კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სასწაული, რომელიც ეფრემ ასურს უკავშირდება

წმიდა ეფრემ ასურს ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, ბასილი დიდი ეხილა და მისგან კურთხევა მიეღო. ერთ დღეს მას ცეცხლის სვეტის სახედ საკურთხეველზე მდგომარე წმინდა ბასილი ეჩვენა და ზეციდან ხმა მოესმა: „ეფრემ, ეფრემ, როგორც ეს ცეცხლის სვეტი, ეგრეა ბასილი“.
ამგვარი არაერთგზისი გამოცხადების შემდეგ, წმიდა ეფრემი, რომელმაც ბერძნული ენის მცოდნე მონაზონი კესარია წაიყვანა ნავით კაბადოკიისკენ, წმიდა ბასილი დიდთან გაემართა. ღამით ზღვა აბობოქრდა, სასტიკი ქარი ამოვარდა და ნავს დანთქმა დაემუქრა. წმიდა ეფრემის ლოცვით ზღვა დამშვიდდა და ნაპირს მშვიდობით მიაღწიეს.
როდესაც კაბადოკიაში ჩავიდა, ის დღე წყალკურთხევის, ღვთის გამოჩინების დღესასწაულს დაემთხვა. წირვას ბასილი დიდი ატარებდა. წმინდა ეფრემი და მისი თანმხლები მონაზონი ეკლესიაში ფარულად შევიდნენ და ტაძარში საკუთრხევლიდან მოშორებით დადგნენ, როგორც უცხონი. უეცრად ხალხის სიმრავლე გაიპო და მათთან მთავარდიაკონი მივიდა. მან სახელით მიმართა წმინდა ეფრემს და სთხოვა, ეპისკოპოსთან, საკურთხეველში შესულიყო. ბასილი დიდმა სულიწმინდით იცოდა, რომ ტაძარში წმინდა ეფრემ ასური იდგა. გაკვირვებულმა წმინდანმა ადიდა უფალი და თქვა: „ჭეშმარიტად ცეცხლის სვეტია ბასილი დიდი, ჭეშმარიტად სულიწმინდა მეტყველებს მისი პირით“.
ჟამისწირვის შემდეგ წმინდა ეფრემი სადიაკვნოში, ბასილი დიდთან შევიდა. წმინდა ბასილმა უფლისმიერი მოკითხვის შემდეგ, ასე მიმართა წმინდა ეფრემს: „ვინ მოგიყვანა აქ, უდაბნოს შვილთა მამაო? ვინ მოგიყვანა შენ, რომელმაც გაამრავლე უდაბნოში ქრისტეს მოწაფენი და მათგან ეშმაკნი განდევნე? რისთვის დაშვერი, მამაო, რისთვის მოხვედი ცოდვილი კაცის სახილველად? მოგცეს შენ ღმერთმა სასყიდელი შენი გარჯისა“. წმიდა ეფრემმა,  მთარგმნელის მეშვეობით, ყოველი მოახსენა, რაც მის გულში იყო და სთხოვა, ელოცა ღვთის მიმართ, რათა მისთვის „სიტყუაი ბერძენთა ენითა ებოძებინა“.
წმინდა ბასილმა დალოცა წმინდა ეფრემი. უფლის მიმართ ერთობლივი ლოცვის აღვლენის დასასრულს კი, უფლის განგებულებით, დიაკვნად აკურთხა და ასე მიმართა მას: „აღგუადგინენ ჩვენ აწ“. რაზეც წმინდა ეფრემმა ბერძნულადვე უპასუხა: „გაუცხოვნენ, შეგვიწყალენ და აღგუმართნენ, უფალო, შენითა მადლითა“. ამ დღის შემდეგ ეფრემ ასური ბერძნულ ენაზე ხსნილად საუბრობდა. აღსრულებული სასწაულის მხილველი ხალხი ადიდებდა უფალს, ყოველივე ამის შემძლეს, რაც კაცთა მოდგმისთვის ძნელად მისაჩნევია.

скачать dle 11.3