატეხა, დაუპირისპირდა ჟიურის და გაიგიჟა თავი, რატომ დატოვეთ ჩემი აჩი პროექტს მიღმა, ის მუღამი და არტისტულობა, რაც მას აქვს, სხვებს არ გააჩნიათო. დღესაც ამას იმეორებს – დამიბრუნეთ აჩიო (იცინის). ელენა ვაენგა მოსკოვში ყველაზე ძვირად ღირებული მომღერალია და უთქვამს, თუ არ მომიყვანთ აჩის, მე ჩავალ ფეხით თბილისში და ჩამოვიყვანო. მერე დაუმშვიდებიათ, რა გინდა, კაცო, იქ, ეს კაცი აქ ცხოვრობს, მოსკოვშიო (იცინის). მოკლედ, ჩემმა კონკურსიდან გამოშვებამ, ჟიურიში დიდი აჟიოტაჟი, განხეთქილება და დაპირისპირება გამოიწვია. მე, აჩი, როგორც ვოკალისტი, იმათთან შედარებით, ვინც კონკურსზე გამოდის, ნამდვილად არ ვარ რაიმეთი მეტი, მაგრამ შოუთი, რომელსაც მე ვდგამ სცენაზე, ნებისმიერ კონკურსანტს ვაჯობებ. ისეთი პროდუქტი მიმქონდა სცენაზე, მთელი დარბაზი მყვებოდა. თავიდან, რომ დამპატიჟეს, გამიკვირდა, რადგან მხოლოდ რუსული სიმღერები უნდა მემღერა და ცოტა დავფიქრდი. მათ კი თავი გაიგიჟეს, გვინდა შენს „პონტში” გააჯაზო, მუსიკალურად გაამდიდრო ეს რუსული სიმღერებიო. სწორედ ამის გამო „დამკერეს” და დავთანხმდი. ყველა კონკურსს ჰყავს მოდერატორები, რომლებიც დარბაზში მსხდომთ მიუთითებენ, როდის ახტნენ, დაუკრან ტაში, იაქტიურონ, იყვირონ და ასე შემდეგ. ჩემი გამოსვლის შემთხვევაში, დარბაზს მოდერატორის მითითება არ სჭირდებოდა. ხალხი თავისით „ფეთქდებოდა”. მართლა ერთადერთი ვიყავი, ვინც შოუს აჩვენებდა „მთავარ სცენაზე.” ჩემი ენერგეტიკა იმდენად ედებოდა მთელ დარბაზს, რომ ეს  აშკარად ჩანდა.
– როდესაც კონკურსის პირველი ტური გადალახე, კულისებში გამოსულმა თქვი, ჯიბეში თილისმა მედოო. რა იყო ეს და ვინ მოგცა?
– ეს იყო ცხვირსახოცი, რომელიც ჩემმა ნიკუშამ ჩამიდო ჯიბეში. ნიკუშა ჩემი ცოლის, გაიას შვილია და ისე მიყვარს, როგორც საკუთარი შვილი. კონკურსზე რომ მივდიოდი, პირატებიან-ხანჯლებიან-თოფენიან-ჩონჩხებიანი ბენდენა-ცხვირსახოცი ჩამიდო ჯიბეში და მერე მითხრა, იმიტომ გაიმარჯვე, მე რომ ეს ჩაგიდე ჯიბეში, ამან გიშველაო (იცინის). გამოვიდა ისე, რომ ეს ცხვირსახოცი ერთგვარი თილისმა იყო.
– მეორე ტურშიც ჩაგედო მერე ეგ ცხვირსახოცი ჯიბეში...
– მეორე ტურშიც მედო ჩემი ნიკუშას თილისმა-ცხვირსახოცი ჯიბეში და იმიტომაც მოხდა, რომ სულ მალე კრემლში ვიმღერებ სპეცსტუმრის სტატუსით. ასე რომ, ნიკუშას ცხირსახოცმა წარმატებაც მომიტანა და სამუდამო ადგილი დაიბუდა ჩემს ჯიბეში, როგორც თილისმამ (იცინის). ზოგადად, რუსეთში ქართველებს თილისმა არ გვჭირდება, რადგან გადასარევად იციან ჩვენი ნიჭიერება, შესაძლებლობები და აფასებენ კიდეც.
– კრემლში სიმღერა გასაგებია, მაგრამ, ალბათ, ამ კონკურსის შემდეგ, აღარასდროს მიიღებ მონაწილეობას კონკურსებში. ასეა?
– ვერ დაგეთანხმები. მართალია, ჩემი დაბრუნება კონკურსზე ვერ მოხერხდა, მაგრამ მე, მაინც გამარჯვებულად მივიჩნევ თავს. პროექტის ფინალი იქნება კრემლში, სადაც მე ოფიციალურ სტუმრად ვარ მიწვეული და იქ უნდა ვიმღერო. 21 დეკემბერს სპეცსტუმრის სტატუსით ვიმღერებ, სხვა მონაწილეები კი კონკურსანტების სტატუსით. ეს, კი ბევრს ნიშნავს. რაც შეეხება კონკურსებს, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას, რადგან ამით მე არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ სიღერით ვიღებ სიამოვნებას. მე გულდაწყვეტილი არ ვარ. ჩემი წამოსვლით, დავტოვე სანახაობა, რომელიც არავის დაავიწყდება. ჩემთვის კონკურსი ის არ არის, ვიღაცას ვაჯობო, რაღაც დავამტკიცო, მე იქ გამოსვლით, ჩემს მუსიკალურ სამყაროს ვუზიარებ ფართო აუდიტორიას.
– კულისებში იდგა გაია, რომელიც ძალიან განიცდიდა და ნერვიულობდა შენი გამოსვლის დროს. მან რა თქვა?
– მე არ ვნერვიულობ სცენაზე და გაიას სულ ვეუბნები, „დაიკიდე”, რა განერვიულებს-მეთქი, მაგრამ არ „იკიდებს“ (იცინის). სხვათა შორის, გაიამ ძალიან მაგარი საჩუქარი-სიურპრიზი გამიკეთა დაბადების დღეზე. 5 დეკემბერს ვარ დაბადებული და ისეთი საჩუქარი გამიკეთა, რაც ჩემს ცხოვრებაში არავის გაუკეთებია. მაჩუქა ამერიკის ავიაბილეთი და ჩემი კუმირის, სტივ უანდერის კონცერტზე დასასწრები ბილეთი. 23 ნოემბერს ნიუ-ოირკში მივფრინავ, სადაც დავესწრები ყველაზე მაგარი შემსრულებლის, ყველაზე მაგარ შოუს. ეს შეუფასებელი საჩუქარია ჩემთვის. მეორე, მაგარი საჩუქარიც გამიკეთა გაიამ – მის გარეშე, მარტო მივფრინავ ამერიკაში (იცინის). აი, ეს წელიწადი საკმაოდ კარგად მთავრდება ჩემთვის და იმედია, მომავალი წელიც, ასე სასიამოვნოდ დაიწყება და განვითარდება.

скачать dle 11.3