კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ახალკაციშვილი
გვარის ფუძეა მეტსახელი ახალკაცი.
ბერი ახალკაციშვილი მოიხსენიება 1714 წელს ალხაზ და ფარსადან მაჩაბლისთვის მიცემულ ნასყიდობის წიგნში.
1721 წელს ღოუბანში მოიხსენიება ქაიხოსრო სოლოღაშვილის ყმა, გიუა ახალკაციშვილი.
გიგოლა ახალკაციშვილი 1869 წელს გორის მაზრის სოფელ ციგულიდან კოდაში გადასულა.
საქართველოში 531 ახალკაციშვილი ცხოვრობს: თბილისში – 222, გარდაბანში – 84, საგარეჯოში – 67. არიან სხვაგანაც.
კოჭლაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კოჭლა.
„კოჭლაშვილი ქიტესა, სატივეში მცხოვრები, მოყალნე. ერთი კომლი ჰყავს, ერთი მოლაშქრე ვაჟი და მისი ნაშენი ერთი ვაჟი. მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში“ (მეჩვიდმეტე საუკუნის პირველი ნახევარი).
საქართველოში 211 კოჭლაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 93, გორში – 59, ახმეტაში – 28. არიან სხვაგანაც.
ზარიძე-ხორნაული-ხვლეური
სოფელ ხორნაულთაში ცხოვრობდნენ ზარიძეები, რომლებიც მეორე გვარად ხორნაულსაც ატარებდნენ.
„ხორნაულების წინაპარი წიკლაურებს ბარში ლაშქრობის დროს, ნაალაფევში ტყვედ მოუყვანიათ. 1873 წელს აქ 16 კომლი ცხოვრობდა. ამავე დროს, ზარიძე-ხორნაულის ნაწილი ფშავსა და ხევსურეთში, მოსაზღვრე სოფელ პაწალხევში ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ მათი უმრავლესობა მეცხრამეტე საუკუნისთვის მთისწინეთსა და ბარში იყო გადასახლებული, რომლებიც, გარდა საკუთრივ თავიანთი გვარისა, ახალ გვარ-სახელებსაც ატარებდნენ, მაგალითად: ხორნაულებიდან მომდინარეობს ფშაველი ხვლეურების გვარიც, რომლებიც ივრის ხეობაში, სოფელ ყვარაში სახლობდნენ. მათ წინაპარს ხევსურეთში კაცი მოუკლეს და გაბიდაურებს შეუპყრიათ ფშავის სოფელ ხოშარაში.”
საქართველოში 301 ხორნაული ცხოვრობს: თბილისში – 127, თიანეთში – 62, დუშეთში – 23. არიან სხვაგანაც.
2 007 ზარიძე: თბილისში – 800, თიანეთში – 167, რუსთავში – 136. არიან სხვაგანაც.
ამზაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ამზა. ამზაშვილი მცირერიცხოვანი გვარია.
სამწუხაროდ, ამ გვარის შესახებ, ისტორიულ საბუთებში ძალიან მწირი ინფორმაცია მოიპოვება.
თავად გენერალ-მაიორ ორბელიანის შთამომავალთა შორის სოფელ ვაშლოვანში მოიხსენიება მოსია ამზაშვილი თავისი ოჯახითურთ.
საქართველოში 20 ამზაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 13, თელავში – 4, ყვარელში – 3.
გოგაშვილი
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი – გოგა. მეცნიერთა ძირითადი ნაწილი მიიჩნევს, რომ გოგა მომდინარეობს გიორგისგან, ნაწილს კი მიაჩნია, რომ გოგი დამოუკიდებლად გაჩენილი სახელია და მისგან მომდინარეობს მოფერებით-კნინობითი სახელი გოგა. რეალურად, გოგა ქართულ წიაღში გაჩენილი სახელია და მისგანაა წარმოშობილი ქართული გვარი გოგაშვილი. 
„გოგაშვილი ლეონ მეფემ, სხვა ოცდაათ კომლთან ერთად, გაუთარხნა ქიზიყის ეპისკოპოს მაქსიმე ჩოლოყაშვილს და მის ძმას, ჭიაურთ მოურავ ზაალს“ (1669 წელი).
„გოგაშვილი ოქრუა, ესტისს მცხოვრები, ვარაზა ბარათაშვილის მკვიდრი ყმა. ჰყავს ძმები: ივანა, ბერა და თევდორა. ვარაზა ბარათაშვილმა ის ძმებთან ერთად შესწირა სვეტიცხოველს“ (1690 წელი).
საქართველოში 814 გოგაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 228, გურჯაანში – 123, სიღნაღში – 86. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3