გემრიელი დიეტა
ბევრი დიეტოლოგი ოფიციალურად აცხადებს, რომ ყველაფერი გემრიელი მავნებელია, სულ მცირე, იმიტომ, რომ გემრიელ საკვებს მეტს მივირთმევთ და, შესაბამისად, ვსუქდებით. თუმცა, დიეტოლოგების საკმაოდ სოლიდური ნაწილი უარყოფს ამ მოსაზრებას და ამტკიცებს, რომ უგემური სავების მიღებით ორგანიზმი სერიოზულად ისტრესება, რაც აფერხებს გახდომის პროცესს, მაგრამ, თუ გემრიელ კერძს მიირთმევთ, ოღონდ, განსაზღვრულ დროს და განსაზღვრული რაოდენობით, კვების მიღებულ სიამოვნებას წონაში დაკლებით მიღებული სიამოვნებაც დაემატება და დიეტის პროცესი სულაც არ იქნება აუტანელი და მოსაბეზრებელი.
გთავაზობთ „გემრიელი დიეტის“ ერთი დღის ნიმუშს და წინასწარ შეგახსენებთ, რომ დაიცვათ თითოეული ულუფის ზომა; დღის განმავლობაში დალიოთ 1,5-2 ლიტრი წყალი; არ ჭამოთ 20 საათის შემდეგ და მეტი იმოძრაოთ ფეხით.
საუზმე – 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 100 გრამი ხაჭო, ფინჯანი ყავა ან ჩაი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ნაჭერი ცეხვილი შავი პური.
სადილი – აირღუმელში (უცხიმოდ) შემწვარი ქათმის ფილე, სეზონური ბოსტნეულის სალათა ბევრი მწვანილით (შეგიძლიათ, ბოსტნეული ყოველდღე ცვალოთ), 1 ჭიქა ახალგამოწურული ხილის წვენი, 3 პატარა ნაჭერი ცეხვილი შავი პური.
სამხარი – მოშუშული ბოსტნეული, კრაბის სალათა (ან აირღუმელში შემწვარი კრევეტები; ასევე, შეგიძლიათ, ჩაანაცვლოთ აირღუმელში შემწვარი ქათმის გულ-ღვიძლი), 1 ჩაის ჭიქა უცხიმო კეფირი ან მაწონი, 2 ნაჭერი ცეხვილი შავი პური (ჩაშუშული ბოსტნეული შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ წიწიბურა).
ვახშამი – ხილის ასორტი მოხარშული (ან იოგურტის) კრემით უცხიმოდ და ნაკლები შაქრით. 1 ჭიქა გაზგასული მინერალური.
ვახშმად, ასევე შეგიძლიათ მიირთვათ ნაკლებმარილიანი უცხიმო ყველი და ხლებცის ფირფიტები და ნათლებად ტკბილი კაკაო უცხიმო რძით.
წყალი, ტრადიციულად, დალიეთ კვების შუალედებში, ჭამამდე და ჭამის შემდეგ ნახევარსაათიანი შუალედებით.