კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შპს „მეგობრობა“ – თქვენი საიმედო პარტნიორი

 შპს „მეგობრობა”  ჯერ სულ ახალგაზრდა კომპანიაა, მაგრამ უკვე მოახერხა კლიენტების ნდობის მოპოვება და ხარისხიანი პროდუქციით ბაზარზე თავის დამკვიდრება. თუ რას სთავაზობს ის მომხმარებელს და როგორია კომპანიის სამუშაო პრიორიტეტები, ამის შესახებ კომპანიის დირექტორი, ბატონი მამუკა არევაძე გვესაუბრა.

 – როდის ჩამოყალიბდა კომპანია და როგორი იყო თავდაპირველად მისი სამუშაო პროფილი?
– ჩვენი საქმიანობა ამ სფეროში 2003 წელს დაიწყო. მუშაობა  დავიწყეთ  მცირე საწარმოდან.  თავიდან, მიუხედავად ჩემი დატვირთული გრაფიკისა, როგორც  კომპანიის დამფუძნებელს, ფიზიკურად მიწევდა ჩართულობა ამ სფეროს შესასწავლად. საქართველოში ეს დარგი იმ დროისთვის უცხო ხილი იყო და  კარ-ფანჯრების აწყობა და  მონტაჟი ხარვეზებით ხდებოდა. შეძლებისდაგვარად ავითვისეთ ამ საქმის შინაარსი.  დავინახე, რომ რეალურად არ იყო  ქართულ ბაზარზე სწორად აწყობილი  ეს სეგმენტი და საჭიროდ ჩავთვალე, საქმე სიღრმისეულად შემესწავლა, ამიტომ, გადავწყვიტე, თურქეთში წამეყვანა ორი სპეციალისტი გადამზადებაზე. როდესაც იქ ჩავედით, ვნახეთ, როგორ კეთდება მეტალოპლასტმასის აწყობა და მონტაჟი. ჩვენს პარტნიორ ქარხნებში გავიარეთ ერთთვიანი გადამზადება და ძირფესვიანად შევისწავლეთ ამ საქმის დადებითი თვისებები. კვალიფიკაციის ამაღლებამ განაპირობა შემდეგში ჩვენი კომპანიის სამუშაო სტრატეგიის სწორად წარმართვა, რამაც ქართულ ბაზარზე თავისი შედეგი აჩვენა.  დღესაც, ყოველ 6 თვეში ერთხელ, აქტიურად ჩავდივართ და გადამზადებას გავდივართ, ვეცნობით ახალ ტექნოლოგიებს და ჩამოგვაქვს საქართველოში.
– დღეს რას საქმიანობს  და რა სამუშაოებს ასრულებს კომპანია?
– დღეის მდგომარეობით, ჩვენი სამუშაოები სრულდება შემდეგი ჩამონათვალით: მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის დამზადება-მონტაჟი 6-კამერიანი პროფილით (რომელიც გამოირჩევა დაბალი თბოდანაკარგით, სიმყარითა და სიძლიერით); ალუმინის კარ-ფანჯრების დამზადება-მონტაჟი (როგორც შიდაინტერიერის ვიტრაჟებით, ასევე გარე ფასადზე მაღალი ხარისხის  პროდუქციით); ელექტროდისტანციური მართვის კარების, ავტოფარეხის დისტანციური  მართვის კარების, ალუმინის მოაჯირების, მინის მოაჯირების, რკინის კარების, რკინის გისოსების, შლაგბაუმების დამზადება-მონტაჟი და ასე შემდეგ.
ასევე,  გვაქვს  აღნიშნული საწარმოო მასალის საბითუმო საწყობი და ჩვენთან თანამშრომლობს 25-ზე მეტი საწარმო, რომლებიც ჩვენგან იძენენ მასალებს, აქსესუარებს, ჩამკეტებს, რკინის პროფილებს, მინა-პაკეტებს და  კმაყოფილები არიან ჩვენი პროდუქტით.  
– როგორია კომპანიის ძირითადი სამუშაო პრინციპები?
– ჩვენი კომპანიის ძირითადი პრიორიტეტია,  გვყავდეს კმაყოფილი კლიენტი, სწრაფად და ორგანიზებულად მოვახდინოთ მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება,  არ მოვატყუოთ და ვიყოთ გამჭვირვალეები და პირდაპირები  მათთან ურთიერთობისას. ეს ყველაფერი სახეზეა, რადგან ქართულ ბაზარზე ძალიან დიდი რაოდენობის მომხმარებელი გვყავს და, სტატისტიკურად, კიდევ  ველოდებით  მათი რაოდენობის ზრდას. ჩვენ ვმუშაობთ 24-საათიანი რეჟიმით, მომხმარებლის დაკვეთის ადეკვატურად. გვყავს 24-შტატიანი თანამშრომელი და თითოეული მათგანი თავისი საქმის პროფესიონალია. არსებული სურათი და მზარდი დაკვეთები განაპირობებს იმასაც, რომ  ყოველწლიურად იზრდება ჩვენი ორგანიზაცია. შესაბამისად, ჩვენც ფოკუსირებას ვახდენთ იმაზე, რომ  მოხდეს ჩვენი ნამუშევრების უმაღლესი ხარისხით შესრულება. დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, კომპანიაში შექმნილია სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც პერმანენტულად ამოწმებს მიღებული  შეკვეთების ხარისხიანობასა და სწორად შესრულებას.
– როგორ შეაფასებთ ბიზნესის განვითარებას საქართველოში და რა არის აუცილებელი მისი წინსვლისთვის?
– ჩვენი წარმოების განვითარების უმთავრესი პრინციპია პირდაპირ კონტაქტზე  ყოფნა დამკვეთთან. ჩვენ უნდა ვიყოთ პირნათელი მათ წინაშე, რაც შემდგომ კიდევ უფრო გაზრდის ჩვენდამი ნდობას. ასევე, ჩვენი კომპანია ჩართულია სამშენებლო  ბიზნესში – სულ ახლახან დავასრულეთ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა გლდანის რაიონში (რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია ქალაქის მასშტაბით), სადაც შენდება  სამი საცხოვრებელი კომპლექსი საბავშვო-გასართობი ცენტრით, ფიტნეს-ცენტრით, გამწვანებული და კეთილმოწყობილი ეზოთი.
– როგორი უფროსი ხართ?
– ხელმძღვანელი აქტიურად უნდა იყოს ჩართული ყველა საკითხში და იცოდეს მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები; იყოს მეგობრული ყველას მიმართ, სამსახურებრივი მოვალეობის პროცესში კი – პრინციპული და მომთხოვნი, რაც იძლევა გზას განვითარებისთვის.
თბილისი, კაჭარავას 39;
+(995) 591 222 333, +(995) 597 37 07 37
E-mail:mamuka.arevadze@hotmail.com
MEGOBARI.COM.GE

скачать dle 11.3